x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"პრემიერის ეს ლაჩრული განცხადება სურვილს მიჩენს - მივცხო პირზე ხელუკუღმა"

image"საქართველოს თავდაცვის მინისტრს "არც ეუხერხულება და არც არაფერი" - პრემიერის ეს უტიფარი და ლაჩრული განცხადება მთელი დღეა თავში მიტრიალებს და გამოვტყდები, რომ მხოლოდ ერთ, არცთუ საამაყო სურვილს მიჩენს - საჯაროდ მივცხო პირზე ხელუკუღმა.
უკანა კარიდან გაპარული თავდაცვის მინისტრი რომ მახსენდება, ეს არც თუ მოსაწონი სურვილი კიდევ უფრო მიძლიერდება.
ერიხ მარია რემარკის "დასავლეთის ფრონტზე სიახლე არ არის" პირველი წიგნია, რომელმაც ჯარისკაცის სიცოცხლე ახლო მანძილიდან დამანახა. ამ ნოველის ბოლო

აბზაცი დღემდე ზეპირად მახსოვს (რუსულად) - შევეცდები ვთარგმნო.

"ის დაეცა 1918 წლის ოქტომბერში. ამ დღეს მთელ ფრონტზე ისეთი სიწყნარე იყო, რომ ჯარის რეპორტი მხოლოდ და მხოლოდ ერთი წინადადებისგან შედგებოდა: დასავლეთის ფრონტზე სიახლე არ არის. სახით დაეცა და ისე იწვა, თითქოს ეძინა. როდესაც გადმოაბრუნეს, ნახეს რომ დიდხანს არ უწვალია. სახეზე მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს კმაყოფილი იყო, რომ სიცოცხლე დასრულდა".

არ ვიცი რას ფიქრობდა ალეკო გრიგოლაშვილი როცა კვდებოდა, მაგრამ რატომღაც მჯერა, იმას ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ქვეყნის ხელისუფლება ანგარებაში დაადანაშაულებდა, შეურაცხყოფდა და ამის გამო უხერხულობასაც არ იგრძნობდა.
Irakli Garibashvili Official - სად გაიზარდე?", - ასე ეხმაურება ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი თავდაცვის სამინისტროს სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ კომენტარს.


აქვე შეგახსენებთ 25 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს:


"სრულიად გაუგებარია ჩემთვის ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მოწოდებები იმის თაობაზე, რომ მინდია ჯანელიძე გადადგეს, მე მგონი არასწორი საუბარია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უფრო გონივრული იქნება, დროზე დავასრულოთ ეს საუბარი და მართლაც ისტერია. მინდია ჯანელიძესთან მქონდა საუბარი. მას არც ეუხერხულება და არც არაფერი. ჩვენ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ პოზიცია".


მთავრობის მეთაურის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებაზე "ამხელა აჟიოტაჟის" ატეხვა, თავდაცვის სამინსტროსთვის შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია.

2
439
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
439
  
2014, 28 დეკემბერი, 16:19
ამას ორივე ცერა თითი რო მიახმარო ნეტა კვერცხებიც ჩაეტევა პირში?!
2014, 26 დეკემბერი, 21:31
თამარა თავის სტიქიაშია მუდამ, ისე კი თავდაცვის უწყებამ მაგრად "მიჰქარა" იმ განცხადებით...
0 1 2