x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
თეთრსაყელოიანთა დანაშაული

imageმე-XX საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული დღემდე, გლობალიზაცია ერების სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში იჭრება.ჩნდება წინააღმდეგობრივი პროცესები, რომელთა გადალახვა არც ერთ სახელმწიფოს ძალუძს. ვითარდება დანაშაულობათა ახალი ფორმები, დანაშაული იძენს გლობალურ, საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ ხასიათს.განსაკუთრებით
ყურადღების ღირსია ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი საინტერესო ფორმა, რომელსაც „თეთრსაყელოიანთა
დანაშაული“ ეწოდება. „თეთრსაყელოიანთა დანაშაული“ განიხილება, როგორც ბიზნესის ფორმა შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო დონეზე.
რას გულისხმობს თეთრსაყელოიანთა დანაშაული? ტერმინი შემოიტანა ედვინდ სატერლენდმა, რომელმაც შექმნა თეთრსაყელოიანთა დანაშაულის თეორია და აჩვენა, რომ დანაშაულს შეიძლება ჩადიოდეს არა მარტო ერთი ინდივიდი, არამედ ბიზნესმენთა ჯგუფები, ორგანიზაციები, კორპორაციები, ტრესტები. თეთრსაყელოიანებში მოიაზრებიან უმაღლესი სოციალურ-ეკონომიკური კლასის წარმომადგენლები, რომლებიც კანონს არღვევენ საქმიანი ატივობის პროცესში.
მიუხედავად თავისი ლატენტური ხასიათისა, თეთრსაყელოიანთა დანაშაული სოციალურად არანაკლებ მავნეა იმ დანაშაულობებთან შედარებით, რომელთაც რიგითი დამნაშავეები ჩადიან, მიუხედავად ამისა, თეთრსაყელოიანთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე საზოგადოება განსხვავებულად რეაგირებს.
შეგვიძლია გამოვყოთ თეთრსაყელოიანთა დანაშაულობის დამახასიათებელი ნიშნები:
დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელება ეკონომიკური სარგებლის მიღების
მიზნით; კავშირი ორგანიზაციათა გარკვეულ ფორმებთან;პროფესიული ან თანამდებობრივი საქმიანობის გამოყენება;მოცემული დანაშაულობის სუბიექტების მაღალი სოციალური მდგომარეობა.
მიუხედავად იმისა, რომ თეთრსაყელოიანები სხვა დამნაშავეების მსგავსად არღვევენ კანონს, საზოგადოება და კანონდამცველები ყველანაირად ცდილობენ გამოაცალკევონ ისინი დამნაშავეთა კატეგორიიდან, ეს ფაქტი კი იმით აიხსნება, რომ თეთრსაყელოიანები საზოგადოების პატივისცემისა და აღფრთოვანების საგანია, ხალხს მათ მიმართ ყოველთვის მოწიწების გრძნობა ამოძრავებს, ისინი საზოგადოების
კერპებია, საზოგადოება კი ყოველთვის ერიდება საკუთარი კერპების მსხვრევას, გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მასმედია თეთრსაყელოიანთა ხელშია.
თეთრსაყელოიანთა დანაშაული პრობლემაა მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც.დაწყებული საბჭოთა კავშირის პერიოდიდან გაგრძელებული დღემდე, მაღალ ეშელონებში მყოფი პირები მუდმივად ჩადიან დანაშაულს, რადგან როგორც წესი, კარიერულ წინსვლასთან ერთად, ადამიანს უჩნდება მეტი ამბიცია,
შესაბამისად, თეთრსაყელოიანები ცდილობენ ან კანონი მოარგონ საკუთარ სურვილებს და ამით გაამართლონ უკანონო ქმედებები, ან დამალონ თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებები და ეს მოახერხონ საკუთარი გავლენიანობის წყალობით.
ამ პრობლემას პირველად გაერომ მიაქცია ყურადღება 1975 წლის ჟენევის კონგრესზე, სადაც აღიარებულ იქნა, რომ რომ დანაშაულობა საერთაშორისო ბიზნესის ფორმით უფრო საერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე დანაშაულებრივი ქმედებების ტრადიციული ფორმები.
თეთრსაყელოიანთა დანაშაულის მიზეზები ისევ და ისევ ქვეყნის შიგნით უნდა ვეძიოთ, საჭიროა ვაღიაროთ, რომ სუსტი ეკონომიკა და სუსტი კანონი-ეს ის ორი ფაქტორია, რომელიც მოცემული დანაშაულობის ხელშემწყობად შეიძლება მოგვევლინოს, შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს „სამართლიანი“ სამართალი და მყარი, თავისუფალი, მაგრამ კონტროლირებადი ეკონომიკა, ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივ კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და
სტაბილურობას.

0
312
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ იაკობიშვილი
მარიამ იაკობიშვილი
312