x
image
worldsport.ge
“ევერტონი” მირალაშს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

imageბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევი კევინ მირალაში 2015 წლის ზაფხულში “ევერტონისგან” ახალ კონტრაქტს მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი წლით გაახანგრძლივებს ბელგიელი ხელშეკრულებას.
კევინ მირალაშის კლუბში დარჩენის აუცილებლობაზე “ევერტონის” თავკაცმა რობერტო მარტინესმაც ისაუბრა: “კევინი ჩვენი ვარსკვლავია და ეს ყოველთვის მითქვამს. მას აქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს. მირალაშს შეუძლია მოედანზე ცეცხლი დაატრიალოს.”
27 წლის ბელგიელ ფეხბურთელს ლივერპულელებთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში კევინმა ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0