x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ქათმის ღვიძლის პაშტეტი
image


ქათმის ღვიძლის პაშტეტის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:

1 კგ.ქათმის ღვიძლი.

3 საშუალო ზომის თავი ხახვი.


3 ს/კ მცენარეული ზეთი.

100 გრ.კარაქი.

400 მლ. ნაღები.

500 მლ. რძე.

მარილი და შავი პილპილი(პერიცა) გემოვნებით.

მომზადების წესი.

1.კარგად გარეცხილი ქათმის ღვიძლი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ რძე და გავაჩეროთ 1 საათი. რძის საშუალებით ღვიძლიდან გამოიდევნება ის მავნე ნივთიერებები რაც დაგროვილია მასში.

2.დავჭრათ ხახვი და მოვშუშოთ ცოტა კარაქში, რომელსაც დამატებული ექნება მცენარეული ზეთი.

3.რძიდან ამოვიღოთ ქათმის ღვიძლი და გავრეცხოთ კარგად. შემდეგ კი ჩავყაროთ ხახვთან და დაბალ ცეცხლზე განვაგრძოთ შუშვა თან ინტესიურად ურიოთ.

4.დაბალ ცეცხლზე ქათმის ფილეს, რომელიც ხახვთან ერთად მოვშუშეთ დავამატოთ ნაღები და 15 წუთის განმავლობაში არ გადმოვდგათ ცეცხლიდან.

5. მიღებული მასა გავაცივოთ და მოვათავსოთ ბლენდერში თან დაუმატოთ დარჩენილი კარაქი, მარილი, პერიცა (გემოვნებით) და ავთქვიფოთ.

ქათმის ღვიძლის პაშტეტი უკვე მზადაა და შეგიძლიათ ლამაზათ მორთოთ და გემრიელად მიირთვათ.

0
227
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0