x
image
natia.a
უგემრიელესი კრემ-ბრულე ანუ რატომ დაწვა ნაღები კონდიტერმა - დეტალური რეცეპტი და ისტორია
image
იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა უფლისწული, ორლეანელი ფილიპე, საფრანგეთის მომავალი მეფე. პატარას ძალიან უყვარდა ნაღების დესერტი, რომელიც, როგორც წესი, სუფრასთან გაციებული მიჰქონდათ. ერთხელაც, მეფის მზარეულს აზრად მოუვიდა, შეეთბო ცივი დესერტი, რათა პატარა უფლისწულს ანგინა არ დამართვოდა... და ასე დაიბადა კრემ-ბრულე (ფრ. Crème Brûlée: დამწვარი ნაღები), უგემრიელესი დესერტი, რომლის გარეშეც დღეს ფრანგული სამზარეულო წარმოუდგენელია.

დღეისთვის კრემ-ბრულეს უამრავი ვარიანტი არსებობს: ხილის, დარიჩინის, ყავის, შოკოლადის და ა.შ.

ქვემოთ გთავაზობთ კლასიკური, ვანილის კრემ ბრულეს მარტივ რეცეპტს.




ინგრედიენტები:


ნაღები (30%) - 500 მლ.;
კვერცხის გული - 8 ცალი;
შაქარი - 100 გ.
ყავისფერი შაქარი - 2 ს.კ.
ვანილი


ჩავასხათ ქვაბში ნაღები და მივიყვანოთ ადუღებამდე, თან ვურიოთ. სანამ ადუღდება გადმოვდგათ და ცოტა გავაგრილოთ.

ცალკე ჭურჭელში ავურიოთ კარგად ჯერ კვერცხის გულები, შემდეგ კი დავამატოთ შაქარი. ავურიოთ (მაგრამ არ გავთქვიფოთ).


imageimage















კვერცხისა და შაქრის ნარევს დავამატოთ ნაღები და ვანილი.


image




მიღებული მასა გავანაწილოთ 150-200 მლ.-იან კერამიკის (ან ცეცხლგამძლე შუშის) თასებში.

image


თასები ჩავდგათ კერამიკის (ან ცეცხლგამძლე შუშის) ჯამში. ჩავასხათ ჯამში მდუღარე წყალი იმგვარად, რომ თასებს ნახევარ სიმაღლეზე წვდებოდეს.


image


შევდგათ თასებიანი ჯამი ღუმელში 150 გრადუსზე, 50-60 წუთით.
მომზადებული კრემ ბრულე გამოვიღოთ და ბოლომდე გავაცივოთ.
გაციებულ კრემ ბრულეს მოვაყაროთ ყავისფერი ან თეთრი შაქარი.


image


შევდგათ თასები ღუმელში, მაქსიმალურ სიმხურვალეზე (მინიმუმ 200 გრადუსი) ჩართული ზედა გრილის ქვეშ, 2-3 წუთით, რათა მოხდეს შაქრის კარამელიზება.


image


კარამელიზება შეიძლება ასევე სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით პირდაპირ თასებზე.


image



დესერტი გავაგრილოთ მაცივარში 2-3 საათით.


უგემრიელესი კრემ ბრულე მზადაა!


imageimage

0
656
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
656
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0