x
image
natia.a
"მაიმუნის კარაქი" - უცნაური ჯემი, რომელიც ბოლო დროის კულინარიული ჰიტი გახდა!
image"მაიმუნის კარაქი" ("Monkey Butter") - აუ უცნაური სახელწოდების ჯემმა ბოლო დროს დიდი პოპულარობა მოიპოვა, განსაკუთრებით კი აშშ-ში. თუმცა თუ მის შემადგენელ ინგრედიენტებს გავითვალისწინებთ, სახელწოდება უცნაურად აღარ მოგვეჩვენება. ბანანი, ანანასი, ქოქოსი - ეს ის სამეულია, რომელთა წყალობით ამ უჩვეულო ჯემს განსაკუთრებული არომატი აქვს და წლის ნებისმიერ დროს შეიძლება მომზადდეს.


მაშ ასე, "მაიმუნის კარაქის" მოსამზადებლად დაგვჭირდება:


ბანანი - 5 ცალი

ანანასი კონსერვირებული - 850 გ.


ქოქოსის ფანტელი - 25 გ.

შაქარი - 320 გ. (შესაძლოა მეტიც, თუ ტკბილი გიყვართ)

ლიმნის წვენი - 25 მლ.


დაჭრილი ბანანი და ყველა დანარჩენი ინგრედიენტი მოვათავსოთ ქვაბში. დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე (სანამ ადუღდება ხშირი რევა სჭირდება).


image

ჩავუკლოთ ცეცხლს და 10 წთ. ვხარშოთ. შემდეგ დავაბლენდეროთ და ისევ დავდგათ ცეცხლზე.


image


ვხარშოთ იმდენ ხანს, სანამ ჩვენთვის სასურველ კონსისტენციას არ მიიღებს. შეგვიძლია ცხელი ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ, ან შევინახოთ მაცივარში არაუმეტეს 1 თვისა.


image






1
294
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
294
  
2015, 16 იანვარი, 12:28
რას არ მოიგონებენ:დ
0 1 1