x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ქართველი ირინა შეიკი (+პირადი ფოტოები ინსტაგრამიდან)
image
ულამაზესი ქართველი გოგონა, მიმი შელია, იგივე მირანდა შელია, ქართული ინტერნეტსივრცის ვარსკვლავია.

იგი გარეგნულად ძალიან გავს ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს ყოფილ შეყვარებულს, სუპერმოდელ ირინა შეიკს და მას ხშირად ქართველ ირინა შეიკადაც მოიხსენიებენ. მისგანაც კარგი მოდელი დადგებოდა, რადგამ მას ყველანაირი მონაცემები აქვს ამისთვის, თუმცა მიმის არასოდეს უფიქრია მოდელობაზე.

მიმი შელია დაიბადა და გაიზარდა მოსკოვში, დედისერთაა. თავის სილამაზეს იგი მამის დედას უნდა უმადლოდეს, რადგან გარეგნულად ძალიან გავს ბებიას.

მისი მეუღლე ქართველი ფეხბურთელი, 21 წლის გიორგი ჭანტურიაა. წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო და თავისი სიყვარული 2013 წლის 16 ივნისს, ზაფხულში დააკანონა. ულამაზესმა წყვილმა ჯვარი თბილისში, სამების ტაძარში დაიწერა.


მიმი შელიას ძალიან უყვარს საქართველო და ხშირადაც სტუმრობს თბილისს. მას ბევრი მეგობარი და ნათესავი ყავს საქართველოში.

მიმი შელია 7 წლის განმავლობაში დადიოდა ბალეტზე, მოსკოვის ერთ-ერთ საბალეტო სტუდიაში. დამთავრებული აქვს რუსეთის მართლმსაჯულების აკადემია, სადაც იგი იურისტის პროფესიას დაეუფლა.

მირანდა და რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, ძალიან ახლო მეგობრები არიან. გარდა ამისა იგი სხვა ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც კარგად იცნობს და ახლო ურთიერთობა აქვს მათთან.


მიმი შელიას საკუთარ გარეგნობაში ცოტა კორექციები აქვს შეტანილი (გაკეთებული აქვს ცხვირის პლასტიკური ოპერაცია და დაბერილი აქვს ტუჩები).

არაქართული გარეგნობის ქართველი გოგონა დიდი გემოვნებითაც გამოირჩევა.

იგი მართლაც რომ ძალიან გავს ირინა შეიკს. მათ ერთად ფოტოებიც კი აქვთ გადაღებული.

გთავაზობთ მიმი შელიას პირად ფოტოებს სოციალურ ქსელ ინსტაგრამის პირადი გვერდიდან:

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
imageimageimageimageimageimage

0
753
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
753
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0