საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი თხოვდება: "არ ვიცი თეთრ კაბას ჩავიცვამ თუ არა" 2014, 17 დეკემბერი, 22:31
ნანუკა ქორწილის გადახდასაც გეგმავს. რადგან წყვილს ოფიციალურად ქორწინება არ აკავშირებს, სურთ რამდენიმეწლიანი კავშირი დააკანონ. ქორწილს ზუსტად ურთიერთობის 10 წლის თავს დაამთხვევენ. "ჯერ კიდევ ვფიქრობ გავყვე თუ არა ირაკლი კოდუას ცოლად. ქორწილი აუცილებლად საქართველოში გვექნება. ჯერ არ ვიცი ჩავიცვამ თუ არა თეთრ კაბას, მაგრამ არ გამოვრიცხავ"-გვიამბობს ნანუკა. შეგახსენებთ, რეომ ნანუკა ჟორჟოლიანს პირველი უიღბლო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, მარიამ გეგუჩაძე. დედა-შვილი კარგი მეგობრები არიან. რაც შეეხება პატარა საბას, ის ირაკლისა და ნანუკას სიყვარულის ნაყოფია. იმედია ირაკლი კოდუა საქართველოში დაბრუნებასა და ქორწილის გადახდას უახლოეს მომავალში მოახერხებს. ვუსურვოთ ოჯახს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 2843 10-ს მოსწონს 2-ს არა
|