x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოების როლი სპარსეთის ყურის რეგიონში

სტატიის ავტორები: თამარ ახალაძე, მარიამ ხიზანაშვილი


ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოების როლი სპარსეთის ყურის რეგიონში


სპარსეთის ყურე
და მისი მიმდებარე სანაპირო, რომელიც დასავლეთ აზიაში, ირანსა და არაბეთის ნახევარკუნძულს
შორის მდებარეობს, მსოფლიოს უდიდესი ნავთობმომპოვებელი რეგიონია. ამ ტერიტორიის მთავარი
ქვეყნები არიან ირანი, ერაყი, საუდის არაბეთი, კატარი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული
საემიროები, იემენი და ქუვეითი. ეს სახელმწიფოები თავიანთი უზარმაზარი ნავთობისა და
გაზის მარაგის გამო გლობალურ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. სწორედ,
ეს ბუნებრივი სიმდიდრე განსაზღვრავს ამ რეგიონს
გეოსტატეგიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანად. მსოფლიოს მოსახლეობის მოთხოვნილება
ნავთობზე დღითიდღე იზრდება, განსაკუთრებით აზიის მაღალი პოპულაციის გამო. ამასთანავე,
გაზი და ნავთობი მსოფლიო ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა როგორც განვითარებულ, ისე
განვითარებად ქვეყნებში.


როგორც ცნობილია,
ნავთობის მსოფლიო მარაგის 66, 4% პროცენტი სწორედ ამ რეგიონშია თავმოყრილი. რაოდენობრივი
თვალსაზრისით, სპარსეთის ყურეში „შავი ოქროს“ მარაგი 100 მილიარდ ტონას შეადგენს. მათგან
აღსანიშნავია საუდის არაბეთი, რომლის ნავთობის მარაგი ევროპის ქვეყნების 12, 78%-ს და
აშშ-ის 15%-ს აკმაყოფილებს. გაზის მარაგით გამოირჩევა კატარი, რომელიც ტერიტორიულად
მცირეა, მაგრამ დიდ სიმდიდრეს ფლობს.


უკეთ რომ ჩავწვდეთ
მოვლენების განვითარებას, საჭიროა ისტორიულ და გეოგრაფიულ რაკურსში მიმოვიხილოთ ახლო
აღმოსავლეთის ეს რეგიონი. პირველი მსოფლიო ომის ბოლოს ეს არაბული ქვეყნები იყო სუსტად
განვითარებული და ადგილობრივი მმართველებიც თავიანთ ავტონომიას მხოლოდ ბრიტანეთის დახმარებით
ინარჩუნებდნენ. სიტუაცია გამოასწორა ნავთობის აღმოჩენამ 1911 წელს პირველად ირანში,
რომელსაც აწარმოებდა ანგლო-სპარსული კომპანია(APOC),
რომელსაც მოჰყვა შემდგომ წლებში ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში მნიშვნელოვანი
მარაგის აღმოჩენა.


თუმცა, ნავთობის აღმოჩენა არაბი მმართველებისათვის დაუყოვნებლივ სიმდიდრეს არ ნიშნავდა, რადგან
ისინი მაინც განვითარების შედარებით დაბალი დონით გამოირჩეოდნენ და უცხოურ
ფირმებზე იყვნენ დამოკიდებული. 1970-იან წლებამდე ამ რეგიონში ძირითადად ევროპული
და ამერიკული ფირმები აწარმოებდნენ და შემდგომ ექსპორტს უკეთებდნენ ამ სასარგებლო
წიაღისეულს. მას შემდეგ, რაც ნავთობის
პროდუქცია აიზარდა და მისგან მიღებული რეალური მოგებაც ცნობილი გახდა,
ადგილობრივმა მმართველებმა საკუთარი პირობები გააუმჯობესეს და თანდათანობით თვითონ
გახდნენ ნავთობის მთავარი ექსპორტიორები.


სპარსეთის ყურე,
რომელიც 29, 500 კვადრატულ მილს მოიცავს, ფლობს დაახლოებით 565 მილიარდ ბარელ ნავთობს,
რომელიც მსოფლიოში დღემდე ცნობილი ნავთობის მარაგის (896, 5 მილიარდი ბარელი) 63%-ს
შეადგენს. სპარსეთის ყურე ბუნებრივი გაზის მარაგითაც გამოირჩევა და რუსეთის შემდეგ,
რომელზეც მსოფლიოს მარაგის 40% მოდის, მეორე ადგილზეა 30%-ით.


