x
image
worldsport.ge
ლიპი: “ტოტის გაწვრთნა ჩემთვის საამაყოა”

imageიტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი იტალიის რადიოს ესაუბრა. ლიპი საკმაოდ საინტერესო საკითხებს შეეხო. მან სერია A-ში შექმნილ ვითარებაზე და იტალიის ნაკრებზეც ისაუბრა.
“რომა” – “რომაელებმა ჩემპიონატის კარგად აიწყეს, თუმცა შემდეგ რაღაც მოიშალა. თუ რა მოხდა, ეს მხოლოდ გარსიამ იცის. “იუვენტუსი” ძალიან ძლიერია და ტურინელებს ზედიზედ მეოთხე სკუდეტოსთან ერთი ნაბიჯი აშორებთ”.
მესამე ადგილი – “ნაპოლი” მესამე ადგილისთვის არ უნდა იბრძოდეს. ამ გუნდის პოტენციალი გაცილებით მაღალია. მაგრამ დღეს ისინი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. “სამპდორიას” კარგი თამაში კი მთლიანად მწვრთნელის დამსახურებაა. ჩემი კომპლიმენტები სინიშა მიხაილოვიჩს. გუნდი გამართულ და დიდ ფეხბურთს თამაშობს, რაც მწვრთნელის დამსახურებაა”.
ტოტი და დე როსი – “მეამაყება, რომ მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ტოტისთან. იგი ფანტასტიური ადამიანია. დანიელე კი უბრალოდ დიდი ფეხბურთელია. მას რიგ შემთხვევებში არ უმართლებს. ახლახან ის ტრავმა მიიღო, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის დროსაც აწუხებდა”.
იტალიის ნაკრები – “ძალიან მომწონს კონტეს მენტალიტეტი. ის შესანიშნავად მუშაობს. ანტონიომ იცის, როგორ მიაწოდოს ფეხბურთელებს თავისი ხედვები”.
მარჩელო ლიპი ამჟამად ჩინური “გუანჯოუს” სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს. 2006 წელს, მან თავის სამშობლოს მეოთხე მუნდიალის ტიტული მოუტანა.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0