x
image
worldsport.ge
დი ნატალე ბაჯოს მიუახლოვდა

image"უდინეზეს" თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ, 23 ნოემბერს სერია A-ს მე-12 ტურში "კიევოსთან" ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში, იტალიის ჩემპიონატში რიგით მე-200 გოლი გაიტანა.
37 წლის იტალიელი თავდამსხმელი ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ფეხბურთელ რობერტო ბაჯოს მიუახლოვდა, რომელსაც სერია A-ში 205 გოლი აქვს გატანილი.
ვეტერანი ფეხბურთელის ბრძოლის ჟინის გათვალისწინებით, შესაძლოა მან უახლოეს პერიოდში ბაჯოს რეკორდი გაიმეოროს და გააუმჯობესოს კიდეც. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში დი ნატალემ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პირად აქტივში 7 გოლთან ერთად სამი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
65
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0