x
image
worldsport.ge
ჰამშიკს გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს

imageსლოვაკეთის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" კაპიტანი მარეკ ჰამშიკი 7 დეკემბერს "ემპოლის" წინააღმდეგ მატჩში 61-ე წუთზე შეცვალეს. ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა კი ფეხბურთელი მოედნიდან სტვენით და კაპიტნის სამკლაურის სროლით გააცილეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ჰამშიკის ცოლს მარტინა ფრანოვას შეურაცხყოფა მიაყენა. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მარეკის ოჯახს ნეაპოლელი გულშემატკივრები ცუდად ეპყრობიან.
2008 და 2011 წელს ჰამშიკს საათი მოპარეს, მეორე შემთხვევის დროს კი იარაღის გამოყენებით გაძარცვეს.
აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით სლოვაკი შემტევი კლუბს დატოვებს. მარეკის ასპარეზობა "ნაპოლიში" წინა სეზონებისგან განსხვავებით აშკარად უღიმღამოდ გამოიყურება და ქომაგთა გაღიზიანებაც ამის შედეგია.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. სლოვაკს ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს და თუ გულშემატკივართა შეურაცხმყოფელი საქციელი კვლავ გაგრძელდება, სავარაუდოდ მარეკის და "ნაპოლის" გზები გაიყრება.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0