x
image
worldsport.ge
ჟოზე მოურინიო: “ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა ახლა იწყება”

imageლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “სპორტინგთან” მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასული გუნდების შესახებ ისაუბრა.
“ტურნირის ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე არ არსებობს, ყველა ძლიერია და იბრძვის გამარჯვებისთვის. არ ვგულისხმობ მხოლოდ გრანდებს, არამედ შედარებით ნაკლებამბიციურ კლუბებსაც. ერთადერთი დიდი გუნდი, რომელიც გამოეთიშა გათამაშებას “ლივერპულია”. ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა ახლა იწყება. “რეალი”, “ბარსელონა”, “სიტი”, “ბაიერნი”, პსჟ, “დორტმუნდი” ეს გუნდები ჩვენი მთავარი კონკურენტები არიან. ჩვენ კი შევეცდებით თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ და სეზონის ბოლოს ვნახავთ, რა შედეგს მივიღებთ” – განაცხადა მოურინიომ.
ლონდონის “ჩელსი” მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა. მათი პირველი საპლეიოფო მეტოქე 15 დეკემბერს გაირკვევა.



გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0