x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
კარენ ჰორნი
imageკარენ ჰორნი დაიბადა 1885 წლის 16 სექტემბერს გერმანიაში, ჰამბურგთან ახლოს. მამამისი, ბერნდტ ვაკელზ დენიელსენი (Berndt Wackels Danielsen) (1836-1910), იყო ტრადიციული, კონსერვატიული აზროვნების მქონე ღრმადმორწმუნე გემის კაპიტანი (მისმა შვილებმა მას ზედმეტსახელად "the Bible-thrower" უწოდეს). დედამისი, კლოტილდა მარი ვან რონზელენი (Lothilde Marie van Ronzelen) (1853-1911) მეუღლეზე 18 წლით უმცროსი იყო და მისგან განსხვავდებოდა გონებაგახსნილობითა და ლიბერალური აზროვნებით. კარენი მისი მშობლების მეორე ბავშვი იყო, მამამისის პირველი ქორწინებიდან მას 4 ნახევარ და-ძმა ყავდა. მისი ახალგაზრდობის დღიურებიდან ჩანს, რომ მამამისი იყო მკაცრად დისციპლინირებული ფიგურა, რომელიც მეტად მფარველობდა და უპირატესობას ანიჭებდა ბერნდტს, კარენის უფროს ძმას. მიუხედავად იმისა, რომ მამას კარენისთვის ხშირად მოჰქონდა სხვადასხვა საჩუქრები და საინტერესო მოგზაურობებშიც დაყავდა, იგი მას ზედმეტად მკაცრად მიიჩნევდა და საკუთარს თავს მისგან იგნორირებულად აღიქვამდა. ყოველივე ამან განაპირობა კარენის დედასთან სიახლოვე.


საშუალო განათლება ჰორნიმ მიიღო სასულიერო სკოლაში, მაგრამ რელიგიურმა განათლებამ მას მორჩილებისა და ღრმადმორწმუნეობის ნაცვლად რელიგიისგან განრიდება და ათეიზმისკენ გადახრა გამოიწვია. მამასთან ურთიერთობები, ვინც მეტ დროს უთმობდა ბერნდტს, აფერმკრთალებდა მის ბავშვობას და 9 წლისთვის მას ჩამოუყალიბდა თავისებური შეხედულებები ცხოვრებაზე და ამბიციებზე. 12 წლის ასაკში კარენი ჩამოყალიბდა თავის მისწრაფებებში და გადაწყვიტა, რომ მისი ცხოვრება მედიცინისთვის მიეძღვნა. იგი თვლიდა, რომ არ იყო საკმარისად ლამაზი და გარეგნობით ვერ მიაღწევდა წარმატებას (თუმცა გარშემომყოფები მას საკმაოდ მიმზიდველად მიიჩნევდნენ), ამიტომაც გადაწყვიტა, რომ მთელი ძალები მიემართა ინტელექტუალური განვითარებისკენ. ბავშვობის წლებში მას განუვითარდა უცნაური გატაცება მისი ძმის მიმართ, მაგრამ ბერნდტი ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა მის ყოველგვარ გამოხტომებს ამ კუთხით და დისტანციას იჭერდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პატარა კარენი ჩავარდა დეპრესიაში - ეს იყო მთელი მისი ცხოვრების თანმხლები სულიერი დაავადება.





განათლება და ახალგაზრდობა


ფრეიბურგის უნივერსიტეტი1904 წელს დედამისმა მიატოვა მამამისი და ბავშვებიც თან წაიყვანა, თუმცა ისინი ოფიციალურად არ განქორწინებულან. 1906 წელს კარენი ჩაირიცხა ფრეიბურგის უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე, რაც იმ დროისთვის საკმაოდ უჩვეულო ფაქტს წარმოადგენდა, რადგან ქალებისგეთინგენის უნივერსიტეტითვის სამედიცინო განათლების მიღება ხელმისაწვდომი არც ისე დიდი ხნის წინ გახდა. მამა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა შვილის ცხოვრებისეულ მისწრაფებებს, ხოლო დედა კი ყველანაირად ხელს უწყობდა. მოგვიანებით ჰორნი გადავიდა გეთინგენის უნივებერლინის უნივერსიტეტირსიტეტში და სწავლის დამთავრებამდე, 1913 წელს მან კვლავ შეიცვალა სასწავლებელი, ამჯერად ის ბერლინის უნივერსიტეტში გადავიდა. იმ დროისთვის სათანადო სამედიცინო ცოდნის მისაღებად რამდენიმე უნივერსიტეტში დასწრება ჩვეული ფაქტი იყო.





