x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ესპანეთის როლი ”დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების” ეპოქის პოლიტიკური მდგომარეობის ჩამოყალიბებაში
შესავალი

XV-ის მიწურულიდან დაიწყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა, რომელმაც სერიოზულად შეცვალა დედამიწის შესახებ არსებული გეოგრაფიული წარმოდგენები და ევროპის მოსახლეობის ცხოვრებაც სხვადახვა ასპექტში. ამ მოვლენას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი, მიზანი და ხელშემწყობი ფაქტორი. ამ პერიოდში, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, ევროპასა და აზიას შორის გამავალი ძირითადი სახმელეთო სავაჭრო გზა ოსმანთა იმპერიის ხელში აღმოჩნდა [1]. მეორე სახმელეთო გზა, რომელიც აზოვიდან იწყებოდა და ჩინეთისაკენ მიემართებოდა, გაუვალი გახდა XIVს-სი მონღოლთა იმპერიის დაშლის შედეგად. ამ გარემოებებმა განაპირობა ახალი სავაჭრო გზების ძიებისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების უშუალოდ დაკავშირების სურვილი აღმოსავლეთის ქვეყნებთან.


სწორედ ამ პერიოდიდან იწყება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა, მან ძირეულად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკური რუკა და სათავე დაუდო ევროპის წამყვანი ქვეყნების კოლონიურ ექსპანსიასა და საერთაშორისო და სამეურნეო კავშირების გაფართოებას. ხმელთაშუა ზღვამ თავისი პირვანდელი სატრანსპორტო მნიშვნელობა დაკარგა და წინა პლანზე წამოიწიეს იმ ქვეყნებმა, რომელთაც განსაკუთრებით მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა ეკავათ ოკეანის მიმართ [2]. ასეთი ქვეყნები იყვნენ პორტუგალია და ესპანეთი, რომლებიც გახდნენ მსოფლიოს უძლიერესი საზღვაო სახელმწიფოები და პირველი კოლონიური იმპერიები.

ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციები

ესპანეთის ტერიტოიულ ექსპანსიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქრისტეფორე
კოლუმბმა და სწორედ მანვე შეიტანა ესპანელთა მხრიდან უდიდესი წვლილი მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ფორმირებაშიც.

ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობით დაიწყო ამერიკის აღმოჩენა ესპანელების მიერ. კოლუმბის აღმოჩენების შემდეგ, იმ ესპანელ და პორტუგალიელ ჯარისკაცებსა და მკვლევრებს, რომელთაც XV ს-დან ესპანელთა ბატონობის ქვეშ მოაქციეს თანამედროვე ამერიკის კონტინენტი, კონკისტადორები ანუ დამყრობლები ეწოდებათ.

1492 წლის 3 აგვისტოს, ადმირალ კოლუმბის ხელმძღვანელობით მომზადდა შორეული
ექსპედიცია, რომელიც 90 კაციანი ეკიპაჟისა და სამი პატარა ხომალდისგან შედგებოდა:
"სანტა მარია", "პინტა" და "ნინა". ესკადრილიამ 10 სექტემბერს პალოსის ნავსადგურიდან გეზი აიღო დასავლეთით და ოთხდღიანი მოგზაურობის შემდეგ მიადგა მიწას, რომელსაც ადგილობრივები გუანხანს უწოდებდნენ. კოლუმბმა მას სან-სალვადორი დაარქვა. 28 ოქტომბერს კუბისა და ჰაიტის ჩრდილოეთ სანაპიროებს მიაღწიეს, რომელსაც ესპანოლა (პატარა ესპანეთი) უწოდეს. 1493 წლის იანვარში ესპანეთისკენ გამობრუნებულმა კოლუმბმა აღმოაჩინა აზორის კუნძულები და
15 მარტს ჩავიდა კასტილიაში. დაიგეგმა კოლუმბის მეორე მოგზაურობაც, რომელიც 1493 წლის 25 სექტემბერს დაიწყო და მიზნად ისახავდა ესპანოლაზე პირველი ესპანური კოლონიის დაარსებას. თუმცა მეორე ექსპედიცია წარუმატებელი და უსარგებლო აღმოჩნდა. ადმირალი განაგრძობდა ახალი კუნძულების აღმოჩენას, მაგრამ ამას სარგებელი არ მოჰქონდა ესპანეთისათვის, თანაც არც ისე მდიდარი მიწები აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ.

