x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134555
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508701
დედამ 4 დღის ახალშობილი სამშობიაროდან გაიტაცა და უგზოუკვლოდ გაქრა

imageეს შემთხვევა ბრისტოლის ცენტრალური საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში მოხდა, როდესაც 30 წლის შარლოტა ბევანმა 4 დღის ახალშობილი ქალიშვილი ზაანი ტიანა ზედამხედველი ექთნების მალულად სამშობიაროდან გააპარა. მას დღესაც ეძებს ბრისტოლის პოლიცია და არა მარტო სამართალდამცავები, ქალბატონს ეძებს მთელი მისი სამეგობრო და სანათესავო.ქალბატონს, როგორც წყარო წერს, ეჭვის დონეზე ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა მშობიარობის შედეგ, რაც მის ასეთ საქციელზე აისახა. მან ჩვილი ერთი თხელი leggings და "ფლოსტებით" წაიყვანა.

imageimageimageimageimageimageამჟამად ყინავს და დეკემბრის ცივი და სუსხიანი ღამის ამბავი ყველას კარგად მოეხსენება ბრისტოლში, როცა ტემპერატურა მინუს გრადუსებშია.მშობიარე დედა ახალშობისთან ერთად სამშობიაროს მთავარ გამოსასვლელში გამოვიდა. უკვე 24 საათი გავიდა მისი გაუჩინარებიდან და ქალბატონის დედა და " ბოიფრენდი" უმორჩილესად სთხოვენ შარლოტას უკან დაბრუნებას.imageimageimageimage

როგორც ვიდეოკამერამ დააფიქსირა, ქალი ჯერ მარტო გამოვიდა თავისი პალატიდან, შეათვალლიერა კორიდორის სიტუაცია, შემდეგ მალევე მეორე ოთახიდან ახალშობილი გამოიყვანა. ბავშვს ორი საბანი ( ერთი თეთრი და ერთი ფერადი) ჰქონდა შემოხვეული, თავად ქალს კი შავი სვიტერი, გამაშები, თეთრი "ფლოსტები" აცვია და ტიტველი ფეხები უჩანს.წყაროს ინფორმაციით იმ ღამეს მინუს ნული გრადუსი იყო ჰაერის ტემპერატურა.იმავე წყარო იმასაც წერს, რომ მეგობარი მასთან 8.30 წუთზე იმყოფებოდა სანახავად, ხოლო ქალმა საავადმყოფო 9, 05 წუთზე დატოვა.Mr.Malbrouck ცრემლებით მიმართა შარლოტას და მთელს საზოგადოებას, თუ ვინმემ რამე იცის დაკარგული დედა - შვილის შესახებ, აუცილებლად აცნობონ "Call us on 101".imageimageimageimageimageიმდენად ცივი ღამე იყო, ის შორს ვერ წავიდოდა და ამიტომაც პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა ტაქსის მძღოლი დაკითხა. შეამოწმეს მიმდებარე ტერიტორიის ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები, დაიკითხა ასობით ოჯახი, მთელი ღამის განმავლობაში ჩხრეკა ჩაუტარდა ადგილობრივ მაღაზიებს, სკვერებს, პარკებს, ნაგვის ურნებსაც კი, მაგრამ უშედეგოდ.imageimage

0
29
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0