x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
...შეტყობინება ღმერთისაგან
ქართული ხალხური მუსიკა სათავეს იღებს უძველესი დროიდან, დაკავშირებულია ჩვენს წინაპრებთან, ქმნის ქვეყნისა და ხალხის ისტორიას. ქართული ხალხური მუსიკის

შესახებ არსებობს ცნობები, რომლებზეც დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ

ჩვენი ფოლკლორი არის უძველესი. საქართველოში არსებობს სხვადასხვა საკრავი,

რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რაც ქვეყნისთვის და ქართველი


ერისთვის არის ძალიან საამაყო. ქართული ხალხური სიმღერები არის მრავალხმიანი

და სრულდება გუნდურად, რაც კიდევ უფრო მეტ მისტიკურობასა და უნიკალურობას

სძენს მას. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს ძალიან კარგად ფლობდნენ სხვადასხვა კუთხის გლეხები, უბრალო ხალხი. სიმღერა იყო მათი თანამდევი მუშაობის დროს. სიმღერა მათთვის იყო მშობლიური სახლივით. ერთი რომ

შემოსძახებდა და სხვებიც აჰყვებოდნენ, ამ დროს იწყებოდა დიდი საოცრება. ეს

სიმღერები სრულდებოდა ხასიათში. გლეხები სხვადასხვა იმპროვიზაციას მიმართავდნენ, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიდა მუსიკას.


როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქართული მუსიკალური აზროვნებისთვის ვოკალური

მრავალხმიანობის პრინციპია ამოსავალი. ქართულ ხალხურ მუსიკას ახასიათებს

იმპროვიზაციულობა და ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი. საქართველოში ძალიან

ბევრი ცვლილება ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში-ხან გვიჭირდა, ხან გვილხინდა.

გაჭირვება ქართულ მუსიკაზეც აისახა და შეაფერხა ფოლკლორის განვითარება, თუმცა ნიმუშები ამ დარგში კარგად შემოინახა სხვადასხვა კუთხეებმა: რაჭამ, სვანეთმა, აჭარამ, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთმა. ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის

განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს მომღერალმა ოჯახებმა და

გვარებმა, რომლებმაც შთამომავლებს დაუტოვეს ქართული სიმღერისა და გალობის

უნიკალური ნიმუშები: კარბელაშვილები, ხუხუნაიშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ჩავლეიშვილები და კიდევ უამრავი. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში

უცხოეთის ხმის ჩამწერი ფირმები დაინტერესდნენ ქართული სიმღერით, ჩაიწერა ისინი და ასე გაჩნდა რიგის, ვენის, ლონდონის, ბერლინის, მოსკოვის, პეტერბურგის მუზეუმებში სხვადასხვა დროს ჩაწერილი ქართული ხალხური მუსიკის კოლექციები. მათი უმეტესობა საქართველოში ჩამოიტანა და გამოსცა ანზორ ერქომაიშვილმა. არიან უცხოელი მეცნიერები, ფოლკლორისტები და მუსიკოსები, რომლებიც აღიარებენ ქართული მუსიკის უნიკალურობას:


ალან ივანესი-ამერიკელი კომპოზიტორი:,

"ბახი რომ ცოცხალი იყოს, ისიც კი აღტაცებაში მოვიდოდა ასეთი პოლიფონიით."


იგორ სტრავინსკი-რუსი კომპოზიტორი:

"ჩემთვის ბოლო წლებში ერთ-ერთი უდიდესი შთაბეჭდილება იყო ქართული ხალხური

სიმღერის ჩანაწერები. ეს არის მუსიკის აქტიური შესრულების საუკეთესო ტრადიცია...

იოდლი, რომელსაც საქართველოში კრიმანჭულს ეძახიან, საუკეთესოა მათ შორის, რაც

კი ოდესმე მომისმენია."


ალან ლომაქსი-ამერიკელი ფოლკლორისტი:

"საქართველო მსოფლიო ხალხური მუსიკის დედაქალაქია."


სწორედ ალან ლომაქსის რჩევით გაგზავნეს ამერიკელებმა კოსმოსური ხომალდით

დედამიწის ცივილიზაციის გასაცნობად-ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია, ჩიტების ჭიკჭიკი

და "ჩაკრულო" ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის შესრულებით.


ბორის ასაფიევი-რუსი მუსიკისმცოდნე:

"ქართული ხალხური მრავალხმიანი კულტურა დიდი ხანია აღიარებულია ისტორიულ

წვლილად მუსიკის ზოგადსაკაცობრიო დიდ საგანძურში. იგი გვანცვიფრებს და ქედს

გვახრევინებს ქართველი ერის მუსიკალური გენიის წინაშე."