კოლუმბმა გეოგრაფიულად სწორად ვერ შეაფასა მის მიერ აღმოჩენილი ადგილები
და არც იცოდა რომ სრულიად ახალი მატერიკი აღმოაჩინა. სიცოცხლის ბოლომდე ეგონა, რომ მან „ინდოეთს“ მიაგნო და იპოვა ის სახელგანთქმული უმდიდრესი ქვეყანა, რომელზეც ცნობებს იძლეოდა მარკო პოლო და რომელზეც ოცნებობდნენ ვაჭრები, თავადაზნაურები და მეფეები. ბოლო მოგზაურობის დროსაც კი, ესპანეთს ატყობინებდა, რომ კუბა - ეს არის სამხრეთ ჩინეთი, ცენტრალური ამერიკის სანაპირო კი - მალაკის ნახევარკუნძულის ნაწილი. მისი მესამე ექსპედიცია ჩატარდა 1498 წელს, როდესაც აღმოაჩინა კუნძული ტრინიდადი, ხოლო მეოთხე და უკანასკნელი
1502-1504 წლებში მოეწყო. კოლუმბის მეორე მოგზაურობიდანვე ესპანეთის ხელისუფლება უკმაყოფილო იყო მიღწეული შედეგებით, რადგან მისი იმედები დიდი სიმდიდრის ხელში ჩაგდების შესახებ ვერ განხორციელდა. ამიტომაც, კოლუმბის შემდგომ ექსპედიციებს აღარ უწევდა საკმაო დახმარებას.

ქრისტეფორ კოლუმბის ექსპედიციების პერიოდში აღსანიშნავია, რომ პირველი მოგზაურობის შემდეგ, პორტუგალიამ თავისი პრეტენზიები წარუდგინა ესპანეთს ახალაღმოჩენილ მიწებზე. სწორედ პორტუგალიამ და ესპანეთმა დაუდეს სათავე კოლონიალიზმის ეპოქას და მსოფლიოს პირველ „დაყოფას“. მოლაპარაკებებში ჩაერია
პაპი ალექსანდრე VI, მისი ინიციატივით 1494 წელს ორ ქვეყანა შორის გაფორმდა ”ტორდესილასის ხელშეკრულება” და დადგინდა გამყოფი ხაზი, დასავლეთის
გრძედის 46-ე მერიდიანი, რომლის დასავლეთით აღმოჩენილი ახალი არაქრისტიანული მიწები ესპანეთის საკუთრებად ცხადდებოდა, აღმოსავლეთით კი პორტუგალიის. ესპანეთი და პორტუგალია გახდნენ პირველი კოლონიური იმპერიები.

ესპანეთის ტერიტორიული ექსპანსია წყნარ ოკეანეში

კარიბის ზღვის კუნძულებზე ექსპედიციის დროს ესპანელმა კონკისტადორმა ხუან პონსე დე ლეონმა [3] იმოგზაურა პურტო-რიკოში 1508-1509 წლებში და დააარსა კოლონია კაპარა, რომელიც დღეს პუერტო-რიკოს დედაქალაქია. 1513 წელს კი პონსემ საკუთარი ხარჯებით მოაწყო ექსპედიცია და ფლორიდის აღმოსავლეთ ნაწილს მიაღწია.

ესპანელი ზღვაოსანი ერნანდო დე სოტო იყო პირველი ევროპელი დამპყრობელი მექსიკის ჩრდილოეთში და აშშ-ს ტერიტორიის სიღრმეში. პირველი ევროპელი,
რომელმაც გადაკვეთა მდინარე მისისიპი და 1540-იან წლებში მოაწყო ექსპედიცია დღევანდელი აშშ-ს ტერიტორიებზე, კერძოდ, ფლორიდაში, ალაბამაში, ჯორჯიასა და არკანზასში.

შემდგომი საგულისხმო აღმოჩენა გააკეთა ვასკო ნინუეს დე ბალბოამ [4], ესპანელმა მკვლევარმა და კონკისტადორმა. ის იყო პირველი ევროპელი, რომელმაც გადალახა პანამის არხი და მიაღწია წყნარ ოკეანეს 1513 წელს. 1500 წლიდან ის მოგზაურობდა
ახალ სამყაროში და დასახლდა კუნძულ ესპანოლაზე. მან დააარსა დასახლება სანტა მარია ლა ანტიგუა დელ დარიენი, დღევანდელი პანამა, რომელიც იყო პირველი ევროპული დასახლება უშუალოდ მატერიკზე.