სპარსეთის ყურე
წარმოადგენს გეოგრაფიული რეგიონის უნიკალურ მოდელს, რადგან იგი მიეკუთვნება როგორც ახლო არმოსავლეთს, ასევე მისი
სამხრეთი ნაწილი შესაძლებელია მივიჩნიოთ არაბული სამყაროს შუაგულად. ამასთანავე, სპარსეთის
ყურის ჩრდილოეთში მდებარე ერთმანეთის მეზობელი ქვეყნები, ირანი და ერაყი ერთმანეთისგან
განსხვავდებიან რელიგიურ-კულტურული იდენტობით.


ყველა ეს ქვეყანა
ისტორიულად იყო მონარქიული. ირანი, ერაყი და საუდის არაბეთი ყურის მთავარ სახელმწიფოებად
არიან მიჩნეულნი, მაშინ როდესაც, ომანი, ქუვეით, კატარი, ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული
საამიროები მცირე ქვეყნებია. მოიხედავად ამგვარი ეთნიკური სიჭრელისა და კომპლექსურობისა,
ეს რეგიონი მაინც ერთგვარი ჰომოგენურობით ხასიათდება. სწორედ ამიტომ, სპარსეთის ყურე,
რომელიც უძველესი დროიდან საკვანძო როლს ასრულებდა მსოფლიო ისტორიაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
გეოსტრატეგიული რეგიონია.


ნავთობმომპოვებელი
ქვეყნების განხილვისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა
და ორგანიზაციები ჩამოყალიბების პროცესი. 1981 წელს არაბეთის ნახევარკუნძულის ექვსმა
ქვეყანამ, ბაჰრეინმა, ქუვეითმა, ომანმა, ყატარმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა
ემირატებმა, ჩამოაყალიბეს სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო, ( GCC)
რომლის მიზანიც იყო წევრი ქვეყნების ინტეგრაცია, პარტნიორობა
და კოოპერაცია ყველა სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ამ ხელშეკრულების არც
ერთ პუნქტში ნახსენები არ იყო უსაფრთხოება, საბოლოო ვარიანტში მთავარ მუხლად ქვეყნებმა საკუთარი უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის და ასევე
რეგიონის კონფლიქტებისგან დაცვა განიხილეს. შემდგომ წლებში სახელმწიფოების ლიდერებს
სურდათ სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო საჰაერო თავდაცვის მექანიზმების
შემუშავება, რომელიც რეალობისგან შორს იდგა. GCC -ის ქვეყნებმა ვერ განახორციელეს თავიანთი გეგმა იარაღის
წარმოების კუთხითაც, თუმცა, ისინი დღესაც ცდილობენ ეგვიპტესთან ძველი მოლაპარაკებების
განახლებას პან-არაბული იარაღის ინდუსტრიის შექმნის შესახებ, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის
საფრთხის მომცველი იქნება.


ასევე მნიშვნელოვან
როლს თამაშობს ოპეკი,
რომელიც, როგორც მუდმივი, სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, 1960 წელს
ბაღდადის კონფერენციაზე ირანის, ერაყის, საუდის არაბეთისა და ვენესუელას თაოსნობით
შეიქმნა. შემდეგ ოპეკმა დაიწყო გაფართოება და მას შეუერთდნენ კატარი, ინდონეზია, არაბთა
გაერთიანებული საემიროები, ალჟირი და სხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნები.


ორგანიზაციის მთავარი
მიზანი, წესდების მიხედვით, არის მისი წევრების ინდივიდუალური და კოლექტიური ინტერესების ოპტიმალურად დაცვის საშუალებების განსაზღვრა,
რაც ითვალისწინებს
გზებისა და საშუალებების გამონახვას ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე ფასების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფას, ზიანის მომტანი ცვალებადობის
თავიდან ასაცილებლად. ოპეკი არეგულირებს წარმოების მოცულობას. მისი მიზანია
საქმიანობის კოორდინაცია და ზოგადი პოლიტიკის ფორმულირება. ასევე, საერთო პოლიტიკის განვითარება ორგანიზაციის
წევრებს შორის. ნავთობის მწარმოებელ ქვეყანათა ინტერესების მუდმივი დაცვა
გამოიხატება მათთვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფაში, ნავთობის მომხმარებელი
ქვეყნებისათვის ეფექტურ, ეკონომიურ და
სტაბილურ მიწოდებაში, ასვე მომგებიანობის გარანტიაში
კაპიტალზე მათთვის, ვინც ამ ინდუსტრიაში ინვესტიციას ახორციელებს.