ოსკარ ჰორნისტუდენტობის პერიოდში მან გაიცნო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ოსკარ ჰორნი, ვისზეც კარენი 1909 წელს დაქორწინდა. მათ სულ სამი ქალიშვილი ეყოლათ (ბრიჯეტი, მარიანა და რენატა). 1911 წელს მას დედა გარდაეცვალა, რამაც ძალიან იმოქმედა კარენზე. 1915 წელს კარენ ჰორნიმ მიიღო სამედიცინო ხარისხი ბერლინის უნივერსიტეტში. 1919 წლიდან იგი იწყებს საკუთარ ანალიტიკურ პრაქტიკას. ამ პერიოდში ჰორნი გადიოდა პირად ფსიქოანალიზს ჰანს საქსასთან, ვინც ფროიდის იდეების მიმდევარი იყო. მისი ქმარი ქალიშვილების მიმართ კარენის მამის მსგავსად მკაცრი აღმოჩნდა. თუმცა თავიდან კარენი ეთანხმებოდა აღზრდის ამგვარ მეთოდებს, მაგრამ მოგვიანებით, 1920-იან წლებში მისი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შეიცვალა.



კარიერა და შრომები

1920 წელს ჰორნი ხდება ბერლინის ფსიქოანალიტიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი ფუძემდებელი. კარლ აბრაჰამი, ფროიდის ერთ-ერთი მიმდევარი ჰორნის აერიხ ფრომიხასიათებს, როგორც ძალიან ნიჭიერ ანალიტიკოსს და ფსიქოანალიზის მასწავლებელს. ამ დროს მისი ურთიერთობა მეუღლესთან იძაბება - მისი ქმრის, ოსკარის, კანტორა კოტრდება, მათი ურთიერთობა უარესდება ოსკარის დაავადების და სამსახურეობრივი პრობლემების გამო, რის შედეგადაც იგი გაბოროტდა და თავის თავში ჩაიკეტა. 1923 წელს ფილტვების დაავადების შედეგად გარდაიცვალა ჰორნის ძმა. ყოველივე ზემოთ თქმულმა იმოქმედა კარენის სულიერ მდგომარეობაზე. იგი მეორედ ჩავარდა დეპრესიაში და შვებულების დროს თავის მოკვლა სცადა ზღვაში დახრჩობით. 1926 წელს ქალიშვილებთან ერთად მან მიატოვა მეუღლე. 4 წლის შემდეგ, 1932 წელს ისინი გადასახლდნენ ამერიკაში და დასახლდნენ ბრუკლინში. იმ დროს ბრუკლინში ძალიან ბევრი ინტელექტუალი ცხოვრობდა, ძირითადად კი ევროპიდან, განსაკუთრებით გერმანიიდან ემიგრირებული ლტოლვილი ებრაელები. ამ პერიოდში კარენი დაუმეგობრდა ისეთ აკადემიკოსებს, როგორებიც არიან ერიხ ფრომი და ჰარი სალივანი. მას ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა ერიხ ფრომთან, რომელიც კრახით დასრულდა.

ჰორნიმ სწრაფად დაიწყო თვითდამკვიდრება. ამერიკაში მისი პირველი კარიერული პოზიცია იყო - ჩიკimageაგოს ფსიქოანალიტიკური ინსტიტუტის ასოცირებული დირექტორი (the Associate Director of the Chicago Institute for Psychoanalysis). ბრუკლინში ცხოვრების დროს, ფსიქოანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილების შედეგად, კარენმა განავითარა და გააუმჯობესა, დახვეწა ნევროზისა და პიროვნების თეორიები. 1937 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი „The Neurotic Personality of Our Time“, რომელიც მოკლე პერიოდი ძალიან პოპულარული გახდა. 1941 წლისთვის ჰორნი უკვე ამერიკული ფსიქოანალიტიკური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი იყო. ჰორნის განდგომამ ფროიდის კლასიკური ფსიქოანალიზის თეორიისგან გამოიწვია მისი ამ პოსტის დატოვება და მან მუშაობა დაიწყო ნიუ იორკის სამედიცინო კოლეჯში. მან აგრეთვე დააარსა ჟურნალი „American Journal of Psychoanalysis“. ის ასწავლიდა ნიუ იორკის სამედიცინო კოლეჯში და აგრძელებდა პრაქტიკას ფსიქოანალიზში ცხოვრების ბოლომდე.




