x
კიდევ ერთი საცეცი დაღესტნიდან

საზოგადოებას შიგადაშიგ თავს ახსენებს რუსეთის ფედერაცია
მრავალფეროვანი „სიურპრიზებით“.ბოლო დროინდელი „საჩუქარი“ კი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან
ახალი გზის მშენებლობას ეხება.რომელიც რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს დააკავშირებს
დაღესტნის მხრიდან.მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მონაკვეთზე ამ ეტაპზე სამუშაოები
არ მიმდინარეობს. ამ ყველაფრის დაშვების შესაძლებლობაც კი ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, მითუმეტეს
როცა მთავრობის ან უმრავლესობის ზოგიერთი წევრის მხრიდან კომენტირებისას გარკვეული
შესაძლებლობა დაიშვება.მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოსაზრება, რომლის თანახმადაც რაც მეტი გზა იქნება მით უფრო კარგია ქვეყნისთვის, ან
თუნდაც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის საოცარი აღმოჩენა, რომ ახალი გზა
საშიში არ არის თუ მასზე ტანკები არ გაივლის. რეალურად ორ ქვეყანას შორის რაც მეტი
მოწესრიგებული გზა არსებობს, მით უფრო კარგია მაგრამ როცა ერთ-ერთი ქვეყანა არის მეორეს
ოკუპანტი და პირდაპირი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობაც მაღალია დამატებითი გზები კიდევ
უფრო ურთულებს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ამოცანას.


ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ხელისუფლებამ
შექმნა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ოპერატიული სარდლობები, რომლებმაც თეორიულად დამოუკიდებლად
უნდა იმოქმედონ ქვეყანაში შემოჭრილი ძალების წინააღდეგ.დღესდღეობით ეს ნაბიჯი შეიძლება
სწორად შეფასდეს, გამომდინარე 2008 წლის მოვლენებისგან, როცა რეალურად დასავლეთ საქართველო
დაუცველი იყო აფხაზეთის მხრიდან შემოჭრილი ძალებისგან, რადგან ძალების დიდი ნაწილი თავმოყრილი
იყო აღმოსავლეთ საქართველოში.


დღევანდელი მდგომარეობით რუსეთის ფედერაციას შემდეგი
გზებით შეუძლია შეტევა განახორციელოს ქართული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.


დასავლეთ საქართველო


დასავლეთ საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალები
შეიძლება შემოვიდეს აფხაზეთის მხრიდან, მამისონის უღელტეხილიდან რაჭის მიმართულებით(მიუხედავად
იმისა, რომ აქ მოწესრიგებული არ არის სრულად ინფრასტრუქტურა, გარკვეულ საჯარისო ნაწილებს
მაინც შეეძლებათ მისი გადმოლახვა) და საჩხერის რაიონის მიმართულებით ცხინვალის რეგიონის
მხრიდან. ასევე გასათვალისწინებელია საზღვაო დესანტი, რომელიც დაუბრკოლებლად შეიძლება
გადმოისხას ანაკლიიდან სარფამდე, რადგან საქართველოს არ ჰყავს ფლოტი, რომელმაც შეიძლება
წინააღდეგობა გაუწიოს დესანტის გადმოსხმას და ზღვა ფაქტობრივად რჩება სანაპირო დაცვის
კატარღების ამარა.ასევე საქართველოს არ გააჩნია ხომალდსაწინააღმდეგო დანადგარები, რომელსაც
შეიძლებოდა ხმელეთიდან გაენადგურებინა სამიზნეები. ამ ყველაფერთან ერთად რუსეთის ფედერაციას
შეუძლია საჰაერო დესანტი გადმოსხას დასავლეთ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, რასაც
დიდად ხელს ვერ შეუშლის მცირე რაოდენობის ჰაერსაწინააღდეგო სისტემები.


სამხრეთ საქართველო


2008 წლის ომისას სომხეთში განლაგებული შეიარაღებული
ძალები არ შემოჭრილა ჯავახეთის რეგიონში, თუმცა თეორიულ დონეზე მაინც განსახილველია
გიუმრის ბაზაზე განლაგებული ძალები და ასევე ეთნიკურად სომხური მოსახლების ლოიალური
დამოკიდებულება მათ მიმართ, რაც კიდევ უფრო გაურთულებს ქართულ შეიარაღებულ ძალებს იმოქმედოს
წარმატებით.


