x
image
worldsport.ge
“ატლეტიკოს” აქციების 20 პროცენტი ჩინელმა მილიარდერმა შეიძინა

imageჩინელმა მილიარდერმა ვან ცზიანლინმა ესპანური საფეხბურთო კლუბ მადრიდის “ატლეტიკოს” აქციათა 20 პროცენტი შეიძინა. ამის შესახებ სააგენტო “სინხუა” იუწყება. გარიგების ღირებულებამ 52 მილიონი დოლარი შეადგინა.
შეთანხმების მიხედვით “ატლეტიკო” ჩინეთში სამ საფეხბურთო აკადემიას გახსნის და შესაძლოა წელს ამ ქვეყანაში ტურიც მოაწყოს.
გასული საუკუნის 90-იან წლებში ვან ცზიანლინის კუთვნილი კორპორაცია ჩინურ კლუბ “დალიან ვანდას” აფინანსებდა, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი რამდენჯერმე გახდა. 2011-2013 წლებში, მისი კორპორაცია ჩინეთის სუპერლიგის მთავარი სპონსორი იყო.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0