ნევროზის თეორია

ზოგადად, ყველაფერი, რაც კი არღვევს ბავშვის უსაფრთხოებას მშობლებთან ურთიერთობისას, შფოთვის წყაროდ იქცევა. შფოთვიან, უსაფრთხოების განცდის არმქონე ბავშვს იზოლაციისა და დაუცველობის გრძნობის სამართავად მრავალფეროვანი სტრატეგიები უმუშავდება. ის შეიძლება გახდეს მტრულად განწყობილი, რათა გაუსწორდეს მათ, ვინც მას ცუდად ეპყრობოდა; ან გახდეს ძალიან დამჯერი, რათა დაიბრუნოს სიყვარული რომლის დანაკლისსაც ის განიცდის. შეიძლება ბავშვს განუვითარდეს არარეალისტურ-იდეალიზებული თვით-ხატი არასრულფასოვნების გრძნობის კომპენსირებისთვის. ან მას საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდეს, რათა ამ ფორმით მოიპოვოს თანაგრძნობა. შესაძლებელია ამ სტრატეგიებიდან რომელიმე მათგანზე მოხდეს ფიქსაცია. პიროვნების დინამიკაში კონკრეტულმა სტრატეგიამ შეიძლება ლტოლვის ან მოთხოვნილების ხასიათი მიიღოს. ჰორნი მათ ნევროტულ მოთხოვნილებებს უწოდებს, რადგან ისინი ირაციონალურ ნიადაგზე აღმოცენდება.

ჰორნიმ თავისი ფსიქოანალიტიკური გამოცდილების შედეგად ჩამოაყალიბა ნევროტული მოთხოვნილებების 10 პატერნი, რომლებიც დაფუძნებულია იმაზე, რასაც, მისი აზრით, ყველა ადამიანი საჭიროებს წარმატებისთვის. თუმცა ყოველი ნევროტიკი მისი პიროვნებისთვის სპეციფიკურ ამა თუ იმ ტენდენციას ავლენს, პრობლემა იმაშია, რომ საბაზისო შფოთვის დაძლევის ამ სამ ტენდენციას შორის გარდაუვალი კონფლიქტია. ჰორნის თანახმად, ჯანმრთელ ადამიანს ძალუძს ამ სამ ორიენტაციას შორის კონფლიქტის დაძლევა მათი ინტეგრირების გზით, რადგან ისინი ურთიერთგამომრიცხავნი არ არიან. ნევროტიკი კი უფრო ძლიერი საბაზო შფოთვის გამო იძულებულია მიმართოს ირაციონალურ, არაბუნებრივ ხერხებს: 1. ის აცნობიერებს მხოლოდ ერთ-ერთ ტენდენციას და უარყოფს ან განდევნის დანარჩენს; ან 2. ქმნის მე-ს იდეალიზირებულ ხატს, რომელშიც წინააღმდეგობრივი ტენდენციები გამქრალია, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. იდეალიზირებული მე-ს არაჯანსაღ შედეგებად ჰორნის მიაჩნდა, მაგალითად, დიდების მოპოვების სურვილი, ავადმყოფური დამოკიდებულება სხვებზე, თვითდაკნინება. კონფლიქტის დაძლევის კიდევ ერთი ნევროტული ხერხია 3. შინაგანი კონფლიქტების ექსტერნალიზაცია. შედეგად, ადამიანი ამბობს: „მე კი არ მსურს სხვების ექსპლუატაცია, არამედ სხვებს უნდათ გამიწიონ ექსპლუატაცია.“ ამგვარი ხერხი წარმოშობს კონფლიქტს ადამიანსა და გარე სამყაროს შორის.

მოძრაობა რაღაცისკენ: ადამიანი ცდილობს დაძლიოს შფოთვა აკვიატებული მისწრაფებით, რომ ადამიანებმა იგი მიიღონ, მოიწონონ, რათა მან თავი საჭირო ადამიანად იგრძნოს.


1. სიყვარულისა და მოწონების ნევროტული მოთხოვნილება.

2. პარტნიორი-მეურვის ყოლის ნევროტული მოთხოვნილება.