დროთა განმავლობაში, კონკისტადორთა სულ უფრო დიდი რაოდენობა მიდიოდა ესპანეთიდან კარიბის ზღვის კუნზულებზე და აწყობდა ექსპედიციებს მატერიკზე, კერძოდ, მექსიკასა და პერუზე. მაგრამ პირველი მკვლევარი, რომელმაც მათ გზა გაუკვალა ამ ტერიტორიებზე, იყო ესპანელი ერნან კორტესი [5], რომელმაც დაიწყო ამერიკის ესპანური კოლონიზაციის პირველი ფაზა და დაამარცხა აცტეკების იმპერია. 1519 წლის თებერვალში კორტესის არმია კუბიდან გაემართა მექსიკის სანაპიროებისკენ. ნოემბერში ისინი მიადგნენ დანიშნულების ადგილს, სადაც შემდეგ დააარსეს ქალაქი ვერაკრუსი. აქ ისინი წააწყდენ წინააღმდეგობას აცტეკთა მხრიდან და საბოლოოდ 1521 წელს ესპანელებმა ცეცხლითა და მახვილით გაანადგურეს აცტეკების სამეფო და დაიპყრეს მთელი მექსიკა. სწორედ აქ აღმოჩნდა კონკისტადორთა ნანატრი სიმდიდრე. კორტესი 1524 წლამდე იყო მექსიკის ერთპიროვნული მმართველი, თუმცა, როდესაც მან გადაწყვიტა გუბერნატორ ველასკესის წინააღმდეგ გალაშქრება, იმპერატორმა კარლ V ჰაბსბურგმა ის გადააყენა და 1527 წელს ესპანეთში დააბრუნა.

რაც შეეხება პერუს, მის დასაპყრობად 1520-იან წლებში ორი ექსპედიცია მოაწყო ავანტიურისტმა კონკისტადორმა ფრანცისკო პისარომ [6]. პირველი ექსპედიცია 1524 წელს უშედეგო აღმოჩნდა, რადგან პისაროს საკმარისი ძალები არ აღმოაჩნდა ამ ძლიერი ქვეყნის დასაპყრობად. მეორე ექსპედიცია 1531 წელს კი წარმატებული გამოდგა. პისარომ ტყვედ ჩაიგდო ინკების მეფე ატაჰუალპა, რომელსაც ჯერ დიდი რაოდენობით ოქრო დასტყუა გათავისუფლების სანაცვლოდ, ბოლოს კი მაინც სიკვდილით დაასჯევინა. პერუც, ისევე როგორც მექსიკა, კონკისტადორებმა სისასტიკით და სიხარბით დაიპყრეს. ამ ქვეყნის გაძარცვის შემდეგ, 1545 წელს ბოლივიაშიც აღმოაჩინეს უმდიდრესი საბადოები.

ამერიკისა და სხვა ქვეყნების აღმოჩენის შემდეგ ესპანელებმა კვლავ განაგრძეს
გეოგრაფიული მსვლელობები. XVს-ის მეორე ნახევარში ისინი წყნარ ოკეანეში გაიჭრნენ და აღმოაჩინეს სოლომონის კუნძულები (1561წ.), სამხრეთ პოლინეზიის ნაწილი - მარკიზის კუნძულები (1595წ.) და ტორესას სრუტე (1606წ.), რომელიც ავსტრალიის მატერიკს აცილებდა ახალ გვინეას და რომელიც 1545 წელს აღმოაჩინა ესპანელმა მეზღვაურმა ინიგო ორტიზ დე რეტესმა.

ესპანეთის ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფი პორტუგალიელი მეზღვაური ხუან როდრიგეს
კაბრილო [7] იყო პირველი ევროპელი, რომელმაც 1942 მიაღწია თანამედროვე კალიფორნიის ტერიტორიას და გამოიკვლია ის. კაბრილო ამ დროისთვის უკვე გამოცდილი კონკისტადორი იყო, იგი კუბისა და მექსიკის დაპყრობაშიც მონაწილეობდა.

ესპანელმა კონკისტადორებმა ასევე აითვისეს ტერიტორიები მდინარე პარანას
აუზში და 1527 წელს დააარსეს კოლონია. ბუენოს აირესის დროებითი კოლონია დაარსდა 1536 წელს, თუმცა, ადგილობრივთა თავდასხმებისა და წინააღმდეგობის
გამო დიდხანს ვერ გასტანა და 1541 წელს მიატოვეს კოლონისტებმა. 1537 წელს დააარსეს ასუნციონის კოლონია დღევანდელი პარაგვაის ტერიტორიაზე, დღეს ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია.

რაც შეეხება ახალ გრენადას, 1537-1543 წლებში კოლუმბიის ტერიტორიაზე მოეწყო
ექვსი ესპანური ექსპედიცია, ესპანელმა კოლონიზატორებმა დაამარცხეს მუისკას ტომის ინდიელები და დააარსეს გრენადის ახალი სამეფო, რომელიც მოიცავდა დღევანდელი კოლუმბიისა და ვენესუელის ნაწილებს.

ესპანელების მიერ აღმოჩენილი და დაპყრობილი ტერიტორიები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე დაიყო ოთხ ნაწილად. 1535 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში შეიქმნა ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფო (კალიფორნია, ახალი გალისია, ნიუ მექსიკოს სანტა ფე და სხვ.). სამხრეთში კი - პერუს ვიცე-სამეფო 1542 წელს, მოგვიანებით, 1717 წელს ახალი გრენადის ვიცე-სამეფო და 1776 წელს რიო დე პლატას ვიცე-სამეფო. ბოლო ორმა ვიცე-სამეფომ არსებობა შეწყვიტა XIX ს-ის მეორე ნახევარში, პირველმა ორმა კი - პირველ ნახევარში.

