x
image
K.P.
მიშა მესხის ვარდებიანი ფეხსაცმელი სპეციალურად ოსკარის დაჯილდოვებისთვის როგორ წარსდგებიან მიშა მესხი და ია სუხიტაშვილი წითელ ხალიჩაზე?
image
ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინანტებს შორისაა. ფილმი ესტონეთის სახელითაა წარდგენილი. "მანდარინები" 2013 წელსაა გადაღებული, მოქმედება კი 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის ომის დროს ვითარდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ "მანდარინების" შემოქმედებით ჯგუფს 7 დღის მანძილზე 420 დოლარი გამოუყო ხარჯების დასაფარად. ახალი სკანდალიც აგორდა, მსახიობები მთავრობის მაღალჩინოსნებს მოუწოდებენ ძვირადღირებული სამოსი რამდენიმე დღით მაინც ათხოვონ. image

ოსკარის 87-ე ცერემონიალს დაესწრება და მეუღლეს, მიშა მესხს უგულშემატკივრებს ია სუხიტაშვილიც. წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდება. ისინი ქართველი დიზაინერების სამოსით წარსდგებიან. მიშა მესხის ვარდებიანი ფეხსაცმელი, რომელიც დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის, დღის სკანდალად იქცა. image

რაც შეეხება ია სუხიტაშვილს ის მეუღლეს გვერდს თეთრი კაბით დაუმშვენებს, რომელიც სპეციალურად მისთვის და სრულიად უანგაროდ, დიზაინერმა ალექსანდრე ახალკაცმა შეკერა. "ამ კაბის დიზაინერი ალექსანდრე ახალკაცია, თავიდან, როდესაც ესკიზი ვნახე ძალიან მომეწონა, დასრულეული ვერსიაც ძალიან ლამაზია, თან თეთრი ჩემი საყვარელი ფერია და ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა "მატერიას" და მათ გუნდს"-აცხადებს ია სუხიტაშვილი.

მსახიობები იმედოვნებენ, რომ გაუმართლებთ და საქართველოში ოსკარით დაბრუნდებიან. კინომცოდნეები კი გამარჯვებას რუსეთის სახელით წარდგენილ ფილმს "ლევიათანს" უწინასწარმეტყველებენ, რომელმაც უკვე მოიპოვა გამარჯვება "ოქროს გლობუსის" დაჯილდოვების ცერემონიალზე.


ჩვენ კი წარმატებებს ვუსურვებთ "მანდარინებს", ზაზა ურუშაძეს და ქართველ მსახიობებს.

image



0
1368
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0