x
რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები(რბილი ძალის ელემენტები)

შალვა ჩიხლაძე


რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეები საკმაოდ
მრავალფეროვანია, გარდა პირდაპირი სამხედრო აგრესიისა, რომლის მსხვერპლი საქართველო
2008 წელს გახდა და რომლის გამოვლინებაც იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსული
საჯარისო ნაწილების მონაწილეობა 90იან წლებში სამოქალაქო ომში დასუსტებულ დაქსაქსულ
სამხედრო ჯგუფებთან.დღეს რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე საფრთხეები არ
შეიცავს მხოლოდ სამხედრო კონპონენტებს.მას აქვს ზემოქმედების სხვადასხვა მექანიზმები, რომლის
მეშვეობითაც მას საქართველოს მოსახლეობაზე გავლენა მოიპოვოსო და აიძულოს საქართველოს
გაატაროს ის მოქმედებები, რომელიც არის საბჭოთა სამართალმემკვიდრე სახელმწიფოს ეროვნულ
ინტერესებში.ეს მექანიზმები შეგვიძლია რამდენიმე მსხვილ ჯგუფში გავაერთიანოთ ესენია:


ეკონომიკური მანიპულაცია(სავაჭრო ბრუნვის ზრდა და რუსეთიდან
გადმორიცხული ასეულობით მილიონი ლარი, რომელსაც ქართული დიასპორა აწვდის საქართველოში
მცხოვრებ ნათესავებს)ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებების გაღვივების
მცდელობები(სამხრეთ საქართველოსა და სხვა ეთნიკური უცმირესობების დასახლებულ რაიონებში)„გარყვნილებასთან“ ბრძოლის იდეის გარშემო რელიგიური
და ეწ კონსერვატული ელემენტების გაერთიანება, რომლის სათავეშიც შეიძლება „ზნეობრივი
იმპერიაც „დავინახოთდასავლეთის მხრიდან გაჭიანურებული პროცედურების გამო, (ნატოსა
და ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ) სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფი საზოგადობის
ნიჰილიზმის გამოყენება










დავიწყოთ ეკონომიკური მანიპულაციით, რომელიც 2006 წელს წარმატებით იქნა გამოყენებული რუსეთის
ფედერაციის მხრიდან, მაშინდელი საქართველოს ეკონომიკა და ენრგეტიკაც დიდწილად დამოკიდებული
იყო რუსეთის ფედერაციაზე.ბუნებრივ აირს საქართველო რუსეთიდან იღებდა.ამავდროულად ასეულ
ათასობით ქართველი რუსეთში ცხოვრობდა და იქიდან ცდილობდა ოჯახების რჩენა, ამას ემატებოდა
გასაღების მთავარ ბაზრად რუსეთის არსებობაც.ქართული მწვანილი, ღვინო, მინერალური წყალი
და ხილი გადიოდა რუსეთში ზედმეტი პრობლემების გარეშე.მას შემდეგ რაც რევოლუციაგადატანილმა
საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ურჩობა განიზრახა რუსეთმა აამოქმედა თავისი
ბერკეტები.ცივ ზამთარში შეუწყვიტა ბუნებრივი აირით მომარაგება ქართველ ოჯახებს.ასევე
„სანიტარმა ონიშენკომ“ აღმოაჩინა, რომ ქართული პროდუქცია მავნე იყო ჯანრთელობისთვის
და ჩაიკეტა გასაღების ბაზარი ქართული პროდუქციისთვის.ამ ყველაფერს დაემატა ადამიანების
მასობრივი დეპორტაცია და მათი სატვირთო ლაინერებით გამორეკვა საქართველოში.ეს ყველაფერი
ძალიან რთული გადასტანი იყო, მაგრამ სახელმწიფომ მოახერხა და ბუნებრივი აირის მიღება
ჯერ ირანიდან მცირე ხნით და შემდეგ უკვე სანდო პარტნიორიდან აზერბაიჯანიდან მიიღო.ასევე
გართულდა გასაღების ბაზრის პოვნა თუმცა მეტნაკლები წარმატებით 2012 წლისთვის ქართული
პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნებში დივერსიფიცირდა.თუმცა ქვეყანაში მაინც იმქნებოდა სოფლის
მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტის ჭარბი რაოდენობა, რომელიც ევროკავშირის რეგულაციების
გამო ვერ გადიოდა მთელ რიგ ევროპის ქვეყნებში ან ჯდებოდა გაცილებით ძვირი ვიდრე რუსეთში
ექპორტი.2012 წლისთვის რუსეთი სქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშიც ვერ ხვდება, რასაც
გარკვეული დადებითი შედეგიც ჰქონდა.მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების
სანაცვლოდ რუსეთმა გარკვეული დათმობები გააკეთა და უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში
დაიყწო ექპორტის გაზრდა.რუსეთში პროდუქციის გატანა დადებითი მოვლენაა, მაგრამ აქ საგულისხმოა
ტემპები და ის საფრთხეები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ყველაფრით.2013 წლისთვის
რუსეთი, რომელიც არ იყო ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულშიც კი მეოთხე ადგილზე ჩამოვიდა
თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის შემდეგ.ეს ფაქტი საგულიხმოა იმის გამო, რომ 2006 წლის
პერიოდის განმეორების შემთხვევაში ახალი ემბარგო ქართული კომპანიის წარმომადგენლებს
ძლიერ დააზარალებს.პრობლემა მდგომაროებს შემდეგშიც რუსეთში მეტნააკლებად ცნობადია ქართული
პროდუქცია და იქ იმდენად რთული სამუშაოების წარმოება არ უწევთ ექპორტიორ კომპანიებს
როგორც თუნდაც გერმანიასა ან საფრანგეთში ეს მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან მიმზიდველი
ხაფანგია, რომელიც კიდე უფრო აჯაჭვებს ქართველ კომპანიებს რუსეთის ბაზარზე.ამ ყველაფერთან
ერტად გაზრდილია ფულადი გადმორიცხვების რიცხვიც რაც დასაფიქრებელია ასევე.


