x
image
worldsport.ge
მათე კვირკვია “აკტობეში” ითამაშებს

image“ვიტ ჯორჯიას” 18 წლის თავდამსხმელი მათე კვირკვია ყაზახურ “აკტობეში” გააგრძელებს კარიერას. “აკტობესთან” ქართველ გულშემატკივარს არცთუ სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს, წინა სეზონში სწორედ ყაზახურმა გუნდმა გამოთიშა თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან.
მათე კვირკვია: “თითქმის გადაწყვეტილია, რომ “აკტობეში” ვითამაშებ, მცირე დეტალებია დასაზუსტებელი და შემდეგ კი ყაზახეთში მომიწევს ჩასვლა. “ვიტ ჯორჯია” ჩემთვის ყოველთვის იქნება გამორჩეული გუნდი და წარმატებებს ვუსურვებ ჩემს თანაგუნდელებს.”
მათე კვირკვია საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრია.


ედემ ელერჯია

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0