x
image
worldsport.ge
კაშია “ვიტესის” თადარიგში ჯდომას არ აპირებს

imageარნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ჰოლანდიურ კლუბში სათადარიგოთა სკამზე ყოფნასთან შეგუებას არ აპირებს. ერედივიზიონის განვლილ ტურში “ვიტესი” სტუმრად “ალკმაართან” 0:1 დამარცხდა და საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო.
“ვერცერთი ქართველი გაიგებს, არნემში სათადარიგოთა სკამზე რატომ ვზივარ. მე უფრო ცუდად არ ვთამაშობ, ვიდრე შარშან ან შარშანწინ ვთამაშობდი. შესაძლოა, ახლა უფრო უკეთ გამოვიყურები. თუმცა, მწვრთნელის გადასაწყვეტია საწყის თერთმეტ მოთამაშეში ვინ მოხვდება. სეზონის ბოლოს შედეგზე პასუხს ის აგებს. მიზეზს ვერ ვხედავ, მაგრამ სჯობს ყოველივე ახლა მორჩეს” – იუწყება კაშიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი gelderlander.nl-ი.
კაშიას თითი მოტყდა და ამიტომ, 5 კვირა გაუცდა. ის “ვიტესს” “ფეინოორდთან” მატჩში (0:0) დაუბრუნდა და კარგად ითამაშა, რის გამოც თადარიგში გამწესებამ გააკვირვა:
“ფეხბურთში რაღაც ვიცი და ვგრძნობ როდის ვთამაშობ კარგად ან ცუდად. “ფეინოორდთან” კარგად ვითამაშე, მაგრამ შემდეგ თადარიგში აღმოვჩნდი. ეს არ მესმის. შესაძლოა, ეს მე არ მიკავშირდება, არამედ სხვა რამეს”.
შაბათს, “ვიტესის” მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა დაცვის ცენტრში კრეისვეიკი და იან-არი ვან დე ჰეიდენი შეაწყვილა. მწვრთნელის აზრით, კაშიას არყოფნის დროს, მათ განვლილ მატჩებში წარმატებით ითამაშეს და ეს სერია უნდა გააგრძელონ. ქართველი სხვა აზრისაა:
“უტრეხტთან” მოგებულ (3:1) და “ბრედასთან” ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში, ისინი არცთუ კარგად გამოიყურებიდნენ. “უტრეხტთან” შეხვედრაში არნოლდ კრეისვეიკი, რომელიც ჩემს პოზიციაზე თამაშობს, გააძევეს და კიდევ ერთი შანსი მივიღე, რომლითაც ვისარგებლე”.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0