x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ნანუკა ჟორჟოლიანი: "ყველა რელიგიური ჯგუფი არის, ჩვენი საზოგადოების საპატივცემულო და განუყოფელი ნაწილი"

image"ყველა რელიგიური ჯგუფი არის, ჩვენი საზოგადოების საპატივცემულო და განუყოფელი ნაწილი"-ამის შესახებ ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.


"ფბ-ში გამოხმაურება მოჰყვა ჩემი დღევანდელი გადაცემის იმ ნაწილს, სადაც სტუმრად იყო იეჰოვას მოწმე, ახლა უკვე მართლმადიდებელი ტაქსის მძღოლი (კარუზო). მან მოჰყვა რატომ შეიცვალა მრწამსი. მის მონაყოლს და ჩემს ერთ რეპლიკას სწორედ მის მონათხრობზე მოჰყვა საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკა. ეს გადაცემა კეთდება ადამიანებზე, მათ ისტორიებზე და მესმის რომ ხშირად სხვისი ცხოვრების ეპიზოდები, ან ამ ეპიზოდის შეფასება არ მოგვწონდეს, მაგრამ ეს მათი ცხოვრებაა და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ის გახადოს საჯარო ან არა. ის ჰყვებოდა საკუთარ რელიგიურ ცხოვრებაზე, რისი უფლებაც მას ნამდვილად ჰქონდა. წავიკითხე მოსაზრება რომ უნდა გამეჩერებინა ის და მიმეცა შენიშვნა! გაუგებარია რესპონდენტს მის ცხოვრებაზე შოუს წამყვანმა შენიშვნა როგორ უნდა მისცეს! მხოლოდ იმიტომ რომ იეღოვა რელიგიური უმცირესობაა (საქართველოში) მის დადებით ან უარყოფით მხარეებზე არ ისაუბროს არავინ ესეც ჩემთვის გაუგებარია. რაც შეეხება ჩემს რეპლიკას, ხომ არ მომივარდებიან, მეშინია იეღოველების მიუხედავად იმისა რომ აშკარად იუმორში იყო ნათქვამი, იმ ვრცელ ისტორიაზე რაც რესპონდენტმა მძაფრად მოჰყვა, ვიღებ შენიშვნას! მე როგორც გადაცემის წამყვანი და ავტორი ვაცხადებ, რომ მე და ჩემი გუნდი სრულად ვემხრობი აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებას და მიიჩნევს რომ ყველა რელიგიური ჯგუფი არის, ჩვენი საზოგადოების საპატივცემულო და განუყოფელი ნაწილი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა რელიგიურ უმცირესობას, "-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0