x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ნიკა გვარამია ინდირა ჯგერენაიას ეჭვიან, ყოფილ შეყვარებულს პასუხობს: "მე არაფერ შუაში ვარ"

imageმომღერალი ინდირა ჯგერენაია საქართველომ მუსიკალურ პროექტ "ჯეოსტარის" მეშვეობით გაიცნო. მომღერლის ვარსკვლავი პროექტის დასრულებისთანავე ჩაქრა. როგორც გაირკვა, ინდირას დეპრესიამ შეუტია, რამდენჯერმე კი თვითმკვლელობაც სცადა. რთული პერიოდი შეყვარებულმა გადაატანინა, რომელთანაც 3 წლის მანძილზე იცხოვრა და რომლის გამოც ოჯახსაც კი დაუპირისპირდა. ინდირამ პროექტ "ნიჭიერის" წყალობით კვლავ მოიპოვა პოპულარობა და მის შესახებ ბოროტი ხმებიც გავრცელდა. მომღერალი პროექტის ფინალში "რუსთავი 2"-ისა და ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით მოხვდა, შემდეგ კი 10000 ლარიანი ჯილდოც მიიღო. გავრცელდა ხმები რომ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორსა და ინდირა ჯგერენაიას რომანი ჰქონდათ. ჭორებმა ძალიან გააღიზიანა ინდირას შეყვარებული, წყვილი ხშირადაც ჩხუბობდა. მომღერლის რჩეული ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობდა. დაშორების მიზეზი, კი ჭორები გახდა, ინდირასა და ნიკა გვარამიას რომანის შესახებ.

image

ნიკა გვარამია ინდირა ჯგერენაიას ეჭვიან მეგობარს პასუხობს და ამტკიცებს, რომ იდირამ ღირსეულად მოიპოვა საპრიზო თანხა და თვითონ არაფერ შუაშია. "მადლობა ინდირა ჯგერენაიას ასეთი თბილი სიტყვებისთვის და სურვილებისთვის, რომელიც "sms"-ის სახით მომწერა. შენ გაგიცნო უფრო ფართოდ ნიჭიერის შემდეგ და მალე საქართველოს ფარგლბს გარეთაც უნდა გაგიცნონ აუცილებლად"-წერს ნიკა გვარამია.

"ერთ დღესაც აუცილებლად გავაგონებ ჩემს ხმას მსოფლიოს გპირდები, მადლობა ყველაფრისთვის გულწრფელად"-პასუხობს ინდირა "რუსთავი 2"-ის დირექტორს.

"ღირსეულად მოიპოვა ინდირამ ის თანხა რაც გადაეცა და ამ შემთხვევაში მე არაფერ შუაში ვარ"-დასძენს ნიკა გვარამია მომღერლის ყოფილი შეყვარებულისა და საზოგადოების ნაწილის გასაგონრად.

საინტერესოა რისთვის უხდის მადლობას მომღერალი ნიკა გვარამიას?!

0
2117
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0