x
image
lady.ge
წყვილების შეთავსება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ვის ეწყობა ქალწული?
imageქალწული კაცი ვერძი ქალი-იშვიათი და პრობლემური კავშირია. რადგან ქალწულს თავისი პრაგმატული, ზედმეტად კრიტიკული საქციელით და პედანტობით წყობიდან გამოყავს ვერძი ქალი. ამას გარდა მისთვის ქალწული საშინელად ძუნწი და მოსაწყენი ტიპია. აქედან გამომდინარე, მას რომ ცოლად გაყვეს ძალიან უნდა იყოს დაღლილი ვერძი ცხოვრებისგან.


ქალწული ქალი-ვერძი კაცი -საკმაოდ კარგი წყვილია. ქალწულს შეუძლია ძალიან კარგი "ბექგრაუნდი" შეუქმნას თავის ვერძ ქმარს საიმისოდ რომ მან კარგი კარიერა გაიკეთოს, რაც შესაბამისად მის მიერ გამომუშავებული ხელფასის რაოდენობაზე აისახება. ქალწულს კი მოგეხსენებათ ფული უყვარს!


ქალწული ქალი კურო კაცი- ეს არის წყვილი სახელად "ალხანა და ჩალხანა" . კარგი, შეიძლება ითქვას, საუკეთესო კავშირია. ქალწულს შეუძლია კურო მამაკაცს საუკეთესო მეუღლეობა გაუწიოს. იყოს მისი ყველაზე დიდი მეგობარი, გვერდში მდგომი და მესაიდუმლე. მოკლედ დამილოცნიხართ:))


ქალწული მამაკაცი კურო ქალი - საკმაოდ კარგი კავშირია, მით უმეტეს თუ მათი ოჯახი, სამსახურეობრივი რომანის საფუძველზე შეიქმნა, ქალწულს საშუალება მიეცემა თავისი ჭკვიანი ცოლის მეშვეობით გააორმაგოს დაგროვილი კაპიტალი.




ქალწული კაცი ტყუპი ქალი- საკმაოდ რთული მაგრამ არცთუ იშვიათი კავშირია. მე პირადად ბევრი შემხვედრია მსგავსი წყვილი, ალბათ იმიტომ რომ ამ ორს ერთი და იგივე პლანეტა მერკური მართავს, მათ მაინც აქვთ ხასიათში საერთო თვისებები.



ქალწული ქალი ტყუპი კაცი-გაცილებით უკეთესი ვარიანტია, ვიდრე შებრუნებული კომბინაცია. რადგან ტყუპ კაცს ძალიან სჭირდება გვერდით ჭკვიანი, განათლებული და მეგობრული ქალი. ასეთი კი ნამდვილად არის ქალწული. აქედან გამომდინარე ეს ორი საკმაოდ კარგ წყვილს ქმნის.


ქალწული მამაკაცი კიბო ქალი- საკმაოდ კარგი წყვილია. ორივეს უყვარს კომფორტი, სიმყუდროვე, სტაბილურობა და რაც მთავარია ფული, ბევრი ფული. ისინი დაეხმარებიან ერთმანეთს რომ სოლიდური კაპიტალი დააგროვონ, მთავარია ქალწულმა ზედმეტად არ აკრიტიკოს ამ საკითხში ძალიან ემოციური კიბო.

ქალწული ქალი კიბო კაცი- საკმაოდ კარგი წყვილია. მათ ოჯახში ყოველთვის იქნება კომფორტი, წესრიგი და სიმყუდროვე. თუმცა შესაძლოა პრობლემა შექმნას ქალწულის ემოციურმა სიცივემ, კიბო გამუდმებით მოითხოვს სითბოს აშკარად გამოხატვას. ქალწულს კი ბევრი "უწი-პუწი" არ უყვარს.


image

ქალწული მამაკაცი ლომი ქალი - საკმაოდ კარგი წყვილია, მით უმეტეს თუკი მათი ქორწინება უფრო გვიან ასაკში შედგება. ფუფუნების მოყვარული ლომისთვის ქალწულს შეუძლია საუკეთესო და მდიდრული ბექგრაუნდის შექმნა და მისი უზრუნველყოფა საუკეთესო პირობებით. აქედან გამომდინარე ლომი ნამდვილად არ წააგებს ამ კავშირით.

ქალწული ქალი ლომი კაცი-საკმაოდ ხშირი და მყარი წყვილია. ქალწული შესანიშნავად ახერხებს ტაქტიანად მართოს უფროსობის მოყვარული ლომი. ლომისთვის კი ქალწული ცოლის გარდა საუკეთესო მეგობარი, მრჩეველი და თანამოაზრეა.


ქალწული მამაკაცი სასწორი ქალი- ამ ორს შეუძლია "ელიტური წყვილის" იმიჯი შესანიშნავად მოირგოს და ატაროს საზოგადოებაში. ორივეს უყვარს დახვეწილი ნივთები, კომფორტი და ფუფუნება. ერთადერთი რამაც შესაძლოა საქმე გააფუჭოს, ეს სასწორის მერყევი ხასიათი და ცვალებად ბუნებაა.


