x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ყველაზე, ყველაზე პირველი – ათი ფოტოსურათი, რომლებიც თავიანთ ჟანრში პირველები გახდნენ
თითქმის 200 წლის წინ ფრანგმა ჯოზეფ ნისეფორ ნეპსმა ლითონის ფირფიტას წაუსვა ასფალტის თხელი ფენა, ჩადო დახურულ კამერაში და დადო მზეზე. ასე მიიღო მან მსოფლიოში პირველი "ხილული გამოსახულება". მართალია, სურათი არც ისე კარგი ხარისხის იყო, მაგრამ ეს იყო მსოფლიო ფოტოგრაფიის ისტორიის დასაწყისი.

იმ დროიდან მოყოლებული ფოტოგრაფია, გარდა იმისა, რომ შავ-თეთრიდან გადაიქცა ფერადად, გახდა მრავალფეროვანი : დაიწყეს ფოტოგადაღება ჰაერიდან და კოსმოსიდან, გაჩნდა ფოტომონტაჟი და რენტგენი, წყალქვეშა ფოტო და 3D ფოტოსურათებიც კი.

მოდით ერთად ვიმოგზაუროთ ფოტოგრაფიის ისტორიაში და ვნახოთ პირველი ფოტოსურათები, რომლებიც ამა თუ იმ ჟანრში პიონერები გახდნენ.


image






1826 წელი - პირველი და უძველესი ფოტოსურათი


image


ჯოზეფ ნეპსმა (Joseph Niepce) – ფრანგმა ფოტოგრაფმა გადაიღო ეს სურათი 8-საათიანი დაყოვნებით. ფოტოსურათს ეწოდება "ხედი Le Gras-ის ფანჯრიდან". უკანასკნელ წლებში ეს ფოტო გამოფენილი იყო ტეხასის უნივერსიტეტის საგამოფენო ცენტრში.



1838 წელი- ფოტოზე აღბეჭდილი პირველი ადამიანი


image



ლუის დაგერმა (Louis Daguerre) ადამიანი ფოტოსურათზე პირველად 1838 წელს აღბეჭდა. ფოტოზე სახელწოდებით “Boulevard du Temple” ნაჩვენებია ქუჩა, რომელიც ერთი შეხედვით უსიცოცხლო გვეჩვენება, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ფოტოსურათის მარცხენა ნაწილში იოლად გავარჩევთ ერთადერთ ადამიანს, რომელიც მასზეა გამოსახული.




1858 წელი-პირველი ფოტომონტაჟი


image



1858 წელს ჰენრი რობინსონმა შესარულა პირველი ფოტომონტაჟი, კომბინირება გაუკეთა რა რამოდენიმე ნეგატივს ერთ გამოსახულებაში.

პირველ და ყველაზე ცნობილ კომბინირებულ ფოტოს სახელად “Fading Away" უწოდეს. მასზე გამოსახულია ტუბერკულით დაავადებული მომაკვდავი გოგონა. სურათმა მასებში აზრთა სხვადასხვაობა და აჟიოტაჟი გამოიწვია.




1895 წელი-პირველი რენტგენის სურათი


image



პირველ რენტგენის სურათს წარმოადგენს ვილჰელმ რენტგენის ცოლის ხელის ფოტო, რომელიც მეცნიერმა სრულიად შემთხვევით გადაიღო.




1856 წელი -პირველი წყალქვეშა ფოტო


image


პირველი წყალქვეშა ფოტო გადაიღო უილიამ ტომსონმა 1856 წელს. გადაღების დროს ფოტოაპარატი დამონტაჟებული იყო ოკეანის ფსკერზე ვაიმონტის (დიდი ბრიტანეთი) მახლობლად.




1861 წელი-პირველი ფერადი ფოტოსურათი


image



ჯეიმს კლერკ მაქსველმა (James Clerk Maxwell) - შოტლანდიელმა მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა 1861 წელს გადაიღო პირველი ფერადი ფოტოსურათი. ფოტოფირფიტები, რომლითაც ეს სურათი იქნა გადაღებული, დღესაც ნახება მეცნიერის სახლ-მუზეუმში, რომელიც ედინბურგში მდებარეობს.




1839 წელი-მსოფლიოში პირველი ფოტოპორტრეტი


image



1839 წელს რობერტ კორნელიუსმა გადაიღო პირველი ფოტოპორტრეტი: მას შემდეგ, რაც ფოტოობიექტივს სახურავი მოხსნა, ის გაიქცა კადრში მოსახვედრად და მთელი 5 წუთი მოუხდა ლოდინი, სანამ ლინზები დაიხურებოდა. ფოტოსურათის მეორე მხარეზე თავად ავტორის მიერ გაკეთებული წარწერაა: "სურათი, რომელიც ოდესმე პირველი იქნება ამქვეყნად. 1839 წელი".




1946 წელი - პირველი ფოტოსურათი კოსმოსიდან


image



1946 წლის 24 ოქტომბერს რაკეტა V-2-ზე დამაგრებულმა 35-მილიმეტრიანმა კამერამ გადაიღო პირველი ფოტო დედამიწიდან 65 მილის სიმაღლეზე.




1926 წელი - პირველი ფერადი ფოტოსურათი წყალქვეშ


image



1926 წელს მექსიკის ყურეში დოქტორმა უილიამ ლონგლიმ (William Longley) გადაიღო პირველი წყალქვეშა ფერადი ფოტოსურათი.




1972 წელი - სრულად განათებული დედამიწის პირველი ფოტოსურათი


image


პირველი ფოტოსურათი, რომელზეც სრულად განათებული დედამიწაა გამოსახული, გადაღებულია 1972 წელს და სახელად "ცისფერი ბურთი" (“The Blue Marble”) ეწოდება, გადაღებული იქნა 1972 წლის 7 დეკემბერს კოსმოსური ხომალდის "აპოლონ 17" -ის ეკიპაჟის მიერ.

2
276
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
276
  
2015, 23 იანვარი, 15:08
საინტერესო იყო
0 1 2