x
image
worldsport.ge
“მანჩესტერი” იანუზაის თვის ბოლომდე გაანათხოვრებს

imageინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ნახევარმცველი ადნან იანუზაი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე განათხოვრების წესით სხვა გუნდში გადავა.
Daily Mail-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მიიღო და კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ედუ ვუდვორდს მიზეზებიც დაუკონკრეტა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ბელგიის ეროვნული ნაკრების 19 წლის ფეხბურთელი მის გეგმებში ვერ ჯდება, რადგან არადამაჯერებლად გამოიყურება და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ხუან მატასა და ანხელ დი მარიას კონკურენციას ვერ უწევს.
სავარაუდოდ, იანუზაის გუნდის პოვნა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან მისით “ასტონ ვილა”, “იუვენტუსი” და პსჟ არიან დაინტერესებულნი.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ბელგიელმა “მანჩესტერის” მაისურით 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მხოლოდ 2-ჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0