x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
პლაგიატი მუსიკაში-ყველაზე გახმაურებული შემთხვევები
image

პლაგიატი მუსიკაში წარმოადგენს სხვისი მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებას ან მიბაძვას და წარდგენილია როგორც საკუთარი, ორიგინალური ნაწარმოები.


გამოიყოფა 2 ტიპის პლაგიატი:პირველი-მუსიკალური იდეის მოპარვა-მელოდია, მოტივი და მეორე ფრაგმენტული ანუ სხვისი ჩანაწერის და იდეის ჩასმა საკუთარ ნაწარმოებში ავტორის მითითებისა და თანხმობის გარეშე.


მუსიკალურ სამყაროში არსებობს უამრავი პლაგიატის მაგალითები, ქვემოთ შევეცდებით წარმოგიდგენთ ყველაზე გახმაურებულ და სკანდალურ პლაგიატის შემთხვევები.



1)-1963 წელს ჯგუფმა The Beach Boys-მა გამოუშვა სიმღერა " Surfin USA", რომელიც მოპარული იყო ჩაკ ბერის 1958 წლის სიმღერიდან-Sweet Little Sixteen.საბოლოოდ ბერის თანავტორობასთან ერთად დაენიშნა ჰონორარი სიმღერიდან.


2)-ჩაკ ბერი კიდევ ერთხელ გაქურდეს, ამჯერად ჯგუფმა "ბიტლზმა", You Can't Catch Me" გადამღერებული იქნა 1969 წელს "Come Together"-ში.(მოგვიანებით ეს სიმღერა მაიკლ ჯექსონმა შეიძინა და შეასრულა კიდეც.) საბოლოოდ ჯონ ლენონი დაჯარიმებული იქნა სასამართლოს მიერ.

3)-კიდევ ერთმა ექს-ბიტლზს, ჯორჯ ჰარისონს მოუწია სასამართლოში სირბილი და ჯარიმის გადახდა სიმღერისთვის "My Sweet Lord"(1970), რომელიც ჩიფონს მოპარა-He's So Fine(1963).

4)-1971 წელს ჯონი კეშმა 75 000$ გადაუხადა კომპოზიტორ გორდონ ჯენინგს სიმღერა Crescent City Blues(1953)-ის მოპარვისათვის, მან 1968 წელს გადაამღერა სიმღერაში-Folsom Prison Blues.

5)-ჯგუფი "Led zeppelin"-ი ნამდვილი რეკორდსმენია სიმღერების და მელოდიების მოპარვაში, მათი შემოქმედების თითქმის ნახევარი 30-50 წლების ამერიკელი ბლუზმენების შემოქმედებიდანაა აღებული.ჯგუფმა რამდენჯერმე გადაიხადა ჯარიმები ავტორების ვილი დიქსონის, ვოლფ ჰოლვინის, რიჩი ვალენსას და სხვათა სასარგებლოდ.

6)-1985 წელს ჰუი ლევისმა სასამართლოში უჩივლა რეი პარკერ ჯუნიორს იმისთვის რომ ამ უკანასკნელმა მოიპარა მისი მელოდია "I Want A New Drug"(1983)-და"Ghostbusters"-ში გამოიყენა(საუნდტრეკი ამავე სახელწოდების ფილმიდან).

7)-ჯგუფ ZZ Top-ს 600 000$ გადახდა მოუწია საკუთარი ხმის ინჟინრისათვის, რომელიც ავტორი გახლდათ სიმღერისა "Thush", სასამართლო 5 წელი გრძელდებოდა.

8)-2005 წლის 18 ნოემბერს სასამართლომ დაადგინა, რომ ბელგიელი კომპოზიტორის სალვადორე ასქუავივას სიმღერა Ma Vie fout Le Camp-ი მოიპარა მადონამ და გამოიყენა 1998 სინგლში-Frozen.-ჯარიმა 125 000 Э.

9)-2006 წელს ლი ჰიურიმ უჩივლა ბრიტნი სპირსს სიმღერის მოპარვისათვის, საუბარია ''Get Ya"-ს და "Do Somethin''-ის თანხვედრაზე.

10)-70 -იანი წლების პოპ- ჯგუფმა "რუბინოსმა" ავრილ ლავინს მოუგო სასამართლო სიმღერისთვის "Girlfriend", რომელიც აღებულია მათი "I Wanna Be Your Boyfriend"-იდან. ჯარიმის თანხა გასაიდუმლოებულია.

11) ამერიკელმა დისკ-ჟოკეიმ ტინ ტოლივერმა 1.2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ჯგუფ "The Black Eyed Peas" -ისგან, რომელსაც მოპარეს სიმღერა და ამ უკანასკნელმა გამოიყენა "My Humps"-ში.


12) შაკირას ცნობილი ჰიტი ""Loca" 2014 წელს ნიუ-იორკის სასამართლომ აღიარა პლაგიატად.იგი მოპარულია დომინიკანელი მომღერალ რამონა არიას ვერკასისგან "Loca con su Tiguere".რომელიც 90-იანი წლების დასასრულს შეიქმნა.კომპანია Sony-ს და შაკირას მსხვილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.


0
237
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0