x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რომელი პოლიტიკოსები "მიჯიყვნა" ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო სუფრაზე
imageსაპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით საგანელიძის ინიციატივით 27 დეკემბერს რესტორან "ბაგრატიონში" ხელისუფლების წარმომადგენელთა სუფრა გაიმართა.მისივე ინიციატივით იგი დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილს და სუფრაზე დასწრება სთხოვა, რაზეც ყოფილი მრემიერ-მინისტრი დიდი სიამოვნებით დათანხმდა.. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მინისტრები და დეპუტატები.


"შევიკრიბეთ დღის სამ საათზე, დავიშალეთ საღამოს შვიდზე. ეს იყო მეგობრული ვახშამი თუ სადილი, რასაც მოჰყვა კეთილი საახალწლო სურვილები, ერთმანეთის დალოცვა. სუფრაზე შეიძლება პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრო, მოჰყვე ანეგდოტი, იღადაო კიდეც და ვიღაცამ ერთმანეთთან ვახტანგურიც დალიოს. იყო კარგი სიმღერაც, რადგან იყვნენ "ქართული ხმების" წარმომადგენლები. სუფრას სიმღერა უხდება და მეც სიამოვნებით ვმღეროდი", -აცხადებს დავით საგანელიძე.


imageთუმცა ჟურნალისტი ელისო კილაძე რესტორან "ბაგრატიონში" გამართულ სუფრის სხვა კულუარულ დეტალებს ახმაურებს საკუთარი "ფეისბუქის" გვერდიდან:


"გაინტერესებს ჰო, რა მოხდა "ბაგრატიონში" ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობის და მთავრობის წევრების შეხვედრაზე?

ყოფილი პრემიერი მოქმედი პრემიერის

და მინისტრების გვერდით არ დაჯდა, მუსიკოსებთან ახლოს მაგიდაზე მოიკალათა და ყურადღებით აკვირდებოდა საკუთარი მთავრობისა და უმრავლესობის წევრებს.

1.სერიოზულად მიიჯირყვნა ფინანსთა მინისტრი;
2. წყალობის თვალით უყურებდა და რამდენიმე კომპლიმენტი უძღვნა იუსტიციის მინისტრს;
3. არ დალია პარლამენტის თავმჯდომარის სადღეგრძელო, სამაგიეროდ, გამორჩეულად ადღეგრძელა თინა ხიდაშელი, სამართლიანი ადამიანია და პარლამენტში ყველაზე მეტად ის ჩანსო;
4.რესპუბლიკური პარტია მწარედ გაკენწლა- ან აქ იყავით, ან თუ წასვლა გინდათ წადითო...;
5. საჯაროდ საერთოდ არ უხსენებია პრეზიდენტი მარგველაშვილი, თუმცა არა საჯაროდ გვარიანად მოიკითხა...
P.S.სხვა დეტალები ვიცი, მაგრამ არასაჯაროდ !!!", - წერს კილაძე.


image

0
376
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0