x
image
worldsport.ge
მოურინიო: “მესის შეძენა არ შეგვიძლია”

imageimageჟოზე მოურინიომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ლეო მესის “ჩელსიში” შესაძლო გადასვლის შესახებ არ დაადასტურა. პორტუგალიელი მწვრთნელის განცხადებით, არგენტინელის შეძენას უეფას მიერ დაწესებული ფინანსური “ფეარ ფლეის” რეგულაციებიც უშლის ხელს.ჟოზე მოურინიომ ამ თემაზე ტელეგადაცემა Christmas Day-ში ისაუბრა. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, არსებობს თუ არა მესის “ჩელსიში” გადასვლის შესაძლებლობა, “განსაკუთრებულმა” უპასუხა: “არა, ამის შანსი არ არსებობს, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენს წინაშე არსებული “ფეარ ფლეის” რეგულაციების დარღვევა მოგვიწევს. მოგეხსენებათ, ფანტასტიური ფეხბურთელის შეძენა შესაბამისად დიდი თანხების გადახდას მოითხოვს, რისი გაკეთებაც ჩვენ არ შეგვიძლია” – განაცხადა “ჩელსის” მწვრთნელმა.


დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0