მოძრაობა რაღაცის წინააღმდეგ: ადამიანი გადაწყვეტს, რომ მის გარშემო ყველა მტერია და ცხოვრება სხვებთან ბრძოლაა. მთელი მისი ქცევა მიმართულია იმის დემონსტრირებაზე, რომ მას არავინ სჭირდება და იგი მედგარია.


3. ცხოვრების ვიწროდ შემოსაზღვრის ნევროტული მოთხოვნილება.

4. ძალის (ძალაუფლების) ნევროტული მოთხოვნილება.

5. სხვათა ექსპლუატირების ნევროტული მოთხოვნილება. გამოიყენოს ისინი და იყოს მათზეუკეთესი.

6. საკუთარი პიროვნული მნიშვნელობის აღიარების ნევროტული მოთხოვნილება.

7. აღფრთოვანების ობიექტად ყოფნის ნევროტული მოთხოვნილება.


მოძრაობა რაღაცისგან: ადამიანი რეალობას ზურგს აქცევს, იკეტება, ცდილობს
არ ჩაერთოს ემოციურ ურთიერთობებში.


8. პირადი მიღწევებისაკენ სწრაფვის ნევროტული მოთხოვნილება.

9. თვითკმარობისა და დამოუკიდებლობის ნევროტული მოთხოვნილება.

10. სრულყოფილების, უნაკლოების ნევროტული მოთხოვნილება.

ეს პატერნები ჰორნიმ 3 კატეგორიაში მოათავსა. პირველი ორი პატერნი მოთავსდა
„პირფერობის“ (compliance) კატეგორიაში, რომელიც გულისხმობს „ხალხისკენ მიმართულობას“. ბავშვები, რომლების მშობლებთან ურთიერთობისას ხშირად აწყდებიან პრობლემებს, ხშირად მიმართავენ ამ სტრატეგიას. მიტოვებისა და უმწეობის შიში იწვევს შფოთვას. ეს კატეგორია გამოხატავს მოწონებისა და სიყვარულისკენ მისწრაფებას, ბავშვები ეძებენ პარტნიორს, ვისაც მიენდობიან.

შემდეგი კატეგორიაა „აგრესია, თავდასხმა“ (Aggression), სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხალხის წინააღმდეგ მიმართვა. ამ კატეგორიაში მოთავსებული ნევროტული ბავშვები ან ზრდასრულები ხშირად გამოხატავენ სიბრაზესა და მტრობას მათ გარშემო მყოფებზე. ასეთი ადამიანები მუდმივად საჭიროებენ მათი ძალაუფლების, სხვებზე კონტროლის, ექსპლუატაციის დამტკიცებას. ისინი ისწრაფიან ყურადღების ცენტრში ყოფნისკენ. სურთ, იწვევდნენ აღტაცებას თავის წრეში. მხოლოდ თავიანთი სურვილების დაკმაყოფილებისკენ არიან მიმართული.

მესამე კატეგორიაა „განმარტოება“ (Detachment), ანუ, ხალხისგან გამოცალკევებულნი. ამ კატეგორიის ადამიანებს არ ადარდებთ მშობლების გულგრილობა და ფიქრობენ, რომ უნდა იყვნენ თვითმყოფადები. ისინი ირჩევენ დამოუკიდებლობისა და მარტოობის გზას. ისინი უარს ამბობენ სხვების მიმართ რაიმე გრძნობაზე, განსაკუთრებით, სიყვარულსა და სიძულვილზე.




ნარცისიზმი
image
ჰორნი ნარცისიზმს ფროიდისა და სხვა წამყვანი ფსიქოანალიტიკოსებისგან განსხვავებულად ხედავდა. ის მხარს არ უჭერდა „პირველად ნარცისიზმს“ (primary narcissism). ის ნარცისისტულ ხასიათს თვლიდა ტემპერამენტისა და გარემოს ადრეული ზემოქმედების შედეგად. მისი აზრით, ნარცისული მოთხოვნილებები და ტენდენციები არ შედის ადამიანთა მახასიათებლებში. ნარცისიზმი სინამდვილეში საკუთარ თავზე შეყვარებულობა კი არ არის, არამედ ესაა თვითგანდიდება და ზემაღალი თვითშეფასება,
რომლებიც საფრთხის შეგრძნებასთან დაკავშირებით ჩნდება.

