x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
15 ძეგლი, რომლებიც მსოფლიოს უფრო კეთილს ხდის.
image



კარგი, კეთილი ქმედებები დადებით ზეგავლენას ახდენს არა მარტო ჩვენს განწყობაზე, არამედ მთელი კაცობრიობის მდგომარეობაზე. და თუ თქვენ შეძელით და შექმენით რაღაც ისეთი, რაც სიკეთეს გადასდებს გარშემომყოფთ, მაშინ თქვენ ძეგლის დადგმის ღირსი ხართ.


ძეგლი ქველმოქმედს




image



ქველმოქმედ ასგატ გლიმზიანოვის ძეგლი დგას ყაზანში. როცა საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ არ იყო ცნება " ქველმოქმედება", ეს ადამიანი ფულს ურიცხავდა ბავშვთა სახლებს და ინტერნატებს ჩუქნიდა ახალ მანქანებს. მარტო ავტობუსები – 75 ცალი იყიდა და აჩუქა მათ. გახეხილი "ტელეგრეიკა", გაცვეთილი ფეხსაცმელები – თავისთვის ის ფულს არ ხარჯავდა. მუშაობდა ყაზანის საკოლმეურნეო ბაზარში მეეტლედ. ასგად გალიზმანოვი თავის ფარდულში ზრდიდა პირუტყვს და შემოსული თანხით ეხმარებოდა გაჭირვებულებს. თავისი კეთილმოწყობილი ბინა ქალაქის ცენტრში დაუთმო ყაზახეთიდან დაბრუნებულ ოჯახს.



ძეგლი მეზღვაურის მეუღლეს


image

ძეგლი მეზღვაურის მეუღლეს დაუდგეს 2002 წელს გმირ- ქალაქ ოდესაში. სხვაგან სად, თუ არა საპორტო ქალაქში შეგიძლიათ მსგავსი სცენების ნახვა. მტირალი დედა და შვილი, რომელიც დაუღალავად უქნევს ხელს მიმავალ მამას. ისინი ცდილობენ თავი აკონტროლონ და არ დაუშვან ფიქრი იმაზე, რომ მამა შეიძლება ვეღარ დაბრუნდეს.


გზა დაუთმეთ იხვებს


image

გზაზე გადამსვლელი იხვების ძეგლი მდებარეობს ბოსტონის საზოგადოებრივ პარკში. ნენსი შენის ბრინჯაოს სკულპტურა ასახავს რობერტ მაკლოსკის პოპულარული საბავშვო წიგნის გმირებს. ამ სკულპტურული კომპოზიციის ზუსტი ასლი მდებარეობს მოსკოვის ერთ-ერთ სკვერში.


მეტი იკითხეთ


image

ასეთი მომხიბვლელი ძეგლი კი შეგიძლიათ ნახოთ ტორონტოში Mount Pleasant Cemetery- ზე.



ბაჭიების მაშველი


image



გახსოვთ ისტორია მაშველ კურდღელზე, სკოლაში რომ ვკითხულობდით? მისი განსახიერება შეგიძლიათ ნახოთ მოსკოვის ხელოვნების პარკში "მუზეონ"-ში.



მეგობრობის სოსისი



image



ეს ძეგლი დგას ქალაქ ნოვოკუზნეცკში ერთ-ერთი ხორცის მაღაზიის ახლოს. ნამუშევრის ავტორი არის სკულპტორი კრასნოიარსკიდან - კონსტანტინე ზინიჩი.


ძეგლი ოჯახს



image


სკულპტურული კომპოზიცია გედების ტბასთან ქალაქ ასტრახანში დაიდგა 2013 წლის შემოდგომაზე. ამ კომპოზიციაში ბევრი ოჯახი იცნობს საკუთარ თავს და თავის ახლობლებს.


ოთხფეხა გმირი


image



ცნობილი ძაღლი ჯიშისა, რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა როგორც სერბერნარი, XIX საუკუნის დასაწყისში მუშაობდა შვეიცარიაში წმინდა ბერნარის მონასტერში, რომელიც საშიშ უღელტეხილთან ახლოს მდებარეობდა. იქ ხშირად იყო თოვლიანი ქარბუქები. ლეგენდის თანახმად, ბარსიმ სიკვდილს გადაარჩინა 40 ადამიანი და მოკლული იქნა 41-ის მიერ, რომელსაც ძაღლი მგელი ეგონა.


ბიჭი, რომელიც უყურებს მთვარეს


image

ბიჭი, რომელიც უყურებს მთვარეს, – არის ძეგლი უძველეს ქალაქ სტოკჰოლმში. სკულპტორ ლის ერიქსონის ეს ნამუშევარი დაიდგა 1967 წელს და არის შვეციაში ყველაზე პატარა ქანდაკება: მისი სიმაღლეა დაახლოებით 15 სმ.


სიმსუბუქის ილუზია



image



ინგლისის ერთ-ერთ პარკში მდებარეობს 7 თვის ჩვილის გიგანტური სკულპტურა, რომელიც შექმნა ინგლისელმა მხატვარმა მარკ კუინმა. ის დამზადებულია ბრინჯაოსგან და ფოლადისგან და დამაგრებულია ჩვილის ხელით, რაც საოცარ სიმსუბუქის ილუზიას ქმნის.


ოჯახური ფასეულობების სიმბოლო



image




2008 წელს ქალაქ სარანსკში დაიდგა ეს დინამიური და ლამაზი ძეგლი ოჯახისა. მრავალშვილიანი ოჯახის ძეგლის დადგმის ინიციატორი იყო მორდოვიას რეგიონის უფროსი, გამოთქვა რა სურვილი დადგმულიყო უცვლელი ოჯახური ფასეულობების სიმბოლო, რომელიც საზოგადოების ჭეშმარიტი საფუძველია.



ხსოვნა ოდისეაზე



image


მურმანსკში მდებარეობს კატა სემიონის ძეგლი, რომელმაც გაიარა 2 000 კმ- ზე მეტი, რომ თავის პატრონთან დაბრუნებულიყო. 6 წელზე მეტი მოუნდა მოსკოვიდან მურმანსკამდე ჩასვლას. ხსოვნა მის ოდისეაზე ბრინჯაოთია უკვდავყოფილი.


ნამდვილი მეგობრები ყოველთვის დაგეხმარებიან


image


კურდღლების გადაცურვა შვეციაში იოტას არხზე. სკულპტურები მდებარეობენ არხის ორივე ნაპირზე. ერთ ნაპირზე კურდღლები ხტებიან წყალში, ხოლო მეორეზე –ამოდიან ერთმანეთის დახმარებით.



პატარა კეთილი ანგელოზი


image

2013 წლის 12 ოქტომბერს იზმაილოვის ბაღში გამოჩნდა სკულპტურა "პეტერბურგის ანგელოზი". კეთილი პატარა ანგელოზის ფიგურა მოთავსდა პარკში ერთ-ერთ სკამზე. ის მორიდებულდ ჩამოსკუპდა რომ დაისვენოს და ელოდება წვიმის გადაღებას.


საკუთარი გრძნობების არ უნდა გრცხვენოდეს


image



როგორც ჩანს ასე ფიქრობენ 8 მეტრიანი მეზღვაურის და მედდის სკულპტურის ავტორები. ეს გიგანტური კოლორიტული წყვილი ფლორიდაში დგას.


0
1095
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1095
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0