x
image
worldsport.ge
U 19: საქართველო, ავსტრია, ალბანეთი, უელსი

imageევროპის 2016 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები მე-8 ჯგუფში ავსტრიასთან, ალბანეთთან და უელსთან ერთად მოხვდა. ჯგუფის მასპინძლის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
კენჭისყრა 3 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ჩატარდა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები 13 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი, ჯგუფიდან ელიტ რაუნდში პირველ-მეორეადგილოსნები და ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოხვდებიან. ესპანეთის ნაკრები, როგორც ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე, პირდაპირ ელიტ რაუნდშია დაშვებული.
ვეროპის 2016 წლის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი, სადაც 8 გუნდი იასპარეზებს, გერმანიაში შედგება.
ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0