x
მედია.სასამართლო

მედია.სასამართლო


ეპოქა, რომელშიც ილია ჭავჭავაძეს მოუწია მოღვაწეობა, ცნობილია ევროპეიზაციის მცდელობებით, რევოლუციებით, ბატონყმობით და ხალხის განათლების ამაღლებისათვის ბრძოლით. ისეთი განათლებული პიროვნება, როგორიც ილია იყო, ბევრი არ მოგვეპოვებოდა იმჟამინდელ საქართველოში, ამიტომ ილიას და მის თანამოაზრე მწერლებსა თუ პოეტებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ
ქვეყანაში ცოდნის დასანერგად. მედია იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ეს პროცესი წინ მიიწევდა. 1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა — „ივერია“, რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო.
ეს არ იყო ერთადერთი წყარო, რითაც ილია განათლებას ავრცელებდა და რაც მთავარია, ცოდნის მიღებას ყველასთვის შესაძლებელს ხდიდა. შესაძლოა სწორედ მედიის ბრალი იყო რომ ილიაზე ყველამ იცოდა, იცოდნენ მისი იდეების შესახებ, იმის შესახებ, რომ მზად იყო თავისი სამშობლოსათვის სიცოცხლეცკი გაეწირა. რას იფიქრებდა, თუ სწორედ მისი თანამემამულე გლეხების მიერ გასროლილი ტყვია გამოასალმებდა სიცოცხლეს. იგი 1907 წელს წიწამურთან მუხანათურად მოკლეს, ოლღა (მეუღლე)
დაუჭრეს და იაკოფ თარაშვილიც ( მისი თავდადებული შვილობილი) გამოასალმეს სიცოცხლეს. ეს იყო მეფის რუსეთის ინტერესების ნაყოფი, რათა ხელი შეეშალათ გლეხობის რევოლუციონური აზროვნების განვითარებისთვის; რათა ხელი შეეწყოთ საქართველოს სწრაფი რუსიფიკაციისათვის.
რა თქმა უნდა, მეფის რუსეთს ილიას მკვლელობის გამო პასუხს არავინ მოსთხოვდა, ამიტომ ისჯებოდნენ მათგანვე დაშინებული და დაბრიყვებული
გლეხები:ბერბიჭაშვილი, ფშავლიშვილი, ლაბაური, ხიზანიშვილი, ფეიქრიშვილი. დიმიტრი ჯაში( მეფის „ოხრანკის“ ჯაშუში, ილიას ჭავჭავაძის მოურავი) კი მათი მეთაური და ილიას მკვლელობის იდეის მიმწოდებელი გახდა. ფაქტობრივად, ილიას უღალატა ისეთმა ხალხმა, რომელიც ილიასგან საჭმელ-სასმელს და გასამრჯელოს გულუხვად იღებდა. ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ 1941 წლამდე მკვლელბი-ბერბიჭაშვილი და ფშავლიშვილი თავისუფლები იყვნენ, ჯაში კი ამ საქმიდან „სუფთად“ და მარტივად „გამოძვრა.“ გლეხობისათვის მკვლელობის ბოლომდე გადაბრალება
სწორად პროვოკატორ ჯაშის წყალობით ხდებოდა, რათა მათსა და ქართველ ინტელიგენციას შორის ქიშპობა ყოფილიყო. ილიას მკლველობის შემდეგ, ბერბიჭაშვილი საქართველოდან საერთოდ გაქრა, ხოლო ჯაში გლეხობას თავს აჩვენებდა,
თითქოს მათზე გული სტკიოდა და მუდამ მათთან იქნებოდა. როგორ შეეძლო ერთ უბრალო გლეხს განაჩენის ასე მარტივად თავიდან აცილება, და თავდასხმის გეგმის შემადგენელს ციხიდან თავის დაღწევა? ლოგიკურ აზროვნებას არ იქნება მოკლებული, თუ ვიტყვით, რომ მეფის რუსეთს სწორედაც რომ ახარებდა ილიას გარდაცვალება და მზად იყო დამნაშავეთათვის ხელიც კი დაეფარა, რომ ქართველობისათვის ეს საქმე ბუნდოვანი ყოფილიყო. 1907 წელს, ნიკოლოზ II მეფობის
დროს, ეს მოხერხდა, მაგრამ გავიდა დრო და 1941 წელს, იოსებ სტალინის სსრკ-ის გენერალური მდივნობის დროს (1924-1953), ეს საქმე თავიდან გაიხსნა. გაიხსნა იმდენად, რამდენადაც იმ პერიოდში საბჭოთა კავშირი ცდილობდა საქართველოს კეთილგანწყობის მოპოვებას და ამით ჩვენს მათ შემადგენლობაში მყარად ყოფნას. ილიას მკვლელობა ქართველი ხალხისათვის მეხის გავარდნას გავდა, და ეს სტალინმა თავისსავე სასიკეთოდ გამოიყენა 34 წლის შემდეგ. ყველანაირი
გზებით ცდილობდა ხალხს ბელადი ჰყვარებოდა და ილიას დაუსჯელი მკვლელების დაჭერა მის „პატიოსნებას“, საქართველოსადმი გამოჩენილ ყურადღებას, ხალხისადმი სიყვარულს ქადაგებდა. ამით მას უნდოდა ქართველების გული ბოლომდე მოეგო და ისინი საკუთარ მარიონეტებად ექცია. რაც ყველაზე გულსატკენია, მან ეს მოახერხა კიდეც.

ილიას სასამართლო პროცესი კი გასული საუკუნის საქმეა, მაგრამ მედიამ შეძლო ამ ძვირფასი კადრების შემონახვა. რომ არა 5 წუთიანი ვიდეო სასამართლო პროცესიდან, ჩვენ ვერ შევიტყობდით ბევრ მნიშვნელოვან ამბავს: რომ სასამართლო პროცესს ესწრებოდა განათლებული, მაღალი წოდებისმქონე ხალხი, რათა სასამართლო

გადაწყვეტილება მათგან გამხდარიყო ცნობილი, სტენოგრაფი ქალი-ეთერ ბაგრატიონი, რომელიც თანამედროვეობას მოესწრო და დაუფარავად ისაუბრა პროცესის დეტალებზე, 21-ე საუკუნეში მოგვეცა საშუალება გვენახა ილიას ერთ-ერთი მკლვლელი ბერბიჭაშვილი, ასევე აღმოგვეჩინა, რომ სასამართლო პროცესიის წამყვან პირებს შორის ერთი მაინც უნდა ყოფილიყო სამხედრო, ისიც ნათლად ჩანს, რომ იმდროინდელ საქართველოში საჯარო დაწესებულებებში ხშირად შევხვდებოდით სტალინის უშველებელ ძეგლებს, პორტრეტებს და ეს გვაგრძნობინებდა მის არსებობას ყველგან!
ვხედავთ, რომ სტაბილურობა და თანასწორობა ხალხის ჩაცმულობაზეც აისახებოდა და ჩანს მხოლოდ ორი ემოცია-ბერბიჭაშვილის აქტიური თავისმართლება და დამსწრე მამაკაცის გაკვირვებული რეაქცია.

საბედნიეროდ, ტექნიკა წინ წავიდა, ისტორია
გრძელდება და ჟურნალისტების იმედი რომ ყველაფერს გვიჩვენებენ, რაც ჩვენს ბედს მეტ-ნაკლებად წარმართავს, სულ უფრო და უფრო გვეძლევა. იმედია, ჟურნალისტები იქნებიან ყოველთვის ხალხის კეთილდღეობისა და განვითარების მხარეს!

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ელიაური
მარიამ ელიაური
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0