უკანასკნელ წლებში ოპეკის
არასწორმა ფუნქციონირებამ, განსაკუთრებით
კი ნავთობის ბაზარზე რეგულაციის უუნარობამ, მრავალი საზრუნავი გაუჩინა მსოფლიოს
ისედაც არამყარ ეკონომიკას. ბევრი მეცნიერი
და პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოპეკის მიერ იყო გამოწვეული 2008 წელს
ბენზინის ფასის კატასტროფული ზრდა,
რომელიც აშშ-ში ეკონომიკური კრიზისის ერთგვარ წინაპირობადაც ითვლებოდა, თუმცა,
ბევრი მკვლევარი ამგვარ მიდგომას არ ეთანხმება, რადგან თვითონ ოპეკის წევრი
ქვეყნებიც არანაკლებ დაზარალდნენ: ნავთობის ფასმა თავისი რეკორდული მაჩვენებლიდან - 147 მლნ-დან 2008 წლის ივლისში
უკვე დაიწია 88 მლნ-მდე. უკვე კრიზისის დასაწყისში საუდის არაბეთის საფონდო
ბირჟამ, ყველაზე მსხვილმა არაბულ სამყაროში, თავისი ღირებულების 17% დაკარგა,
კატარმა კი 19%. ირანი და ვენესუელა შედარებით პოზიტიურ ვითარებაში აღმოჩნდნენ,
რადგან ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი აღმოაჩნდათ, რასაც ვერ ვიტყოდით, მაგალითად
დუბაიზე, რომელიც ნავთობზე ფასის მატების შედეგად, ყველაზე არასახარბიელო
ვითარებაში აღმოჩნდა. ოპეკი იძულებული შეიქმნა სიტუაციის დასარეგულირებლად
ნავთობზე ფასის ზრდა არაუმეტეს 90 დოლარიდან 95 დოლარამდე დაეწესებინა. ეს ყოველივე კი იმის მანიშნებელია, რომ ხშირ
შემთხვევაში ოპეკის არაეფექტურობასთან გვაქვს საქმე.





როგორც უკვე ვახსენეთ, სპარსეთის ყურის რეგიონი
კულტურული და ეთნიკური სიჭრელით გამოირჩევა. ეს ტერიტორია ბევრ ქვეყანას მოიცავს
და მათი ერთობლივად განხილვა არცთუ შედეგის მომტანი იქნებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ
ცალკეული სახელმწიფოები დაგვეხასიათებინა და მათი მთავარი ნიშან-თვისებები
გამოგვეყო.


ირანი


ირანის ხსენებისას აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ
მუდმივი კონკურენცია ირანსა და აშშ-ს შორის სპარსეთის ყურეზე დომინანტობის
მოსაპოვებლად. ეს ბრძოლა ძალიან კომპლექსურია და რეგიონს ორ ნაწილად ყოფს: საუდის
არაბეთს, რომელიც აშშ-ის მხარეს იჭერს, ირანთან მიმართებაში დიდი მეტოქეობა აქვს
და აშშ-ის მხარეს იხრება, რადგან ირანისგან დიდ საფრთხეს გრძნობს ატომური იარაღის
განვითარების გამო. მეორე ფაქტორი არის რელიგია, რომელიც ამ ორ ქვეყანას
ერთმანეთთან აპირისპირებს. საუდის არაბეთი არის სუნიტური ისლამი, ხოლო ირანში-
უკიდურესად ექსტრემისტული შიიტური ისლამი. ასევე, საუდის არაბეთი ჩინეთის და
ინდოეთის ნავთობის მთავარი ექსპორტიორია და ყოველთვის ცდილობს ნავთობის ფასებზე
გავლენის მოხდენას ირანის დასასუსტებლად, თუმცა ირანი ძირითადად პატარა ქვეყნებზე
კონცენტრირდება, რათა მაღალი ფასები შეინარჩუნოს. აღსანიშნავია ირანის საჰაერო,
საზღვაო და სამხედრო რესურსების მაღალგანვითარებულობა, რაც სპარსეთის რეგიონში
დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის.


