x
image
worldsport.ge
ტორკიას მჭედლიძის უფრო ხშირად თამაშის იმედი აქვს

imageიტალიის სერია A-ში მოასპარეზე “ემპოლის” თავდამსხმელის ლევან მჭედლიძის მენეჯერს დავიდე ტორკიას იმედია აქვს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ქართველ ფეხბურთელს უფრო ხშირად თამაშის საშუალებას მისცემს.
“გატანილი გოლის გარდა, მან დიდი სამუშაო შეასრულა. იმედია, ეს სარიმაც შეამჩნია. რა თქმა უნდა, არავის ვუპირისპირდები, რადგან კარგად ვიცი, რომ დღესდღეობით “ემპოლიში” ბევრი ძლიერი თავდამსხმელია. ტრავმა? მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს, რაც თამაშიდანაც სჩანს. რაც შეეხება სატრანსფერო ჭორებს, იანვარში ლევანი “ემპოლიში” დარჩება” – იუწყება ტორკიას სიტყვებს tuttomercatoweb.com-ი.
24 წლის მჭედლიძემ მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში 8 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. მან თავი სამშაბათს იტალიის თასზე გამოიჩინა, როდესაც “ჯენოას” კარი ძალიან ეფექტური დარტყმით აიღო და მისი გოლი იტალიელმა ჟურნალისტებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში გატანილად მონათლეს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge


0
48
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0