x
image
worldsport.ge
ზიდანი: “ანჩელოტი “რეალისთვის” იდეალური მწვრთნელია”

imageმადრიდის “რეალის” კასტილიის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ესპანურ “მარკას” ინტერვიუ მისცა, რომელშიც კარლო ანჩელოტის და თანამემამულე პოლ პოგბას შესახებ მცირე კომენტარიც გააკეთა. ზიდანის თქმით, ანჩელოტი “რეალისთვის” იდეალური მწვრთნელია, პოგბა კი დიდი ფეხბურთელი.
“ანჩელოტიმ იცის, როგორ ამუშაოს გუნდი, როგორ დაელაპარაკოს ფეხბურთელებს. რა თქმა უნდა მას კონტრაქტი უნდა გაუხანგრძლივდეს. იგი “რეალისთვის” საუკეთესო მწვრთნელია.
პოგბა? – პოლი შესანიშნავი ფეხბურთელია, ისევე როგორც ბევრი სხვა. მე მის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, ტრანსფერების შესახებ ანჩელოტის და პერესს უნდა დაეკითხოთ”, - განაცხადა ზიდანმა.
ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ მადრიდულ გრანდს ზაფხულში პოგბას შეძენა აქვს გადაწყვეტილი.




გიორგი მელქაძე
www.worldsport.ge



0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0