აღმოსავლეთ საქართველო


აღმოსავლეთ საქართველოში კიდევ უფრო რთულად არის არსებული
მდგომარეობა, რადგან ცხინვალის რეგიონში არსებულ საჯარისო ნაწილებს მარტივად შეიძულია
დაიკავოს დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ავტობანი და შეტევა წამოიწყონ
თბილისზე. ცხინვალის რეგიონიდან საჯარისო ნაწილებს შეუძლია იმოქმედოს გორისა და ქარელის
მუნიციპალიტეტების მხრიდან.ამ ყველაფერს კიდევ შეიძლება დაემატოს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი
საიდანაც კიდევ დამატებითი ძალების შემოსვლაა შესაძლებელი.


რამდენად რეალურია ახალი სამხედრო კონფლიქტი და ამ ყველა
ბერკეტის გამოყენება რუსეთის მხრიდან ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა თეორიულ
დონეზე მაინც განიხილოს ყველა შესაძლო ვარიანტი.მოდი ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ქართულ
შეიარაღებულ ძალებს რა დონეზე გაუჭირდება ამდენი მიმართულებით აწარმოოს ბრძოლები, თუნდაც
მოუმზადებელ ან დემორალიზებულ საჯარისო ნაწილებთან, ხოლო თუ ამ ყველაფერს დაემატება
კახეთის აქამდე ხმელეთიდან დაცული რეგიონი, რომელიც ერთგვარ თავშესაფრად იქცა დედაქალაქის
მოსახლეობითსვის 2008 წლისას, ეს კიდევ უფრო დააჩქარებს სამხედრო წარუმატებლობას და
გარდაუვალ მარცხს.


ახალი გზა ზედაპირული გაგებით საჭიროა რადგან გაიზარდოს
ტვირთბრუნვა საბაჟო კავშირში მყოფ სომხეთსა და რუსეთს შორის, ასევე არის გარკვეული საუბარი
რომ თურქეთიდან მომავალი სახმელეთო ტვირთვისთვის შეიძლება გაკეთდეს, რადგან ლარსის მიმართულება
არასანდოა და ზამთარში ხშირად იკეტება. როგორც რიგითი მოქალაქე იმედი, მაქვს რომ მთავრობის
წევრები არ განიხილავენ ამ შესაძლო ვარიანტს.რადგან პირველი ამოსავალი წერტილი ნებისმიერი
სახელმწიფოსთვის არის ეროვნული ინტერესები, ხოლო საქართველოს ეროვნულ ინტერესებში ნამდვილად
არ შედის ახალი საცეცის შექმნა აღმოსავლეთის მხრიდან. თეორიულ დონეზე დავუშვათ, რომ
ეს არის მართლაც სავაჭრო გზა ტვირთბურნვის გასაზრდელად, მაშინ რატომ შეიძლება დათანხმდეს
ამას ხელისუფლება, როცა შეიძლება იგივე სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე მრავალმხრივ
ფორმატში დაითანხმოს რუსეთის ფედერაცია რომ გაზრდილი ტვირთბრუნვა არ შეფერხდეს, თუნდაც
როკის გვირაბით გავლით, რომელიც შეიძლება გაკონტროლდეს სხვადასხვა ფორმატში, რაც გრძელვადიან
პერსპექტივაში შესაძლოა დადებითად აისახოს კონფლიქტის მოსაგვარებლად.


ერთი სიტყვით, ახალი გზის მშენებლობა საქართველოს მხრიდან
ძალიან სახიფათოა, იმედია რომ გარკვეული კულუარული ვაჭრობის თემა არ გახდება ეს ყველაფერი
და საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ამ გზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობას, რაც
შესაძლო კონფლიქტისას დიდად გაურთულებს როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო საზოგადოებასაც
საქმეს და დააჩქარებს გარდაუვალ მარცხს.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:შალვა ჩიხლაძე
შალვა ჩიხლაძე
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0