x
image
worldsport.ge
“დინამო” ორ ბრაზილიელსა და სერბს აკვირდება

imageთბილისის “დინამომ” მიმდინარე წელს პირველი სპარინგი პირველი ლიგის სტუ-სთან ჩაატარა და 12:0 გაიმარჯვა. “დინამოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა კახი გოგიჩაიშვილმა განვლილ მატჩში შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:
პირველი ტაიმი: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, თოთაძე, ჭანტურია, შერგელაშვილი, ცინცაძე, ჯანელიძე, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე, ჩირგაძე
მეორე ტაიმი: დაუშვილი, ტაბატაძე, ბუკორაჩი, გველესიანი, ალბერტუ ტაილანი, პარუნაშვილი, ჯიღაური, ჯერემია, გუგა, უგულავა, მიქელთაძე
გოლები: 1:0 ჩირგაძე (3, ცინცაძის პასით), 2:0 კიტეიშვილი (18, ჩირგაძის პასით), 3:0 ლობჟანიძე (33, ჯანელიძის პასით), 4:0 ჩირგაძე (38, ჭანტურიშვილის პასით), 5:0 მიქელთაძე (48, ჯერემიას პასით), 6:0 ჯიღაური (56, ლობჟანიძის პასით), 7:0 ჯერემია (61, უგულავას პასით), 8:0 ჯერემია (69, ალბერტუ ტაილანის პასით), 9:0 ჯიღაური (71, გუგას პასით), 10:0 მიქელთაძე (74, პარუნაშვილის პასით), 11:0 ჯიღაური (75, ტაბატაძის პასით), 12:0 გველესიანი (84, ტაბატაძის პასით).
გიორგი პაპუნაშვილმა ინდივიდუალურად ივარჯიშა და სტუ-სთან არ უსპარინგია. “დინამოში” სამი ფეხბურთელი ისინჯება – ორი ბრაზილიელი და ერთი სერბი. გუგა პედრო ვიტოეი 20 წლისაა და “ბოტაფოგოს” ახალგაზრდული გუნდის წევრია. ის მარცხენა ნახევარმცველია. 24 წლის მარცხენა მცველი ალბერტუ ტაილანი “ბონსუსუდანაა” (კარიოკა 1). 24 წლის სტეფან ბუკორაჩი სერბეთში “დონი სრემში” გამოდიოდა. მას თამაში დაცვის ცენტრსა და ნახევარდაცვაშიც შეუძლია.
ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0