x
ძალადობა ოჯახში

საქართველოში ოჯახში ძალადობის თემა ჯერ კიდევ ტაბუდადებულია.უწყვეტი ჯაჭვი
ამ თემაზე საუბარს გაურბიან ხელისუფალნი და ის საზოგადო მოღვაწენი, რომლებსაც მართებთ ამ საკითხებზე რეაგირება, მათი გაშუქება და გადაჭრა. ოჯახში ძალადობა არის ადამიანის უფლებების დარღვევა და თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მტკივნეულ თემას წარმოადგენს. იგი მოიცავს პარტნიორისა და ოჯახის სხვა წევრების მხირიდან განხორციელებულ ძალადობას და გამოიხატება შემდეგი სახით: ფიზიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ძალადობა. მსხვეპლი ყველაზე ხშირად არის ქალი, მას უვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი და ეშინია მოძალადის მიტოვებისა და შურისძიების, ეშინია მან შვილებს არ დააშოროს, შეიძლება მოძალადეზე ეკონომიკურად იყოს დამოკიდებული და ფიქრობდეს, რომ თუ მას დაშორდება ვერ გაიტანს თავს, ვერ არჩენს შვილებს, არ სურს ოჯახს ''უღალატოს'' და ძალადობის შესახებ განაცხადოს. ძალადობის მსხვერპლს ასევე ახასიათებს უნდობლობა სხვა ადამიანების მიმართ, არ ენდობა სამართალდამცავებს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ისინი ძალადობის მსხვერპლს ადანაშაულებენ. ძალადობას შეუქცევადი ხასიათი აქვს: თუ ერთხელ დაიწყო, აღარ სრულდება. მსხვერპლის განცხადების გარეშე, ძალადობა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და შეიძლება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული, არამედ – რამდენიმე ადამიანი დააზარალოს, განსაკუთრებით მატრამვირებელია ბავშვებისათვის. ისინი განიცდიან შიშს, სტრესს და ღებულობენ ტრამვას, რომელიც მათ მომავალზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვობის პერიოდი. სწორედ, ამ პერიოდში ყალიბდება ის ფსიქიკური თუ მენტალური პროცესები, რაც განაპირობებს ჩვენს მომავალ ცხოვრებას. ბავშვმა შეიძლება თავის მშობელს მიბაძოს ან არ მიბაძოს და აგრესია სხვა საკითხებში გამოამჟღავნოს. მინდა აღვნიშნო, რომ კრიმინალთა უმრავლესობა არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან მოწმე. ყველას კარგად გვახსოვს ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბერინგ ბრეივიკი, რომელმაც 100 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ის ბავშვობაში იყო ძალადობის მსხვერპლი. ნორვეგიის პოლიციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, როჯერ ბერგმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა - “ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არ იქნება მომავალში ბრეივიკის მსგავსი ადამიანების ქმედებების მონიტორინგი. საზოგადოებაში სხვა მნიშვნელოვანი მექანიზმები მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზე. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვზრდით ჩვენს შვილებს, როგორი სკოლები გვაქვს და როგორ ვზრუნავთ ჩვენს მეზობლებზე. ჩვენ ჯაჭვის ნაწილები ვართ, ეს უნდა გვახსოვდეს''.

საქართველოში, და არამარტო საქართველოში, ოჯახში ძალადობა დიდი ხანია არსებობს და საკმაოდ გავრცელებულია საზოგადოების ყველა ფენაში. არსებული ვითარება არ შეიძლება მივაწეროთ ამჟამინდელ ეკონომიკურ არასტაბილურობას, აკოჰოლიზმსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, რადგან ეს ფაქტორები მხოლოდ აძლიერებენ მოძალადის აგრესიულ ქცევას. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ძალადობა ოჯახში აღიქმებოდა, როგორც ოჯახის საქმე და სახელწიფო არ იღებდა ვალდებულებას, ეს ფაქტი სოციალურ პრობლემად ეღიარებინა. ამჟამად მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია, თუმცა პრობლემა ჯერ კიდევ ჩრდილში რჩება. ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ დაზარალებული თვითონაა დამნაშავე, მასზე განხორციელებულ ძალადობაში, რომ ის პროვოცირებს მოძალადეზე და იმსახურებს ასეთ მოპყრობას. ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი წყაროა ის ადათ–წესები, რომლებიც განსაზღვრავენ ქალისა და მამაკაცის განსხვავებულ ქცევას, რომ ქალი უნდა იყოს მორჩილი და უარი უნდა თქვას საკუთარ სურვილებსა თუ ინტერესებზე, რომ მამაკაცი არის ოჯახის უფროსი და მარჩენალი, ხოლო ქალი მეორეხარისხოვანია. მისი მოვალეობაა: იჯდეს სახლში, აკეთოს კერძები, აღზარდოს შვილები და მოემსახუროს სხვებს. სანამ ეს შეხედულებები არ შეიცვლება, სანამ საზოგადოება არ შეიგნებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ძალადობა სად ხდება, ის უნდა შეჩერდეს და რომ, ეს მასაც ეხება, სანამ ძალადობის მსხვერპლი არ მიხვდება, რომ სირცხვილი არაა პრობლემის განცხადება, სანამ სამართალდამცავები არ შეწყვეტენ მსხვერპლთა დადანაშაულებას, მდგომარეობა არ გამოსწორდება. შეიძლება მსხვერპლი რაღაც მხრივ დამნაშავე იყოს, მაგრამ ძალადობის ფაქტი თუ განხორციელდა, ის უნდა აღმოიფხვრას, რადგან ამით ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ირღვევა ის უფლებები, რაც არის მოცემული პარლამენტის მიერ 2006 წლის 25 მაისს მიღებულ კანონში, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობის აღკვეთას, სხვერპლთა დაცვასა და დახმარებას. ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ხაზს უზვამს ყველა სფეროში თანასწორობასა და კრძალავს დისკრიმინაციას.

ოჯახური ძალადობა გლობალური ეპიდემიაა და სამწუხაროდ, ვერც საერთაშორისო და ვერც ეროვნული სამართალი ვერ არეგულირებს ამ პრობლემას საჭიროებისამებრ.

0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:მაყვალა გოგოლიძე
მაყვალა გოგოლიძე
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0