2001 წელს პირველად მსოფლიოს ისტორიაში იუნესკომ გამოაქვეყნა ხელთუქმნელი

მუსიკალური და არამატერიალური შედევრების ნუსხა, რომელშიც შევიდა ქართული

მრავალხმიანობა, რაც ქართული ხალხური პოლიფონიის დიდი გამარჯვება და აღიარება

იყო. 2003 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი, რომლის

დახმარებითაც უკვე ოთხი სიმპოზიუმი გაიმართა.


ქართული მრავალხმიანობა და ფოლკლორი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც

კულტურული ტურიზმის ატრაქცია. ამ სფეროში ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს

ქართულ ხალხურ სიმღერას. დღესდღეობით, არსებობს ძალიან დიდი დაინტერესება

უცხოელი ეთნომუსიკოლოგებსა და უბრალო, ჩვეულებრივ ადამიანებში, რომ შეისწავლონ ქართული ხალხური სიმღერები. ისინი ჩამოდიან საქართველოში და

სხვადასხვა კუთხეში ეძებენ ქართული საგანძურის უძველეს ნიმუშებს. ჩემთვის ეს

ძალიან დიდი სიხარულია, თუმცა ხანდახან გული მწყდება, რადგან ბევრ ქართველ

ადამიანს აღარ აქვს ინტერესი ქართული ხალხური სიმღერის მიმართ და უსმენენ

გაურკვეველი ჟანრის მუსიკას. მე მინახავს უცხოელები, რომლებიც შესანიშნავად

ასრულებენ კრიმანჭულს და არამარტო და ამას მთელი გულით აკეთებენ, ეს კი ჩემთვის უდიდესი სიამაყეა.


ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მთავარი და უცვლელი პრიორიტეტია: ქართული

ფოლკლორის ავთენტურობის დაცვა, ფოლკლორის ნიმუშების შეკრება, მოვლა, კვლევა

და პოპულარიზაცია. ცენტრის მრავალფეროვანი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია:

ტრადიციულის, მივიწყებულის აღდგენა-გაცოცხლება და მისი შემქმნელი ხალხისთვის

უკან დაბრუნება, ცენტრის არქივის გამდიდრება. ამისთვის სამ წელიწადში ერთხელ ტარდება ქართული ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალი, ხმის ჩამწერი მოძრავი სტუდია მთელი ქვეყნის მასშტაბით იწერს და აფიქსირებს

ფოლკლორის ნიმუშებს, ექსპედიციები, გამოფენები, მასტერკლასები, საარქივო და

საექსპედიციო ჩანაწერების გამოცემები.


ერთხელ ვიყავი ანსამბლ "აღსავლის" დისკის პრეზენტაციაზე, სადაც იმყოფებოდა

ყველასათვის საყვარელი მსახიობი კახი კავსაძე, რომელმაც თქვა, რომ კაცი, რომელიც ფოლკლორულ გუნდში მღერის-სხვანაირია, ხოლო კაცი, რომელიც საეკლესიო გუნდში

მღერის-ის ახლოსაა ღმერთთან. მან აღნიშნა, რომ ქართული ხალხური სიმღერა არის შეტყობინება ღმერთისგან და ვინც მღერის არის ბედნიერი და ძლიერი ადამიანი.

სხვადასხვა ხმები მღერიან და ქმნიან მრავალხმიანობას. რაც შეეხება გურულ სიმღერებს,

კრიმანჭულის შესრულებისას ხმები სადღაც გაიქცევიან-გამოიქცევიან, საბოლოოდ კი

კეთილხმოვანებაში გადაწყდებიან. ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, რადგან თავადაც ვმღერი ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს და მივხვდი, მართლა

რა ბედნიერი ადამიანი ვარ.


დღეისათვის, ძალიან ბევრი უცხოელი მუსიკოსი პოპულარიზაციას უწევს ქართულ

ხალხურ სიმღერას საქართველოს ფარგლებს გარეთ, რამაც შეიძლება დააინტერესოს კიდევ უფრო მეტი ადამიანი. ამიტომ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უნდა

გაითვალისწინოს უცხოელთა დაინტერესება ამ სფეროს მიმართ და გაატაროს რიგი

ღონისძიებები, მის განსავითარებლად. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანასა და სხვა

სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რადგან მუსიკა აერთიანებს.






0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა ქაფიანიძე
გვანცა ქაფიანიძე
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0