ქალწული ქალი სასწორი მამაკაცი- ეს ის ქალია, რომელიც ამ მერყევ მამაკაცს შესანიშნავად მართავს თავისი ნაზი მაგრამ რკინის ხელით. აქედან გამომდინარე, ინიციატივა და პირველი ვიოლინოს როლი, ამ წყვილში ყოველთვის ქალწული ქალის საკუთრება იქნება.


ქალწული კაცი მორიელი ქალი-მათ ნაკლებად აქვთ შანსი, ერთობლივი ცხოვრება შესძლონ, არა მარტო ზოგადი მსოფლმხედველობის, ფინანსებთან დამოკიდებულების და ცხოვრების აღქმის სხვადასხვაობის გამო, ყველაზე მთავარი, ეს მათი ტემპერამენტების რადიკალური სხვაობაა. თუ ქალწული არატიპიურ წარმომადგენელს განეკუთვნება და მის პირად რუკაში მორიელის გავლენა დიდია კიდევ არის შანსები, თუმცა მცირე.


ქალწული ქალი მორიელი კაცი- გაცილებით პერსპექტიული კავშირია, ვიდრე შებრუნებული ვარიანტი, ეს იმიტომ რომ ქალწული ქალი მოთმინებით იტანს მორიელის ბუენებას, ამასთან ერთად მას აქვს მორიელის თვალში ყველაზე დიდი ღირსება-შეუძლია იყოს ძალიან ერთგული.


ქალწული მამაკაცი მშვილდოსანი ქალი-მათი ხასიათები ძალიან განსხვავებულია, თუმცა გვხდებიან მაინც ასეთი წყვილები. მათი ქორწინება უფრო გვიან ასაკშია რეკომენდებული, როცა ქალწულს შეუძლია კარგი ბექგრაუნდი შეუქმნას თავის ცოლს მრავალმხრივი ინტერესების დასაკმაყოფილებლად.


ქალწული ქალი მშვილდოსანი კაცი- რიგით მეორე ქალია კირჩხიბის შემდეგ, რომელიც ახერხებს თავქარიანი და არატაბილური მშვილდოსანი ოჯახური კერას "მიაჯაჭვოს" რაღაც დოზით მაინც. მისი მოთმინების და გატანის უნარი, ასევე მეგობრული დამოკიდებულება აიძულებს მშვილდოსანს ყოველთვის დაბრუნდეს ისევ მასთან, მოკლეხნიანი თავგადასავლების მერე.


ქალწული კაცი თხის რქა ქალი-ორი ამბიციური და შრომისმოყვარე ნატურა. მათ დიდი მწვერვალების დაპყრობის პოტენციალი აქვთ ერთად და ხშირად იყენებენ ხოლმე. თხის რქისთვის, ქალწული ქმარი ხშირად ყველაზე დიდი დამხმარე და თანაშემწეა თუკი ეს უკანასკნელი ბიზნესს მართავს ან კარიერას იკეთებს.


ქალწული ქალი თხის რქა კაცი-შესანიშნავი წყვილია. ორივე მშრომელი და სტაბილურობის მოყვარული ადამიანია. ისინი მშვენიერ, მყუდრო და კარგ ოჯახს ქმნიან. რომელში გაზრდილი ბავშვებიც არასოდეს იქნებიან სულიერად ტრმავირებული რადგან სითბოს და სიყვარულის ატმოსფეროში გაიზრდებიან.


ქალწული კაცი მერწყული ქალი-იშვიათი, თუმცა შესაძლებელი კავშირია. მერწყულის არაპროგნოზირებადი საქციელი, ხშირად იქნება ქალწულისთვის უკმაყოფილების მიზეზი, თუმცა მათ საერთო ინტერსებიც ბევრი ექნებათ, განსაკუთრებით ინტელექტუალური შეთავსებადობის მხრივ.

image

ქალწული ქალი მერწყული კაცი- საკმაოდ რთული წყვილია. იმ სტაბილურობას და სიმყარეს რასაც ქალწული ქალი ზოგადად პარტნიორისგან და ოჯახისგან ითხოვს, მერწყული კაცი ნაკლებად უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე ღირს კი გარისკვა?


ქალწული კაცი თევზი ქალი- საკმაოდ რთული და წინააღმდეგობებით სავსე კავშირია. ეს ორი ნიშანი ერთმანეთის ოპოზიციურ ნიშნად ითვლება, ამიტომ მათი ხასიათები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.


ქალწული ქალი თევზი კაცი- რთული კავშირია, ქალწულისთვის თევზი არასტაბილური და არასაიმედო ქმარია. მას მოუწევს მუხლჩაუხრელად იმუშაოს და ყველანაირი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, რომ ოჯახში ყველაფერი რიგზე იყოს.

0
7840
1-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
7840
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0