x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134574
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამაზე ძალადობის გახშირებული ფაქტები
და შემთხვევები მიუთითებენ. ძალადობა ოჯახში ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის
მიმართ განმეორებად ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ემოციურ ზეწოლას. მსოფლიო სტატისტიკური
მონაცემებით ოჯახში ძალადობის ყველაზე გახშირებული ფორმა ცოლის ფიზიკური შეურაცხყოფაა.
ამ სტატისტიკას არც საქართველო ჩამორჩება. ბოლო სამი თვის განმავლობაში ოჯახში მომხდარი
მკვლელობის 16 ფაქტი დაფიქსირდა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით,
მამაკაცების მხრიდან ქალის კვლა სერიოზული პრობლემაა და სახელმწიფომ ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ მუშაობა უნდა გაააქტიუროს.


2006 წელს საქართველოს პარლამენტმა
მიიღო კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“, რომლითაც მოძალადეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება.
ამ პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, კერძოდ კი საპატრულო პოლიცია, რომელსაც
მოძალადის მიმართ შემაკავებელი და შემაჩერებელი ორდენის გამოწერა ევალება. თუმცა რამდენად
მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და რამდენად აქტიურად ახორციელებს მოძალადეების
მიმართ საკუთარ ვალდებულებებს საპატრულო პოლიცია ეს საკითხავია.

სახალხო დამცველი
უჩა ნანუაშვილი გმობს გახშირებულ ძალადობის ფაქტებს და სამართალდამცავებს მეტი გააქტიურებისკენ
მოუწოდებს. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველანაირი ძალისხმევა იქნეს გამოყენებული
ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, შესაძლო მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის.
ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ოჯახების ტრაგედია, ესაა მთელი საზოგადოების ტკივილი
და პრობლემა, რომელთან გამკლავება ვერ შევძელით. ვერშევძელით დაგვეცვა ქალების სიცოცხლე
და ჯანმრთელობა ლამბალოში, დვაბზუში, თბილისში, ზესტაფონში, ქობულეთში და კიდევ ბევრ
ადგილას“ - განაცხადა ნანუაშვილმა.


აღსანიშნავია,
რომ 17 ოქტომბრის მკვლელობის შემდეგ პარლამენტმა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. აღნიშნული
კანონპროეტის თანახმად, მოძალადის წინააღმდეგ სანქციები მკაცრდება. მსხვერპლს უფლებამოსილება
ენიჭება ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კონპენსაცია მიიღოს.
ცვლილებების თანახმად, ძალადობის მსხვერპლთათვის მოეწყობა თავშესაფრების კრიზისული
ცენტრები (ასეთი თავშესაფარი უკვე რამდენიმე არსებობს), შეიქმნება სარეაბილიტაციო პროგრამები,
უფლებამოსილება ექნებათ ისარგებლონ უფასო სამართლებრივი კონსულტაციით და ასევე პირველადი
და გადაუდებელი ფსიქოლოგიური და სამედიცინო მომახურებით.


სახელმწიფოს გააქტიურება
და ჩართულობა ამ საკითხის მიმართ მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ ოჯახში ძალადობა მასშტაბურ
ხასიათს იძენს და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ძალადობის შემთხვევები ფიქსირდება.
საჭიროა შემთხვევების შესწავლა და იმ მიზეზების დადგენა, რაც ამ გახშირებულ მკვლელობებს
იწვევს. სახელმწიფოს ვალია დაიცვას და იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე.

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მურაჩაშვილი
მარიამ მურაჩაშვილი
10