სამხრეთ საქართველოში არსებული ეთნიკურად
სომეხი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ ლოიალურად არის განწყობილი რუსეთისადმი ეს არ არის
ახალი ფაქტი.ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის გამპროტესტებელ თბილისიდან ჩასულ მოსახლეობას
ადგილზე დახვდა ეთნიკურად დაღესტნელი საქართველოს მოქალაქეები სსრკს ფორმიან მაისურბეში
გამოწყობილები, რომლებიც სკანდირებდნენ პრორუსულ იდეებს.ეს ორი რეგიონი საყურადღებოა
ძალოვანი სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადების მხრიდან, რათა უფრო მეტად მოხდეს
ამ ჯგუფების ინტეგრაცია დანარჩენ საქართველოში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო
მიიღებს 21ე საუკუნეში ახალ რუსულ ნაღმებს, რაც ისედაც გართულებულ ტერიტორიუალური მთლიანობის
მოგვარების საკითხებს უსაშველოდ შორს გაწელავს.ამავდროულად საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ
ეთნიკური სომეხი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რეგიონში არსებული მძიმე სოციო-ეკონომიკური
მდგომარეობის გამო ცხოვრობს რუსეთში და იქიდან ცდილობს ოჯახების რჩენას, რაც კიდევ ერთი
საფრთხეა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.



ეწ კონსერვატიული ძალების მხარდაჭერა და მათი იდეებით ირიბი მანიპულირება არახალია
რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან.კერძდ კი მართლმადიდებელი
იმპერიის იდეა, რომელიც ფორმირებულია, როგორც სიონისტურ და მასონურ ძალებთან მებრძოლი
უკანასკნელი ელემენტი.დღესაც ჰპოვებს მხარდაჭერასა და გაზიარებას.რუსული ტელევიზიებითა
და ლიტერატურით მითოლოგიზირებულია დასავლეთის იმპერიალისტური იდეები, როგორც მებრძლი
ყოველგვარ ტრადიციულთან და თავად პუტინი გვევლინება სიონიზმთან მებრძოლ „რაინდად“.


ულტრამემარჯვენე ელემენტების დაფინანსებაც
ევროპაში დაკავშირებულია გაზპრომის თანხსასთან, რომლებიც ირიბად ევროსკეფცისიზმითა და
იზოლაციით ხელს უშლიან საქართველოსა და მსგავს ქვეყნებში ევროინტეგრაციაში და ავტომატურად
რჩება მეორე გზა, რომელიც ჩრდილოეთზე გადის.ბოლო ხანებში ქართულ საზოგადოებაში შეხვდებით
მოსაზრებებს, რომლის თანახმად დასავლეთის ქმედებები ესაა ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღდეგ, ხოლო
რუსეთი არის უკანასკნელი ბასტიონი მათ წინააღდეგ.შესაბამისად აპოკალიპტური ხედვები
და რუსეთის ზნეობრივ იმპერიად წარმოდგენაც პრობლემაა ეროვნული უსაფრთხოებვის.


ერთი სიტყვით რბილი ძალის ელემენტების გამოყენება ახალ
საფრთხეებს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და მის სახელმწიფოებრიობას.კონვენციური
ომის გარდა არსებობს საინფორმაციო ომისა და ჰიბრიდული ომის ელემენტები, რომლის გამოყენებაც
აქტიურად მიმდინარეობს და კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება უფრო ყურადღებით
დააკვირდება.


0
61
შეფასება არ არის
ავტორი:შალვა ჩიხლაძე
შალვა ჩიხლაძე
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0