x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქვეყნები, რომლებიც 1 იანვარს ახალ წელს არ აღნიშნავენ
მოგესალმებით ჩემო ერთგულო და არა ერთგულო მკითხველებო, უპირველეს ყოვლისა მოგილოცავთ ახალ, 2015 წელს და გისურვებთ, რომ ჯანმრთელი, სასიხარულო და სურვილების ასრულების წელი გქონოდეთ. ვინიადან და რადგანაც დღეს 1 იანვარია, ყველასათვის ცხადია თუ რა დღესასწაული აღინიშნება მსოფლიოს გარშემო, რომელიც ერთ-ერთი ლამაზია თავისი გამორჩეული, ეფექტური სანახაობების გამო და უამრავი დიდისა თუ პატარის გული მთელი ემოციებით ელოდება მას. თუმცა ასეთი არაჩვეულებრივი, ზარ-ზეიმით მოცული, ფეიერვერკებითა და ფერადი ნათურებით მოკაზმული სანახაობები ყველას როდი ეღირსება. აქვე მინდა დავკონკრეტდე, რომ დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ის 5 ქვეყანა, სადაც ახალი წლის ტრადიციული ზეიმი 1 იანვარს არ აღინიშნება და მათი ეს დღე თუ მომდევნო, არსებული და ჩვეული რითმით, ძილითა თუ სამსახურით ჩაივლის.


აი ისინიც:


1. ჩინეთი.


ჩინეთში 1 იანვარი საკმაოდ ჩვეულებრივად ჩაივლის ხოლმე. დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომლებსაც დღევანდელი ტრადიცია სწამთ და მისდევენ, ახდენენ ექსპორტს ხელოვნური ნაძვისხეების, "სანტა-კლაუსების" (თოვლის ბაბუა), სათამაშოების, შაშხანების, მოსართავი ნივთების, თოჯინების და სხვათას. ამ ყველაფერს კი აკეთებენ უფრო შობის დღესასწაულისთვის და არა ახალი წლისათვის. ჩვენგან განსხვავებით ჩინეთში ახალ წელს ზეიმობენ არა კალენდრის, არამედ მთვარის მიხედვით და მათ იგი 20-ე საუკუნეში იზეიმეს 1949 წლის 27 სექტემბერს.


image






2. ინდოეთი.


ინდოეთში მრავალი მულტიკულტურული ფესტივალი არსებობს. თუმცა არც ამ დღეებში იკეტება დაწესებულებები, ხოლო ხალხის მასის ნახვა თუ მოუნდება ვინმეს, სწორედ ამ დღესასწაულს უნდა მიაშუროს. რაც შეეხება ახალ წელს კი, იგი რა თქმა უნდა 1 იანვარს არ აღინიშნება. გარდა ამისა, ინდოეთის სუბკონტინენტს აქვს რამოდენიმე ვარიანტი ახალ წელთან დაკავშირებული. ეროვნული კალენდრის მიხედვით ახალი წელი იქ 22 მარტს იწყება და მახარაშტრაში ამ დღესასწაულს ეძახიან "გუდი პადვას", ხოლო ანდხრა პრადეშში კი მას ეძახიან "უგადი"-ს; კერალში აღნიშნავენ 13 აპრილს და მას უწოდებენ "ვიშუ"-ს; სამხრეთ ინდოეთში კი შემოდგომით აღნიშნავენ "დივაპალის", რაც სწორედ რომ "ახალ წელს" ნიშნავს.

image






3. ირანი.


ირანში არ არსებობს 1 იანვარს ახალი წელი, როგორც ზემო ჩამოთვლილ 2 ქვეყანაში და მეტიც, იქ ცხოვრობენ საკუთარი კალენდრის მიხედვით და დღეს იქ 1392 წელია. მათ გააჩნიათ ომარ ხაიამის მიერ შექმნილი ასტრონომიული, მზის კალენდარი, რომელსაც უბრალოდ დროდადრო ანახლებენ. რაც შეეხება ახალ წელს კი, ირანში მას აღნიშნავენ გაზაფხულის პირველ დღეს- 22 მარტს, რაც ასევე გრიგორიანულ კალენდარს ემთხვევა და მას ნოვრუზს უწოდებენ. ნოვრუზს აღნიშნავს ასევე სხვა ქვეყნები, სადაც ძველი სპარსული ტრადიციებია შემონახული, თუმცა 1 იანვარს აღინიშნავს ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ყირგიზეთი, ალბანეთი და მაკედონია.

image





4. იზრაელი.


იზრაელში 1 იანვარი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, როგორც დანარჩენი, თუ რა თქმა უნდა ის შაბათს არ დაემთხვა (შაბათი ებრაელების წმინდა დღეა). ახალ წელს კი აღნიშნავენ შემოდგომით (სექტემბერ-ოქტომბერში) სავსე მთვარის თიშრის დღეს და ამ დღესასწაულს უწოდებენ როშ ჰაშანას. დღესასწაული გრძელდება 2 დღე და შთამბეჭდავია თავისი ტრადიციებითა და რიტუალებით. თუმცა მაინც გავს ჩვენს ახალ წელს იმით, რომ ხალხის განსაზღვრული ნაწილი ხვდება ქუჩაში გართობით, უმეტესი კი ოჯახსა და მეგობრებთან ერთად.

image






5. საუდის არაბეთი.


საუდის არაბეთის რელიგიურმა პოლიციამ აუკრძალა მოსახლეობასა თუ იქ ემიგრირებულ სხვა ნებისმიერ მოქალაქეს ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია. ისლამური მქადაგებლების უმაღლესი კომიტეტის თანახმად ასევე აიკრძალა მაღაზიებში ამ დღესთან დაკავშირებული ნივთების, საჩუქრებისა და ყვავილების გაყიდვა. ამიტომ ეს დღე საუდის არაბეთში წმინდა კონსერვატიული წესით ჩაივლის ხოლმე, რასაც ხელს უწყობენ სამართალდამცავები, რომლებიც დადიან ქუჩაში და ამყარებენ სრულ კონტროლს. ისლამური კალენდრის მიხედვით კი ახალ წელს, იგივე ბუნიობას 21 მარტს აღნიშნავენ.

image


7
1026
19-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1026
  
2015, 6 იანვარი, 16:03
:* :* :* :*
2015, 6 იანვარი, 16:01
მადლობა საყვარელო :* :*
2015, 6 იანვარი, 16:01
კი ბატონო, აღნიშნავს თურქეთი.
2015, 6 იანვარი, 16:00
ხოო ინ, ღმერთმა ქნას ყველას ყოველი დღე დაბდების დღე და ახალი წელი გვქონდეს :*
2015, 6 იანვარი, 13:22
როგორც ყოველთვის, სტატია მოწოდების სიმაღლეზეა, ყოჩაღ მაკუნა :)
2015, 5 იანვარი, 16:38
თურქეთ? ეგენი აღნიშნავენ?
2015, 2 იანვარი, 14:47
ისე რომ ვთქვათ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს რიცხვს,მთავაერიაპიროვნებას ჰქონდეს სადღესასწაულოდ შესაძლებლობა,განწყობა და სურვილი,იყოს ბედნიერი და ჯამრთელი საყვარელ ადამიანებთან ერთად და მისთვის ხომ არა აქვს მნიშვნელობა რა რიცხვია?იმიტომ რომ მისთვის ყველა დრე დრესასწაულია,ამაზე მეტი რა უნდა ინატრო
0 1 7