x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134675
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508866
სასტიკი მკვლელობა ნიუ-იორკში:ყოფილმა კალათბურთელმა ამოწყვიტა ოჯახი და მიიმალა
image34 წლის ჯონათან უოკერი შევარდა საწოლ ოთახში, იარაღით მოკლა ცოლი, სიდედრი და 7 წლის ქალიშვილი.მისი მეორე შვილი 12 წლის წლის გოგონაც მოკლა ეჭვმიტანილმა, თუმცა მანამდე მომაკვდავმა გოგონამ პოლიციის გამოძახება მოასწრო.


ექს-კალათბურთელი მკვლელობის შემდეგ მიიმალა.პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.


პოლიციაში ზარი შაბათ დილით 5.40 წუთზე განხორციელდა.148-ე ავენიუზე მისულ პოლიციელებს ადგილზე საშინელი სურათი დახვდათ .მოკლული იყო ჯონათანის მეუღლე 31 წლის შანტაი ჰეილი, დედამისი 62 წლის ალტი და 7 წლის კეილი უოკერი.


პოლიცია 12 წლის მძიმედ თავში დაჭრილმა უფროსმა ქალიშვილმა კრისტინამ გამოიძახა....იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.



თუმცა სიკვდილამდე ვერ შესძლო კრისტინამ მამის ასეთი საქციელის ახსნა :"ის უბრალოდ გაგიჟდა"-ასეთი იყო ბავშვის კომენტარი.


პოლიციელებისთვის უცნობი დარჩა მკვლელობის მოტივი.

"ის ძალიან კარგი ადამიანი და შესანიშნავი მამა იყო"-აცხადებს უოკერის ძმა.


როგორც ახლობლები აცხადებენ უოკერების ოჯახი ცხოვრობდა ლაღად და ბედნიერად და სრულიად შოკირებულები და დაბნეულები არიან მომხდარი ფაქტის გამო.


მკვლელი გაიქცა.უკანასკნელი საუბარი დილის ექვს საათზე ძმასთან განახორციელა ლას-ვაგასში, შემდეგ კი თავი მოიკლა.მისი გვამი პოლიციამ დილის 11 საათზე ბერგენის აუზთან, კენედის აეროპორტის სიახლოვეს იპოვა.

image





0
233
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0