ერაყი


ირანის მეზობლებს
შორის ერაყი ყველაზე რთული დასახასიათებელია, როგორც მისი ირანის მიმართ პოზიციის თვალსაზრისით,
ასევე ყურის მეზობლებთან ურთიერთობების თვალსაზრისით. ერაყს აქვს ძალიან გაუგებარი
ურთიერთობა ირანთან. ერაყის მეზობელი ქვეყნები საჯაროდ გმობენ ფაქტს, რომ ერაყი ირანის ჰეგემონიის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ
ამავდროულად არ უნდათ გაძლიერებული ერაყი, რადგან არ ენდობიან მას, განსაკუთრებით იმის
გამო, რომ ერაყს მართავს ძლიერი შიიტური მთავრობა. ერაყი, ნებისმიერ შემთხვევაში, ისე ღრმად არის გახლეჩილი,
რომ მთავრობის პოზიცია არ ასახავს სრულად მის პოლიტიკურ კურსს, რომ აღარაფერი ვთქვათ
მოქალაქეთა პოზიციაზე. იმის გამო, რომ ერაყს ასეთი ორაზროვანი ურთიერთობა აქვს ირანთან,
მას მისი მეზობელი ქვეყნები ეჭვის თვალით უყურებენ. თანაგრძნობით არის თუ არა შიიტური
ხელისუფლება გამსჭვალული ირანის მიმართ? ან კიდევ უარესი, ხომ არ არის ის ირანის მბრძანებლობის
ქვეშ? გვერდს ხომ არ უვლის და იზოლაციაში აქცევს სუნიტ მოსახლეობას ირანის გავლენით? შესაძლებელია პასუხი გაეცეს ნათლად ამ შეკითხვებს?
ირანმა ითამაშა ფრთხილი თამაში კავშირების დამყარებისა და შენარჩუნების საკითხში ყველა
შიიტურ პოლიტიკურ ფრაქციასთან და შიიტურ მილიციასთან ერაყში, ისევე როგორც, არასამთავრობო
შიიტურ ჯგუფებთან. სპასეთის ყურის რეგიონის ქვეყნებში, ყველა მათგანში სუნიტები დომინირებენ,
ამგვარად, ისინი ერაყს სკეპტიკურად და ამბივალენტურად უყურებენ. მათ ეშინიათ ერაყის
დასუსტების, რადგან სჯერათ, რომ ერაყის დასუსტება შესაძლებელს გახდის ირანის ჰეგემონიას.
მაგრამ მათ ეშინიათ ძლიერი ერაყისაც, იმ შემთხვევაში თუ მისი მმართველი იქნება შიიტი
მთავრობა. მათ სწამთ, რომ ერაყი არის გადამწყვეტი კომპონენტი ნებისმიერი უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული მექანიზმის ქმედების დროს.


საუდის არაბეთი


სამეფოს გააქვს 6.2 მილიონი
ბარელი დღეში, რაც გულისხმობს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ნავთობ
ექსპორტიორი ქვეყანაა და აკონტროლებს მსოფლიო მარაგის 70%–ს. საუდის არაბეთში,
რომელიც ყველაზე დიდი ნავთობის მწარმოებელი სახელმწიფოა და აპრობირებული აქვს 264 მილიონი ბარელი რეზერვით,
ქუვეითის დაფუძნებული ტაქტიკური სტრატეგიული კვლევების ცენტრის (DCSS)
განაცხადების მიხედვით, ნავთობის მარაგი მომდევნო 80 წლის განმავლობაში იქნება
მხოლოდ მიმდინარე წარმოების დონეზე სამყოფი.
საუდის არაბეთის ნავთობზე დაფუძნებულ ეკონომიკურ საქმიანობას ძლიერი ხელისუფლება აკონტროლებს. მას აქვს დაახლოებით 17% მსოფლიოს ნავთობის რეზერვისა, იწოდება,
როგორც ყველაზე დიდი ნავთობ ექსპორტიორი ქვეყანა
და უჭირავს
წამყვანი როლი ოპეკში.


5 მილიონი უცხოელი მუშეა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საუდის არაბეთის ეკონომიკის, განსაკუთრებით ნავთობისა და მომსახურების განვითარებაში. საუდის არაბეთის მაღალი თანამდებობის პირები განსაკუთრებით ორიენტირებულნი არიან ახალგაზრდების დასაქმებაზე, ქვეყანას
ზოგადად აკლია განათლება და ტექნიკური უნარები კერძო სექტორის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.


