x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ქუთაისში ბორის გაპონოვის ძეგლი დააზიანეს
imageქუთაისში, ბორის გაპონოვის ძეგლი დააზიანეს.


როგორც მოსახლეობა აცხადებს, ძეგლს ხელი ჰქონდა მოტეხილი.


"ეს არის ვანდალიზმი. ძეგლს ხელი რომ აქვს მოტეხილი ამის კვალიც კი ეტყობა ბეტონის საფარს. ვერ ვხვდებით რატომ ერჩიან ძეგლებს, "-განაცხადა მოსახლეობამ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ტატო კუჭავს თქმით, ვანდალური ფაქტი არ ფიქსირდება, ძეგლს ძეგლის ავტორი სარემონტო სამუშაოებს უტარებს.



ძეგლის ავტორის გიორგი კიკვიძის განცხადებით, ძეგლს ბზარი ჰქონდა, მიიღო გადაწყვეტილება და მისი შეკეთების მიზნით, მარცხენა ხელი მოხსნა.


"მოსახლეობას ეგონა, რომ ძეგლს ხელი მოტეხეს. სინამდვილეში, მართლაც მოხდა ძეგლის დაზიანება, ალბათ ალკოჰოლით მთვრალმა ადამიანმა დააზიანა. ამჯერად ძეგლი შეკეთებულია, "–აღნიშნა კიკვაძემ.

image

0
76
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0