x
image
worldsport.ge
ბერაჰინო: უარი “ვესტბრომს” “ლივერპულის”იმედად

imageბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა საიდო ბერაჰინომ “ვესტ ბრომვიჩთან” კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა. “შაშვები” მზად არიან ფეხბურთელს კვირაში ხელფასის სახით 65 000 გირვანქა დაუნიშნონ და ახალგაზრდა თავდამსხმელი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახადონ.
ფეხბურთელი “ლივერპულში” გადასვლას იმედოვნებს. “მერსისაიდელები” მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.
მიმდინარე სეზონში ბერაჰინომ “ვესტ ბრომვიჩის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 25 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. ბურუნდული წარმოშობის ინგლისელ ფეხბურთელს “ალბიონთან” კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0