x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
რა ქონებას ფლობს მილიარდელი თემურ სეფიაშვილი, რომელიც სტუდენტობის დროს საქართველოდან ამერიკაში ბედის საძიებლად წავიდა
imageუმდიდრესი ქართველების უმეტესობა, რომელთა შემოსავალი მილიონებს ან მილიარდებს ითვლის, საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.ჩვენი ქვეყანა არასოდეს გამოირჩეოდა განსაკუთრებულად მდიდარი ადამიანების სიმრავლით. - ამის საშუალებას არც ეკონომიკის განვითარება, არც ბაზრის მოცულობა და არც პოლიტიკური ვითარება იძლეოდა. ამიტომაცაა, რომ უმდიდრესი ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა საზღვარგარეთ ცხოვრობს და აგროვებს მილიარდებს.

ზოგიერთ მათგანზე სოციალურ მედიაში საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.თუმცა როგორც ჩანს მათ რიცხვს არ მიეკუთვნება მილიარდელი თემურ სეფიაშვილი.

3.100.000.000 ამერიკული დოლარის მფლობელი თემურ სეფიაშვილი იგივე ტამირ საპირი.ერთხელ რიგითი თბილისელი სტუდენტი ამერიკაში ბედის საძიებლად გაემგზავრა და "იღბალი პირდაპირ თავში მოხვდა" - ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ის საქართველოდან ემიგრირებული ებრაელია, რომელიც ამჟამად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორისაა.მისი კომპანია მანჰეტენზე 2, 5 მილიონ კვადრატულ მეტრ უძრავ ქონებას ფლობს.

როგორც წყარო წერს, თემურ სეფიაშვილის ცხოვრება რაღაცით ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტს წააგავს.ტამირ საპირი ჩვიდმეტსართულიანი სახლის მეპატრონეა მექსიკაში, აქვს თვითმფრინავი, რომელიც სირიის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის ჰაფეზ ასადისგან შეიძინა, ასევე ის მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტის მფლობელია.


თემურ სეფიაშვილი ფლობს ოთხ ენას, რაც მის ინტელექტზე მეტყველებს.ის არაერთხელ იყო გახვეული სხვადასხვა სკანდალებში, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა.ამბობენ, რომ საპირი არასოდეს მალავს წარსულს და ღიმილით იხსენებს საბჭოთა დროს - დროს, თუ როგორ იშოვა პირველი ფული.

P. S. წყარო არ წერს, რამდენს ხარჯავს მილიარდელი საქველმოქმედო საქმიანობაში, თუმცა ის როგორც თბილისში დაბადებული და გაზრდილი, სავარაუდოდ, დიდ ქველმოქმედებას ეწევა.

0
457
10-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0