ესპანეთის ტერიტორიული ექსპანსია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში

გარდა ამერიკის კონტინენტის კოლონიებისა, XVს-დან ესპანეთის კოლონიური
იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა აღმოსავლეთი ინდოეთი (ოსტ-ინდოეთი), რომლის ძირითადი დასაყრდენი ტერიტორიებია ფილიპინების კუნძულები, გუამი და მარიანას და კაროლინის კუნძულები, ფორმოსა (დღევანდელი ტაივანი) და მოლუკასი. ეს გეოგრაფიული ერთეულები ვესტ-ინდოეთთან ან კარიბის ზღვის კუნძულებთან ერთად 1565-1821 წლებში იმართებოდა ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფოს მიერ.

1521 წელს, პორტუგალიელმა მეზღვაურმა ფერნანდო მაგელანმა, რომელიც ესპანეთის
ქვეშევრდომობის ქვეშ იყო. შემოუარა დედამიწას და მიაღწია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულებს, კერძოდ ფილიპინების არქიპელაგსა და მარიანას კუნძულებს. ეს ტერიტორია გამოცხადდა ესპანეთის საკუთრებად, მიუხედავად მისა, რომ ეს მოქმედება ”ტორდესილასის ხელშეკრულების” დარღვევა იყო. თვითონ მაგელანმა მოგზაურობის ბოლოს ესპანეთში დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რადგან ადგილობრივებმა იმსხვერპლეს ფილიპინებზე.

დასკვნა


გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად ესპანეთის კოლონიური სისტემა საგრძნობლად გაძლიერდა. ერთ-ერთი მიზეზი რამაც განაპირობა ესპანეთის ეკონომიკური აღმავლობა, იყო ის, რომ გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში, როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნების დაკავშირება აღმოსავლეთის ქვეყნებთან უკვე სხვა გზებით წარიმართა, ხმელთაშუა ზღვამ და მასთან დაკავშირებულმა ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა დაკარგეს პირვანდელი მნიშვნელობა და პრივილეგიები, ეკონომიკურად
დაქვეითდნენ და პირველობა დაუთმეს იმ ქვეყნებს, რომელნიც ახლოს მდებარეობდნენ ახლად აღმოჩენილ სავაჭრო გზებთან.

რაც შეეხება მის როლს ეპოქაში, მას უდიდესი ადგილი უკავია, როგორც პირველაღმომჩენსა და კოლონიზატორს. შეიძლება ითქვას, ესპანეთის დამსახურებაა დღეს ამერიკის კონტინენტის არსებობის ცოდნა. ესპანეთი თუ არა ოდესმე რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი მაინც აღმოაჩენდა იმ ტერიტორიებს, თუმცა მოვლენების განვითარება შეიძლება სულ სხვაგვარი ყოფილიყო.



ავტორები:
ანი ალადაშვილი
ნატო გოგინაშვილი



ბიბლიოგრაფია:


1. თეიმურაზ პაპასქირი. "დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები"



https://sites.google.com/site/tpapaskiri/didigeografiuliaRmoCenebidaamerikiskolonizacia.doc?attredirects=0


2. ზურაბ დავითაშვილი. "მსოფლიოს ისტორიული და პოლიტიკური გეოგრაფია". (თბილისი: გამომცემლობა „პირველი სტამბა“, 2001), 72

3. Schimmer, Russell. "Puerto Rico". Http://www.yale.edu


http://www.yale.edu/gsp/colonial/puerto-rico/


4. "The Spanish in America"


Http://www.landofthebrave.info. http://www.landofthebrave.info/spanish-in-america.htm


5. Prescott, William Hickling. "HERNANDO CORTES-HIS EARLY LIFE-VISITS THE NEW WORLD-HIS RESIDENCE IN CUBA- DIFFICULTIES WITH VELASQUEZ-ARMADA INTRUSTED TO CORTES" In History of the Conquest of Mexico, with a Preliminary View of Ancient Mexican Civilization, and the Life of the Conqueror, Hernando Cortes. Virginia: Electronic Text Center, University of Virginia Library, 1859


6. Wood, Michael. "The Conquest of the Incas" Http://www.pbs.org


http://www.pbs.org/conquistadors/pizarro/pizarro_a00.html


7. Hennessey, Gregg, ed. An Account of the Voyage of Juan Rodriguez Cabrillo. 1st ed. Vol. 46. San Diego: SAN DIEGO HISTORICAL SOCIETY QUARTERLY, 1999

0
1840
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ალადაშვილი
ანი ალადაშვილი
1840
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0