x
image
worldsport.ge
ლავეცი პარიზში აღარ მოსწონთ

imageიტალიური მედიის ინფორმაციით, ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა გუნდის ხელმძღვანელობას ეზეკიელ ლავეცის მიმდინარე სატრანსფერო პერიდოშივე გაყიდვა სთხოვა. როგორც ჩანს, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონსა და არგენტინელ ფეხბურთელს შორის შავმა კატამ გაირბინა. საფრანგეთის ჩემპიონი “ნაპოლის” ყოფილ შემტევს 15 მილიონ ევროდ აფასებს.
ფეხბურთელით დაინტერესებას მილანის “ინტერი” იჩენდა, თუმცა ქსერდან შაქირისა და ლუკას პოდოლსკის ყიდვის შემდეგ ნაკლებ სავარაუდოა “ნერაძური” ლავეცის ტრანსფერს მიუბრუნდეს.
სპორტული მიმომხილველები 29 წლის სამხრეთამერიკელის სახელს ამჯერად ტურინის “იუვენტუსს”, “მილანს”, “ნაპოლისა” და ინგლისურ “ლივერპულს” უკავშირებენ.
მიმდინარე სეზონში ლავეციმ ლიგა 1-ში ჩატარებულ 14 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.




გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0