ქუვეითი


1961 წელს მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისაგან. 1991 წელს იგი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის „უდაბნოს ქარიშხალი“ პლაცდარმი გახდა, რაც გამოწვეული იყო ერაყის მიერ მისი ტერიტორიის ოკუპაციის ფაქტით. ამ ომმა ქვეყანას დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა. უკანასკნელ წლებში ქუვეითში იყო მცდელობა პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაციისა. კერძოდ 1999 წელს ქვეყნის მმართველმა გამოსცა განკარგულება ქალთათვის საარჩევნო უფლების მინიჭების შესახებ, მაგრამ იგი უარყოფილ იქნა ეროვნული კრების მიერ.


ნავთობის საბადოების ათვისება 1930-იან წლებში დაიწყო და განვითარდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. მას შემდეგ ნავთობი ეკონომიკის საფუძველია, რომელიც საექსპორტო შემოსავლების 90%-ს იძლევა.


ბაჰრეინი


მას ყავს სუნიტი
ელიტა და შიიტური მოსახლეობის უმრავლესობა. შიიტური მოსახლეობა უკმაყოფილოა და საფრთხედ
აღიქვამს ირანის მიერ ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევას. უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, მას ძლიერი პოლიტიკური
ურთიერთობები აქვს როგორც აშშ-სთან, ასევე
საუდის არაბეთთან. მთავარი მე -5 ფლოტის შტაბი ძირითადად აშშ-სგან იღებს სამხედრო დაფინანსებას.
ბაჰრეინის ნავთობის მარაგი შეზღუდულია, შედარებით ვრცელი ნავთობის საბადოები გვხვდება ქუვეითსა
და საუდის არაბეთში.


არაბთა გაერთიანებული საამიროები


არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აქვს მაღალინდუსტრიული ეკონომიკა, რამაც გადააქცია ის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად მსოფლიოში. ქვეყნის ძირითადი რესურსები ნავთობი და გაზია. საუდის არაბეთისა და ქუვეითისგან განსხვავებით, საამიროებში გვიან დაიწყო ნავთობის მოპოვება.
(1969 უზარმაზარი სიმდიდრე, რომელსაც ქვეყანა იღებს ნავთობისგან, მთავრობას საშუალებას აძლევს განახორციელოს გრანდიოზული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები. ქვეყანაში არის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც პირველად დუბაის პორტის (ჯაბალ‘ალი) ირგვლივ დაარსდა 80-იან წლებში. 90-იან წლებში საამიროები გადაიქცა ახლო აღმოსავლეთის მსხვილ საფინანსო ცენტრად. ქვეყანაში ფაქტობრივარ არ არის ინფლაცია.


სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მოსახლეობის 5% და იგი აკმაყოფილებს კვების პროდუქტებზე ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნის მხოლოდ მეოთხედს. თევზჭერიდან მიღებული შემოსავლები 4-ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავლებს.


ომანი


ქვეყანას
აქვს უნიკალური როლი რეგიონში. მას აქვს დამთმობი პოლიტიკა ირანის მიმართ და
დაძაბულობა –საუდის არაბეთთან. ის ემსახურება ძირითადი სტრატეგიული მოკავშირის,
აშშ-ის, სამხედრო და დიპლომატიური ინტერესებს. შედეგად, ის ხშირად თამაშობს შუამავლის როლს და აქვს დიპლომატიური ბერკეტები
ირანთან. ომანის ნავთობკომპანია (OOC) დაარსდა 1980 წლის ბოლოს, ნავთობის საგარეო
საქმიანობაზე პასუხისმგებელია მთავრობა.
დირექტორთა საბჭო შედგება ყოფილი მაღალჩინოსნებისა და კერძო მრჩევლებისაგან
.


კატარი


კატარის
სტრატეგიული კურსი მერყეობს აშშ–სა და საუდის არაბეთსა და ირანის ინტერესებს შორის,
რათა მოირგოს დამოუკიდებელი როლი რეგიონში. ის ემხრობა ძირითადად ირანს, ვიდრე
საუდის არაბეთს და აქვს ძირითადი ამერიკული სამხედრო ბაზა, რათა შეაჩეროს ირანის
ზეწოლა.


იემენი


იემენი
არის გაყოფილი სახელმწიფო, რომლში არსებული რეჟიმის ჩამოყალიბებაზე დიდი როლი ითამაშა
შიდასახელმწიფოებრივმა დაპირისპირებებმა და საფრთხეებმა. ირანის და აშშ ერთმანეთს ადანაშაულებენ იემენის
შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში ჩარევაში. იემენი არის მსოფლიოში 32-ე ყველაზე
დიდი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანა ასევე მსოფლიოში
მე -16 ყველაზე დიდი თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტიორი.





