x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134585
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
დღის სატრანსფერო სიახლეები
ვალდესი მანჩესტერ იუნაიტედში გადავა


მას შემდეგ, რაც ტრავმის გამო არ შედგა ვალდესის ტრანსფერი მონაკოში, კიპერის დამატებით რამდენიმე გრანდი დაინტერესდა. მათ შორის იყო მანჩესტერ იუნაიტედი, რომელიც მზად არის ესპანელ კარის დარაჯთან კონტრაქტი გააფორმოს. ესპანური გამომცემლობა მარკას ინფორმაციით არც თავად ფეხბურთელია წინააღმდეგი "ეშმაკების" შემოთავაზებაზე.


ხამესის ტრავმა ლუკას სილვას "გათეთრებას" დააჩქარებს



ხამეს როდრიგესის ტრავმამ შესაძლოა ახალგაზრდა ბრაზილიელი ნახევარმცველის ლუკას სილვას მადრიდის რეალში გადასვლა დააჩქაროს. მის სანაცვლოდ კრუზეირო სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას 15 მილიონ ევროს სთხოვს.


ატლეტიკოს სანტი კასორლას შეძენა სურს


მადრიდის ატლეტიკო მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები არსენალთან სანტი კასორლას შეძენასთან დაკავშირებით. 30 წლის ესპანელ გამთამაშებელს მეთოფეებთან 18 თვიანი კონტრაქტი აკავშირებს და როხიბლანკოს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მის შესაძენად ჯიბის შეთხელება დიდად არ მოუწევთ.


ტოტენჰემში წმენდა იგეგმება


ტოტენჰემი აპირებს იანვარშივე გაუშვას ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მწვრთნელს აღარ აქვს. ესენი არიან: ემანუელ ადებაიორი, ვერტონგენი, აარონ ლენონი და მუსა დემბელე. მათ ნაცვლად კი გუნდი მორგან შნეიდერლინსა და ჯეი როდრიგესს დაიმატებს.


ლივერპული ვილაშ ბოაშის კანდიდატურას განიხილავს


ბრენდან როჯერსს დიდი ზეწოლის ქვეშ უწევს მუშაობა, რადგან შარშანდელი წარმატებული სეზონის შემდეგ ფანები გუნდს ცუდ თამაშს არ პატიობენ. შესაბამისად, ლივერპულის მფლობელები ემზადებიან მის ჩასანაცვლებლად. ნომერ პირველი კანდიდატი კი ზენიტის ამჟამინდელი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაშია.


მანჩესტერ იუნაიტედი სტროოტმანს არ ეშვება


წითელი ეშმაკები მზად არიან განაახლონ მოლაპარაკება რომასთან კევინ სტროოტმანის ტრანსფერთან დაკავშირებით. წითელი ეშმაკების ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ იტალიური კლუბი ფეხბურთელის ფასს შეამცირებს და შედარებით იაფად გადაიბირებენ ჰოლანდიელ ნახევარმცველს.

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:sunsay
sunsay
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0