ნარცისიზმი განსხვავდება ჰორნის სხვა დაცვის მექანიზმებისგან. თვითიდეალიზაცია არის კომპენსატორი მის თეორიებში, მაგრამ ის განსხვავდება ნარცისიზმისგან. ყველა დაცვის სტრატეგია გულისხმობს თვითიდეალიზაციას, მაგრამ ნარცისისტული გადაწყვეტილების შემთხევაში, როგორც წესი, შედეგი არის შემწყნარებლობა და არა აღკვეთა. ნარცისიზმის თვითპატივისცემა არ არის ძლიერი, რადგან ის არ ეფუძნება ჭეშმარიტ მიღწევებს.




ნეოფროიდიზმი

ჰორნიმ ადლერთან ერთად ჩამოაყალიბა ნეოფროიდული დისციპლინა. მაშინ, როდესაც ჰორნი ეთანხმებოდა და აღიარებდა ფროიდის შეხედულებებს, ის მაინც აკრიტიკებდა ზოგ მათგანს. მათ მსგავსად, ვინც ფროიდს დაუპირისპირდა, ჰორნიც თვლიდა, რომ სექსუალობა და აგრესია არ იყო ადამიანში წამყვანი დეტერმინანტი. აგრეთვე, ჰორნი აკრიტიკებდა ფროიდის ცნებას „პენისის შურის“ შესახებ. მისი აზრით, ფროიდი, უბრალოდ, შეცდა ქალების ეჭვიანობაზე კაცების გენეტიკურად ჩადებულ ძალაუფლებასთან დაკავშირებით. ჰორნი თვლიდა, რომ „პენისის შური“ შეიძლება აღმოცენებულიყო მხოლოდ ნერვულ ქალებთან, მაგრამ დადგენილია, რომ „საშვილოსნოს შურს“ ადგილი აქვს მამაკაცებში, მათ შურთ, რომ ქალს ბავშვის გაჩენა შეუძლიათ. მამაკაცის წარმატების ხარისხი შეიძლება, დამოკიდებული იყოს იმაზე, რომ მათ არ შეუძლიათ ბავშვის ყოლა. მამაკაცებს შურთ ისიც, რომ ქალი ადგილს იმკვიდრებს საზოგადოებაში უბრალოდ არსებობითაც კი, მაშინ, როდესაც მამაკაცი იხარჯება იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს.

ჰორნის საგონებელში აგდებდა ფსიქოანალიტიკოსების ტენდენცია, მიენიჭებინათ ესოდენ დიდი მნიშვნელობა მამაკაცის სასქესო ორგანოსთვის. ჰორნიმ ასევე გადაამუშავა ფროიდის ოიდიპოსის კომპლექსი სექსუალური ელემენტებისა, მოთხოვნილება, რომ ადამიანი მიეკროს ერთ მშობელს და მეორეზე ეჭვიანობდეს, მხოლოდ შედეგია შფოთვისა და გამოწვეულია მშობლებსა და ბავშვებს შორის ურთიერთობის არევით.

მიუხედავად ფროიდის ამ გავრცელებული ხედვისა, ჰორნი შეეცადა, ახლიდან მოეხდინა ფროიდის იდეების ფორმულირება. ჰორნიმ შემოქვთავაზა ადამიანის ფსიქიკის ჰოლისტური და ჰუმანიტარული ხედვა, რომელიც ხაზს უსვამდა კულტურულ და სოციალურ განსხვავებებს მსოფლიოს მასშტაბით.




