x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ქუჩის მხატვრობა

imageქუჩის მხატვრობა ითვლება ხელოვნების ერთ- ერთ დარგად. მხატვრობის ეს სახეობა თავიდან ამერიკაში გახდა პოპულარული.
ქუჩის მხატვრებს თავიდან " ქუჩის ხულიგნებს " უწოდებდნენ და ზოგჯერ
ახლაც ამ სახელით მოიხსენიებენ, რადგან თვლიან, რომ კედლებს ამახინჯებენ (ბევრისთვის
ეს არასასიამოვნო იყო). ამერიკაში ეს კანონით ისჯებოდა, ამიტომ ქუჩის მხატვრები
დანგრეულ შენობებზე ხატავდნენ. მოგვიანებით მათ ღამის მხატვრებსაც უწოდებდნენ,
რადგან ისინი ღამე ხატავდნენ შენობის კედლებს და დღისით უჩინარდებოდნენ. ისინი ძირითადად "პულვერიზატორს" იყენებენ, რადგან ეს
საღებავი მალე შრება და ძნელად შორდება კედელს.ხელოვნების ეს დარგი
აერთიანებს მრავალ პროფესიონალ და
მოხალისე მხატვარს.ხელოვნების ეს დარგი ხელს უწყობს ახალი მხატვრების აღმოჩენას და
ამავდროულად ხელოვნების ნიმუშების დიდ და ფართო ასპექტებში გამოტანას.გრაფიტი,
ანუ
ქუჩის მხატვრობა, რომელიც ბოლო პერიოდში ხელოვნების ცალკე მიმართულებად გადაიქცა, ურბანიზმის ყველაზე საინტერესო სუბკულტურაა. გრაფიტი ვიღაცისთვის შეიძლება ვანდალიზმი იყოს, ვიღაცისთვის კი - ხელოვნება, რომელიც მუზეუმში გამოფენის ღირსია. პრინციპში, გააჩნია ნიმუშს და მის ესთეტიკურ თუ იდეურ ღირებულებას.მხატვრობის
ეს სახეობა, ბოლო დროს, საქართველოშიც პოპულარული გახდა.ქუჩის მხატვრობას საქართველოში დიდი ისტორია არ აქვს, მაგრამ თანდათან პოპულარული ხდება. ის თვითგამოხატვის კარგ საშუალებად ითვლება და ყველაზე ხშირად პოლიტიკური, ან სოციალური მესიჯების მატარებელია .თუმცა ბოლო პეიოდში ქუჩის მხატვრობას იყენებენ
რეკლამადაც ამისი მაგალითია კავკასუსი რომლის რეკლამების თბილისის თითქმის ყველა უბაშია.

1
1004
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამთა სიხარულიძე
თამთა სიხარულიძე
1004
  
2014, 27 ნოემბერი, 16:37
სტატია კარგია, მაგრამ ფოტოებიც რომ დაგედო უფრო კარგი იქნებოდა
0 1 1