დასკვნა


საბოლოოდ
შეიძლება ითქვას, რომ სპარსეთის ყურე სავარაუდოდ მომავალშიც იქნება არასტაბილური
რეგიონი, რაც გამოწვეულია ირანისა და აშშ-ის დაპირისპირებითა და შეჯიბრებით.
ამასთანავე, ნიშანდობლივია რეგიონში ირანის ძალაუფლებისა და გავლენის ზრდა, რაც
ერთის მხრივ უკავშირდება ყურის გარეთ არსებულ შიიტურ ქვეყნებთან პირდაპირ კავშირს
და მეორეს მხრივ, ჰორმუზის სრუტეზე დომინანტობას. ენერგეტიკული ეკონომიკაც, როგორც
ჩანს, უფრო აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს, რადგან დღესდღეობით ჩინეთი და ინდოეთი
გახდნენ სპარსეთის ყურის ნავთობპროდუქტების უდიდესი მომხმარებლები, მაშინ, როდესაც
აშშ და ევროპის ქვეყნების უმეტესობა აფრიკის სახელმწიფოებზე აკეთებს აქცენტს და ამ
რეგიონის არასტაბილურობის გამო, მხოლოდ 10%-ს მოიხმარს. ეს ყოველივე კი იმაზე
მიანიშნებს, რომ სპარსეთის ყურეში ისლამური სახელმწიფოების გაძლიერებამ შესაძლოა
აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების შეჯახება გამოიწვიოს. ეს მეტად სახიფათო
ხასიათს ატარებს, რადგან ახალი ჰეგემონების გამოჩენა მსოფლიოში არსებულ წესრიგს
დაარღვევს და ამან შეიძლება ახალ კონფლიქტამდეც კი მიგვიყვანოს














ბიბლიოგრაფია:


Energy Information and Administration. Persian Gulf Oil & Gas Exports Fact Sheet.
Via Macron. com. Link: http://www.marcon.com/marcon2c.cfm?SectionListsID=93&PageID=771Gamawa, Yusuf Ibrahim. 2012.Energy
diplomacy in the Persian Gulf Region.
Turkey: Yildirim Beyazit University Institute of International Studies. Link: https://www.academia.edu/3089016/ENERGY_DIPLOMACY_IN_THE_PERSIAN_GULF_REGIONWikipedia.Cooperation Counci for the Arab States of
the Gulf. Link: http://en.wikipedia.org/wiki/Cooperation_Council_for_the_Arab_States_of_the_GulfWikipedia.
OPEC. Link: http://en.wikipedia.org/wiki/OPECWikipedia.
Saudi Arabia.link: http://en.wikipedia.org/wiki/Saudi_Arabiaჟვანია, ლიკა. 2013. ოპეკი
- მსოფლიოს მთავარი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყნები. http://intermedia.ge



[1] Energy
Information and Administration. Persian Gulf Oil &
Gas Exports Fact Sheet. Via Macron. com. Link: http://www.marcon.com/marcon2c.cfm?SectionListsID=93&PageID=771, last accessed 26.11.2014



[2]Yusuf
Ibrahim Gamawa. 2012.Energy diplomacy in
the Persian Gulf Region. Turkey: Yildirim Beyazit University Institute of
International Studies. Link: https://www.academia.edu/3089016/ENERGY_DIPLOMACY_IN_THE_PERSIAN_GULF_REGION, last
accessed 26.11.2014


[3] Wikipedia.Cooperation Counci for the Arab States of
the Gulf. Link: http://en.wikipedia.org/wiki/Cooperation_Council_for_the_Arab_States_of_the_Gulf, last
accessed 26.11.2014



[4] Wikipedia. OPEC. Link: http://en.wikipedia.org/wiki/OPEC, last
accessed 26.11.2014


[5]ლიკა
ჟვანია. 2013. ოპეკი - მსოფლიოს მთავარი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყნები.
http://intermedia.ge,
ბოლო ნახვა 26.11.2014


[6]Wikipedia. Saudi Arabia.link: http://en.wikipedia.org/wiki/Saudi_Arabia, last accessed 26.11.2014






0
321
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ხიზანაშვილი
მარიამ ხიზანაშვილი
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0