მომწიფების თეორია

კარიერის ბოლოს ჰორნიმ შეაჯამა თავისი თეორიები ნაშრომში „ნევროზი და ადამიანის განვითარება“. მისი მთავარი ნაშრომი გახლდათ „ბრძოლა თვითრეალიზაციისაკენ“, რომელიც გამოქვეყნდა 1950 წელს. სწორედ აქ აჯამებს ის თავის შეხედუimageლებებს ნერვოზზე და გამოყოფს 3 ნერვულ „გადაწყვეტილებას“ სტრესული ცხოვრებისა. ექსპანსიური გადაწყვეტილება არის სამი რამის კომბინაცია: ნარცისიზმის, პერფექციონიზმისა და ამპარტავნება-შურისმაძიებლობისა. (ჰორნი თავიდანვე ფსიქიატრიული კუთხით უდგებოდა ნარცისიზმს თავის წიგნში „ახალი გზები ფსიქოანალიზში“, რომელიც გამოქვეყნდა 1939 წელს). მისი დანარჩენი 2 ნერვული „ახსნა“ იყო გადამუშავება თავისი ადრეული ხედვისა: „თვითწაშლა“ ანუ სხვებისადმი მორჩილება და სხვებისგან განცალკევება. მან განიხილა სიმბიოზური ურთიერთობა ამპარტავან-შურისმაძიებლებსა და „თვითწამშლელებს“ შორის. ასეთი ურთიერთობები ესაზღვრება სადომაზოხიზმსა და ავადმყოფურ დამოკიდებულებას. მას სჯეროდა, რომ ინდივიდები ნარცისიზმის ნერვულ კატეგორიებსა და სხვებისგან გამოცალკებებაში იყო ნაკლები მიდრეკილება ზემოაღნიშნულ ურთიერთობების მიმართ.

მანამ, სანამ არანერვული ინდივიდები იბრძოდნენ ამ მოთხოვნილებეისთვის, ნერვულები ამჟღავნებდნენ უფრო დიდ სურვილს, რომ დაეკმაყოფილებიდათ ეს მოთხოვნილება.



სელფის თეორია

ჰორნი იზიარებდა აბრაამ მასლოუს შეხედულებებს ადამიანის თვითაქტუალიზაციისკენ სწრაფვასთან დაკავშირებით. ჰორნი თვლიდა, რომ თუკი ჩვენ გვაქვს ზუსტი კონცეფცია ჩვენი სელფის შესახებ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პოტენციალის გაანალიზება და იმის მიღწევა, რაც გვსურს. თვითაქტუალიზაცია არის ჯანმრთელი ადამიანის მიზანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ამით განსხვავდება იგი ნევროზით დაავადებულისგან, რომელიც შემოფარგლულია ძირითადი მოთხოვნილებებით.

ჰორნის მიხედვით ჩვენ საკუთარი თავის შესახებ გვაქვს ორნაირი შეხედულება, წარმოდგენა: პირველი ეს არის „რეალური მე“ და მეორე „იდეალური მე.“ რეალური მე არის ის, რასაც ჩვენ რეალურად წარმოვადგენთ, ხოლო იდეალური მე კი არის ისეთი პიროვნება, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ. რეალურ მეს გააჩნია ზრდის პოტენციალი, ბედნიერება, ნებისყოფა, ნიჭის რეალიზაციის უნარი და ა.შ. მაგრამ მას ნაკლოვანებებიც აქვს. იდეალური მე არის ერთგვარი მოდელი, რომელიც რეალურ მე-ს გაუმჯობესებაში, პოტენციალის გამოვლენასა და თვითაქტუალიზაციაში ეხმარება. მაგრამ მნიშვნელოვანია განსხვავებების ცოდნა რეალურ და იდეალურ მე-ს შორის.


ნევროზით დაავადებული ადამიანის სელფი იხლიჩება რეალურ და იდეალურ მე-ს შორის. შედეგად, ადამიანებს აქვთ გრძნობა, რომ ისინი ვერ აღწევენ იდეალურ მე-ს. ნევროტიზმით დაავადებული ადამაინების მიერ დასახული მიზნები არარეალისტური და შეუძლებელია. რეალური სელფი ამ შემთხვევაში ხდება „უვარგისი, საზიზღარი სელფი“ და ადამიანი თვლის რომ სწორედ ეს არის ნამდვილი სელფი. ამგვარად, ასეთი ადამიანი ემსგავსება საათის ქანქარას, რომელიც მერყეობს მცდარ „სრულყოფილებასა“ და საკუთარი თავის სიძულვილის გამომჟღავნებას შორის. ჰორნი ამ ფენომენს უწოდებს „tyranny of the shoulds“ ანუ "უნდას" ტირანიის ქვეშ ყოფნას და ნევროზით დაავადებულის განდიდებისკენ უიმედო ლტოლვას. კარენმა დაასკვნა, რომ თუკი ნევროზების ციკლი არ იქნება რამენაირად დარღვეული, მაშინ ფსიქიკის ეს დამკვიდრებული თვისებები ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე შეუშლის ხელს თვითაქტუალიზაციაში.




