x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ბრაზილიაში დააკავეს სამი კანიბალი,რომლებიც ადამიანის ხორცისგან ღვეზელებს ამზადებდნენ და ყიდიდნენ
image
ოჯახი "იდეალური" სამეულით: ოჯახის უფროსი ხორხე, მისი ცოლი და საყვარელი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან მინიმუმ ორი ქალის მკვლელობაში.


ქალების გვამები მათ ეზოში იყო დამარხული.

მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ სამეული მსხვერპლს არა მარტო ხოცავდა, არამედ ჭამდა მათ..მეტიც, ადამიანის ხორცისგან ღვეზელებს ამზადებდნენ და ზოგს სკოლებში ან ადგილობრივ საავადმყოფოებში ყიდიდნენ, ზოგს მეზობლებს ურიგებდნენ.

ამბობდნენ, რომ ღვეზელი ქათმის ან თინუსის ხორცისგან იყო დამზადებული.




ბოროტმოქმედები ქალებს იტყუებდნენ დასაქმების საბაბით, თითქოს ძიძა სჭირდებოდათ.


დამნაშავეების დაკავების დროს პოლიციამ სახლში აღმოაჩინა 5 წლის ბიჭუნა, სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ბიჭუნა ერთ-ერთი მსხვერპლის შვილია, რომელიც 2008 წელს მოკლეს.


პოლიციამ საქმის მკვდარი წერტილიდან დაძვრა მაშინ მოახერხა, როდესაც ბოროტმოქმედები ერთ-ერთი მსხვერპლის საკრედიტო ბარათის გამოყენებას ცდილობდნენ.


ჩხრეკის შემდეგ სახლში აღმოაჩინეს 50 გვერდიანი წიგნი, რომელიც ქმრის, ხორხე ბელტრაო ნაგრომონტეს (Jorge Beltrão Negromonte )მიერ იყო დაწერილი, რომელსაც "ჩაესმოდა ხმები ქალების მოკვლის მისიის შესახებ" ..... ოჯახში "მოსახლეობის შემცირების"კულტი იყო გამეფებული.

image

ბოროტმოქმედები ჯერ კიდევ 2012 წელს დააკავეს..თუმცა დაკავებულების სასამართლო ამ კვირაში გაიმართება..სამივეს:-ქმარს, ხორხე ბელტრაოს, ცოლს იზაბელა კრისიტინა პირესს და ხორხეს საყვარელს, ბრუნო კრისტინა ოლივეირა და სილვას 30 წლიანი პატიმრობა ელოდებათ.image

6
786
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
786
  
2014, 24 ნოემბერი, 20:01
ამერიკაში მაგაზე მინიმუმ სამგზის სამუდამო პატიმრობას მიუჯიდნენ
2014, 24 ნოემბერი, 19:58
ვფიქრობ რომ სიკვდილით დასჯა არ უნდა არსებობდეს,და რატომ-ადამიანი სიკვდილით ყველაფრისაგან თავისუფლდება ცუდისგან თუ კარგისგან ასეთებმა კი უნდა იცოცხლოდ რაც სეიძლება დიდხანს,ყველანაირი კომპორთის ლოიალობის მზრუნველობის ადამიანობის გარეშე,რომ იფიქროს მის დანაშაულზე და დაიტანჯოს,
2014, 24 ნოემბერი, 19:56
დღეს დავდე ვიდეო ზუსტად მაგაზე..ნიდერლანდებში მოსამართლემ 60 დღე პატიმრობა მიუსაჯა კაცს რომელმაც მანქანით 3 ადამიანი, მათ შორის 2 წლსი ბავშვი გაიტანა:(
2014, 24 ნოემბერი, 19:50
იცი ყოველთვის მიკვირს ხოლმე ძალიან ლოიალურია კანონი სხვატა შორის ჩვენთანაც.....ერთადერთი ამერიკას თუ ვცემ პატვს..ერთ-ერთი მაგის გამოა...ძალიან მკაცრები არიან.....მაგ მხრივ
2014, 24 ნოემბერი, 19:39
30 კიარა 3000000000000000წელი თითოეულს თმცა ესეც ცოტა იქნება:(
2014, 24 ნოემბერი, 19:33
ღმერთო ჩემო :(
0 1 6