x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
„ის მაღალი, გამხდარი, ქერათმიანი და ცისფერთვალებაა. მე კი - დაბალი, შავი და ჭარბ წონასთან მებრძოლი“

imageოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილი მმართველი, რეჟისორი დავით საყვარელიძე დეპუტატ სეხნიასთან გაგზავნილ შეტყობინებებს იღებს.
როგორც იგი „ფეისბუქში“ წერს, უკრაინაში წარმატებებს უსურვებენ და საქართველოს ყოფილ და უკრაინის მოქმედ პრეზიდენტთან რაღაცებს აბარებენ. „ალბათ იცნობთ დეპუტატ დავით საყვარელიძეს, რომელიც უკრაინაში დაინიშნა მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ჰოდა სტანდარტულად, სახელის და გვარის დამთხვევის გამო ერთმანეთში ვერევით. უამრავი წერილი მომდის ინბოქსში - მისურვებენ უკრაინაში დიდ წარმატებებს, ზოგი მიშასთან მაბარებს რაღაცას, ზოგი პოროშენკოსთან, ზოგიც ფილარეტთან, ბევრი სამსახურს მთხოვს უკრაინაში. მოკლედ ასეთ ამბებში ვარ. ხალხნო ფოტოებს მაინც დააკვირდით! ის მაღალი, გამხდარი, ქერათმიანი და ცისფერთვალებაა. მე კი - დაბალი, შავგვრემანი და ჭარბ წონასთან მებრძოლი. PS რამდენიმე წლის წინ დამირეკეს და მიყვიროდნენ: გამოუშვი ცოტნე გამსახურდიაო! მე დავპირდი: კი აუცილებლად მეთქი. რა მექნა მაგრად ყვიროდნენ. დავით საყვარელიძე ჩემი მეგობარია და გულით ვუსურვებ წარმატებას“, - წერს საყვარელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

0
124
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0