x
image
worldsport.ge
ლიოვი: “პროგრესირება უნდა გავაგრძელოთ”

imageგერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების (1:0) შემდეგ განაცხადა, რომ გუნდმა პროგრესირება უნდა გააგრძელოს.
“ვფიქრობ, წლის ამაზე უკეთესად დასრულებას ვერ წარმოვიდგენდით. გუნდის დაცვაში თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, ხოლო რაც შეეხება შეტევას, მეორე ტაიმში უკეთესად გამოვიყურებოდით, ვიდრე პირველში. ზოგიერთ კომპონენტში განვითარება და პროგრესირება უნდა გავაგრძელოთ. განვლილი მატჩი ამის კარგი დასაწყისი იყო, ” – იუწყება ლიოვის სიტყვებს გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0