ქალის ფსიქოლოგია

ჰორნი ქალის ფსიქიატრიის დისციპლინის პიონერი გახლდათ. იქიდან გამომდინარე, რომ იგი იყო ერთ-ერთი პირველი ქალი ფსიქიატრი, ის იყო პირველი, ვინც წარმოადგინა წერილობითი დimageოკუმენტი ქალის ფსიქიატრიის შესახებ. 1922-იდან 1937 წლამდე მან დაწერა 14 ნაშრომი, რომელიც გააერთიანა ერთ წიგნში, რომლის სათაურია „Feminine Psychology“, ანუ ქალის ფსიქოლოგია. როგორც ქალი, ჰორნი გრძნობდა, რომ ქალის ქცევის ტენდენციები არასწორად იყო გაგებული. მის ესეში, სათაურით „ქალის მაზოხიზმის პრობლემები“, ჰორნი თვლიდა, რომ მან დაამტკიცა, რომ კულტურები და საზოგადოება უბიძგებს ქალს, რომ იყვნენ დამოკიდებული კავებზე მათი სიყვარულის, პრესტიჟის, სიმდიდრის, ძალაუფლების, სამსახურის და მფარველობის გამო. მან აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ჩანს კაცისთვის თავის მოწონების და მისთვის გადაჭარბებულად მაღალი შეფასების მიცემის ტენდენცია. ქალები აღიქმევიან როგორც სილამაზისა და მომხიბვლელობის ობიექტები, რაც ეწინააღმდეგება ყოველი ადამიანის თვითაქტუალიზაციის ცხოვრებისეულ მიზანს.
ჰორნის მიხედვით, ქალები საზოგადოების მხრიდან დაფასებას მხოლოდ შვილებისა და დიდი ოჯახის ყოლის მეშვეობით ახერხებენ. ამ თემას იგი თავის სტატიაში შეეხო, რომლის სათაურიცაა „უნდობლობა სქესებს შორის“. ამ სტატიაში იგი ერთმანეთს ადარებს ცოლ-ქმრის ურთიერთობას მშობლისა და შვილის ურთიერთობას. მისი განსაკუთრებული ნაშრომი „მონოგამიური იდეალის პრობლემა“, როგორც მისი სხვა 6 ნამუშევარი დაფუძნებული იყო ქორწინებაზე. მისი ესეში სათაურით „დედობრივი კონფლიქტები“, იგი შეეცადა ნათელი მოეფინა იმ პრობლემებისთვის, რომლებსაც დედები აწყდებიან მოზარდების აღზრდის პროცესში.
ჰორნი თვლიდა, რომ ქალსაც და მამაკაცსაც პროდუქტიულობისკენ აქვთ მისimageწრაფება. ქალები ამ სურვილს იკმაყოფილებენ ფეღმძიმობითა და შვილის გაჩენით. კაცები ამ სურვილს ექსტერნალური გზებით იკმაყოფილებენ. ჰორნიმ ივარაუდა, რომ კაცების გამაოგნებელი პროფესიული ან სხვა ტიპის მიღწევები შეიძლება გავიგოთ, როგორც შვილის გაჩენის უუნარობის კომპენსაცია.

ჰორნი იმ დონეზე ავითარებდა მის იდეებს, რომ მან 1946 წელს გამოსცა სახელმძღვანელო სათაურით Are You Considering Psychoanalysis? წიგნში ნატქვამიიყო, რომ ის ქალები და კაცები, რომლებიც განიცდიან ნევროზებს მსუბუქი ფორმით, შეუძლიატ იყვნენ საკუთარი თავის ფსიქოანალიტიკოსები. იგი მუდმივად უსვამდა ხაზს, იმას, რომ საკუთარი თავის შეცნობა არის გაუმჯობესების, გაძლიერების, გამდიდრების ერთ-ერთი მთავარი საშუალება.




კარენ ჰორნის კლინიკა


image


კარენ ჰორნის კლინიკა გაიხსნა 1955 წლის 5 მაისს, ნიუ იორკში, მისი მიღწევების საპატივცემულოდ. ინსტიტუტი ემსახურება კვლევებს და კადრების მომზადებას ფსიქიატრიის სფეროში, ასევე იგი წარმოადგენს შედარებით იაფ მკურნალობის ცენტრს. პაციენტების ფსიქოანალიტიკური მკურნალობა მთლიანად დაფუძნებულია ჰორნის იდეებზე.

0
432
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო მოსიძე
სოფო მოსიძე
432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0